ფსალმუნები 82:1—8
ასაფის საგალობელი.+
82 ღმერთი დგას თავის კრებულში,+ღმერთებს* შორის ასამართლებს:+
2 „როდემდე უნდა განსჯიდეთ უსამართლოდ+და როდემდე უნდა სწყალობდეთ ბოროტს?!+ (სელა)
3 გამოექომაგეთ საწყალსა და ობოლს;+
სამართალი გაუჩინეთ უმწეოსა და ღარიბს;+
4 იხსენით საწყალი და ღატაკი,ბოროტის ხელიდან დაიხსენით!“
5 არაფერი იციან და არაფერი ესმით,+სიბნელეში დადიან;ირყევა დედამიწის საძირკვლები.+
6 «ვთქვი: „თქვენ ღმერთები ხართ,+ყველანი უზენაესის ძეები ხართ,
7 მაგრამ მოკვდავთა ხვედრს გაიზიარებთ,+სხვა მთავრებივით დაიხოცებით!“»+
8 აღდექ, ღმერთო, და გაასამართლე დედამიწა,+რადგან შენია ყველა ხალხი!
სქოლიოები
^ სხვაგვარად — „ღვთის მსგავსებს“.

