ფსალმუნები 54:1—7
-
მტრებით გარშემორტყმულის ლოცვა.
-
„ღმერთია ჩემი შემწე“ (4).
-
გუნდის ხელმძღვანელს: სიმებიანი საკრავების თანხლებით. მასქილი*. დავითის ფსალმუნი, რომელიც მაშინ დაწერა, როცა ზიფელები მივიდნენ საულთან და აცნობეს, დავითი ჩვენთან იმალებაო.+
54 ღმერთო, მიხსენი შენი სახელით+და დამიცავი+ შენი ძალით.
2 ღმერთო, შეისმინე ჩემი ლოცვა,+ყური დაუგდე ჩემი ბაგიდან გამოსულ სიტყვებს,
3 რადგან უცხონი მიპირისპირდებიან,ულმობელთ სურთ, სიცოცხლეს გამომასალმონ.+
არად აგდებენ ღმერთს.+ (სელა)
4 აი, ღმერთია ჩემი შემწე;+იეჰოვა მათთან არის, ვინც მხარში მიდგას.
5 ჩემს მტრებს მათსავე ბოროტებას დაატეხს თავს.+შენ ხომ ერთგული ხარ, ბოლო მოუღე მათ!+
6 ხალისით შემოგწირავ მსხვერპლს.+
ხოტბას შევასხამ შენს სახელს, იეჰოვა, რადგან შეუდარებელია*;+
7 შენ ხომ ყველა გასაჭირისგან მიხსნი+და ვიხილავ ჩემი მტრების დამარცხებას.+

