ფსალმუნები 44:1—26

  • ლოცვაში ღვთის მოხმობა საშველად.

    • „შენ გვიხსენი მტრებისგან“ (7).

    • „დასაკლავ ცხვრებად მიგვიჩნევენ“ (22).

    • „აღდექ ჩვენ საშველად!“ (26).

გუნდის ხელმძღვანელს. კორახის ძეების+ ფსალმუნი. მასქილი*. 44  ღმერთო, ჩვენი ყურით მოვისმინეთ,ჩვენი წინაპრები გვიყვებოდნენ+იმ საქმეებზე, შენ რომ მოიმოქმედე მათ დროს,დიდი ხნის წინათ.  2  შენი ხელით აღგავე ხალხები+და მათ ნაცვლად ჩვენი მამა-პაპა დაასახლე.+ შენ დაამარცხე და განდევნე ერები.+  3  თავიანთი მახვილით კი არ დაუფლებიან ამ მიწას+და საკუთარი მკლავით კი არ მოუპოვებიათ ხსნა,+ არამედ შენი მარჯვენით, შენი მკლავითა+ და შენი სახის ნათელით,რადგან შენ მოიწონე ისინი.+  4  შენა ხარ ჩემი მეფე, ღმერთო,+მოაპოვებინე დიდებული გამარჯვება იაკობს!  5  შენი ძალით უკუვაქცევთ მტრებს,+შენი სახელით გავთელავთ ჩვენ წინააღმდეგ ამხედრებულთ,+  6  რადგან არც საკუთარ მშვილდზე ვარ დაიმედებულიდა არც ჩემს მახვილს ძალუძს ხსნა.+  7  შენ გვიხსენი მტრებისგან+და დაამცირე ჩვენი მოძულეები.  8  ღმერთს შევასხამთ ხოტბას მთელი დღე;მარადიულად განვადიდებთ შენს სახელს. (სელა)  9  ახლა კი მიგვაგდე და დაგვამცირე,არ მიუძღვი ჩვენს ლაშქარს. 10  უკუგვაქცევ მტრისგან;+გვძარცვავენ ჩვენი მოძულენი. 11  მტრის ხელში გვაგდებ, როგორც დასაკლავ ცხვარს;ხალხებში გვფანტავ.+ 12  შენს ხალხს ჩალის ფასად ყიდი;+არ გაქვს ხეირი აქედან. 13  ჩვენი თავი შეაძულე მეზობლებს,დაგვცინიან და მასხრად გვიგდებენ ირგვლივ მყოფნი. 14  ხალხების სამასხარაო გაგვხადე,+თავს აქნევენ და დაგვცინიან ერები. 15  მთელი დღე თავს დამცირებულად ვგრძნობ,სირცხვილის გრძნობა არ მშორდება, 16  მათი დაცინვისა და შეურაცხყოფის გამო,ჩვენი მტრის, ჩვენზე შურისმაძიებლის გამო. 17  ყოველივე ეს თავს დაგვატყდა, მაგრამ მაინც არ დაგვვიწყებიხარდა არ დაგვირღვევია შენი შეთანხმება.+ 18  ორგულები არ გავმხდარვართ,არ გადაგვიხვევია შენი ბილიკიდან. 19  მაგრამ იქ შეგვმუსრე, სადაც ტურებს დაუდვიათ ბინა,წყვდიადით დაგვფარე. 20  რომ დაგვევიწყებინა ჩვენი ღვთის სახელიანდა სხვა ღმერთებისკენ აღგვეპყრო ხელები, 21  განა ღმერთი ვერ შენიშნავდა ამას?! მან უწყის გულის საიდუმლოებანი.+ 22  შენი გულისთვის ყოველდღე სასიკვდილოდ გვიმეტებენ, დასაკლავ ცხვრებად მიგვიჩნევენ.+ 23  გამოიღვიძე, იეჰოვა, რატომ გძინავს?+ გამოიღვიძე, სამუდამოდ ნუ დაგვყრი!+ 24  ზურგს რატომ გვაქცევ? რატომ ივიწყებ ჩვენს გაჭირვებასა და ჩაგვრას? 25  მიწასთან ვართ გასწორებულნი,ძირს ვართ გართხმულნი.+ 26  აღდექ ჩვენ საშველად!+ გვიხსენი შენი ურყევი სიყვარულის* გამო!+

სქოლიოები

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).