ფსალმუნები 136:1—26
136 მადლობა შესწირეთ იეჰოვას, რადგან კარგია* იგი;+მარადიული და ურყევია მისი სიყვარული*.+
2 მადლობა შესწირეთ უზენაეს ღმერთს,+რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.
3 მადლობა შესწირეთ უზენაეს უფალს,რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.
4 მხოლოდ ის იქმს დიდებულ სასწაულებს,+რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.+
5 მან გონიერებით შექმნა ზეცა,+რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.
6 მან წყალზე გადაჭიმა დედამიწა,+რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.
7 მან შექმნა დიდი მნათობები,+რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული;
8 მზე დღის განმგებლად შექმნა,+რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული;
9 მთვარე და ვარსკვლავები ღამის განმგებლებად დააყენა,+რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.
10 მან დახოცა ეგვიპტის პირმშოები,+რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.
11 მან გამოიყვანა ისრაელი ეგვიპტიდან,+რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული;
12 ძლიერი ხელითა+ და გაწვდილი მკლავით გამოიყვანა ისინი,რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.
13 მან გაყო წითელი ზღვა,+რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.
14 მის შუაგულში გაატარა ისრაელი,+რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.
15 წითელ ზღვაში დანთქა ფარაონი და მისი ჯარი,+რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.
16 უდაბნოში წაუძღვა თავის ხალხს,+რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.
17 დაამარცხა დიდი მეფეები,+რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.
18 დახოცა ძლევამოსილი მეფეები,რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული;
19 სიცოცხლეს გამოასალმა ამორეველთა მეფე სიხონი,+რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული,
20 და ბაშანის მეფე ოგი,+რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.
21 მათი მიწა სამკვიდროდ მისცა თავის ხალხს,+რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული;
22 სამკვიდროდ მისცა ისრაელს, თავის მსახურს,რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.
23 არ დაგვივიწყა, როცა გულგატეხილნი ვიყავით,+რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.+
24 კვლავ და კვლავ გვიხსნიდა მოწინააღმდეგეთა ხელიდან,+რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.
25 ის საზრდოს აძლევს ყოველ ხორციელს,+რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.
26 მადლობა შესწირეთ ზეციერ ღმერთს,რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.
სქოლიოები
^ იხ. „სიკარგე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

