ფსალმუნები 98:1—9

  • იეჰოვაა მხსნელი და სამართლიანი მოსამართლე.

    • „იეჰოვამ ცხადყო, რომ ისაა მხსნელი“ (2, 3).

საგალობელი. 98  უმღერეთ იეჰოვას ახალი საგალობელი,+რადგან საოცარი საქმეები მოიმოქმედა.+ თავისი მარჯვენით, თავისი წმინდა მკლავით, მოიპოვა გამარჯვება.+  2  იეჰოვამ ცხადყო, რომ ისაა მხსნელი;+ხალხთა წინაშე გაამჟღავნა თავისი სიმართლე.+  3  არ დაივიწყა, რომ სიყვარული* და ერთგულება აღუთქვა ისრაელს;+ მთელმა დედამიწამ იხილა ჩვენი ღვთის გამარჯვება.+  4  სიხარულით შეჰყიჟინეთ იეჰოვას, დედამიწის მკვიდრნო, იმხიარულეთ, იყიჟინეთ და იგალობეთ!+  5  ქნარზე შეუსრულეთ იეჰოვას საგალობელი,ააჟღერეთ ქნარი და საამური სიმღერა უმღერეთ!  6  საყვირებისა და ბუკის ხმაზე+სიხარულით იყიჟინეთ მეფის, იეჰოვას წინაშე!  7  იხმაუროს ზღვამ და ყველაფერმა, რაც მასშია,დედამიწამ და მისმა მკვიდრებმა!  8  ტაში შემოჰკრან მდინარეებმადა მთებმა ერთხმად შესძახონ სიხარულით+  9  იეჰოვას წინაშე, რადგან მოდის ის დედამიწის გასასამართლებლად! ის სიმართლით გაასამართლებს დედამიწის მკვიდრთ+და სამართალს გაუჩენს ხალხებს.+

სქოლიოები

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).