ფსალმუნები 106:1—48
106 ადიდეთ იაჰი*!
მადლობა შესწირეთ იეჰოვას, რადგან კარგია* იგი,+მარადიული და ურყევია მისი სიყვარული*!+
2 ვის ძალუძს იეჰოვას ძლევამოსილებისანდა ყველა მისი სანაქებო საქმის გაცხადება?!+
3 ბედნიერია, ვინც სამართლიანად იქცევა,ვინც ყოველთვის სიმართლეს იქმს.+
4 გამიხსენე, იეჰოვა, როცა წყალობას უყოფ შენს ხალხს,+
მომხედე და მიხსენი,
5 რათა ვიხილო შენი რჩეულებისთვის გაკეთებული შენი სიკეთე,+შენს ერთან ერთად გავიხაროდა შენს ხალხთან ერთად ვიამაყო შენით.
6 ჩვენც შევცოდეთ ჩვენი მამა-პაპასავით,+უკეთურად მოვიქეცით, ბოროტება ჩავიდინეთ.+
7 ვერ ჩასწვდა ჩვენი მამა-პაპა ეგვიპტეში შენს საოცარ საქმეებს.
დაივიწყეს შენი უსაზღვრო სიყვარული*და გეურჩნენ ზღვასთან, წითელ ზღვასთან,+
8 შენ კი იხსენი ისინი შენი სახელის გამო,+რათა ყველას გაეგო შენი ძლევამოსილების შესახებ.+
9 შერისხა წითელი ზღვა და დაშრა ის,ისე გაატარა ისინი მის სიღრმეში, როგორც უდაბნოში.+
10 მან იხსნა ისინი მოძულეთაგან,+მტერს გამოსტაცა ხელიდან.+
11 წყალში დაინთქნენ მათი მოწინააღმდეგეები,ერთიც არ გადარჩენილა.+
12 მაშინ ირწმუნეს მისი დანაპირები,+სიმღერით განადიდეს იგი,+
13 მაგრამ მალევე დაივიწყეს მისი საქმეები,+არ დაელოდნენ მის მითითებას.
14 გულის წადილს აჰყვნენ უდაბნოში+და სცდიდნენ ღმერთს უკაცრიელ ადგილას.+
15 შეუსრულა მათ თხოვნა,შემდეგ კი დამაუძლურებელი სენი შეჰყარა და ბოლო მოუღო.+
16 ბანაკში შურით აღივსნენ მოსესადა აარონის,+ იეჰოვას წმინდის მიმართ.+
17 დააღო მიწამ პირი და შთანთქა დათანიდა აბირამთან ერთად შეკრებილები.+
18 ცეცხლი აგიზგიზდა მათ კრებულში,ცეცხლის ალმა შთანთქა ბოროტები.+
19 ხორებში ხბო გააკეთესდა პირქვე დაემხვნენ ქანდაკების წინაშე.+
20 ჩემი დიდება ბალახის მჭამელი მოზვრის კერპზე გაცვალეს.+
21 დაივიწყეს ღმერთი,+ თავიანთი მხსნელი,რომელმაც დიდებული საქმეები მოიმოქმედა ეგვიპტეში,+
22 საოცრებები — ქამის+ ქვეყანაში,შიშის მომგვრელი საქმეები — წითელ ზღვასთან.+
23 ის-ის იყო უნდა მოესპო ისინი,რომ მისი რჩეული მოსე ჩადგა მათ შორის,რათა თავს არ დასტეხოდათ მისი რისხვა.+
24 არად ჩააგდეს სანუკვარი ქვეყანა;+არ ირწმუნეს მისი დანაპირები.+
25 დრტვინავდნენ კარვებში+და არ უსმენდნენ იეჰოვას,+
26 ამიტომ დაიფიცა,რომ უდაბნოში მოუღებდა მათ ბოლოს,+
27 მათ შთამომავლობას კი ხალხებში გაფანტავდადა უცხო მიწაზე დახოცავდა.+
28 ფეორის ბაალს დაუწყეს თაყვანისცემა+და ჭამდნენ მკვდართათვის მსხვერპლად შენაწირს*.
29 განარისხეს ის თავიანთი საქციელით+და უბედურება დაიტეხეს თავს.+
30 როცა ფინხასმა სამართალი აღასრულა,შეწყდა უბედურება.+
31 ეს სიმართლედ ჩაეთვალა მასთაობიდან თაობაში, სამარადისოდ.+
32 აღაშფოთეს ღმერთი მერიბას* წყალთან,მათ გამო დაისაჯა მოსე.+
33 განარისხეს იგიდა მანაც დაუფიქრებლად ილაპარაკა.+
34 არ მოიქცნენ იეჰოვას ბრძანებისამებრ,+არ გაანადგურეს ხალხები.+
35 შეერივნენ სხვა ერებს+და მათ კვალს გაჰყვნენ.+
36 ემსახურებოდნენ მათ კერპებს+და ეს მახედ ექცათ.+
37 თავიანთ ვაჟებსა და ასულებსდემონებს სწირავდნენ.+
38 უდანაშაულო სისხლს ღვრიდნენ,+თავიანთი ვაჟებისა და ასულების სისხლს,ქანაანელთა კერპებს სწირავდნენ მათ;+წაიბილწა ქვეყანა სისხლის ღვრით.
39 გაუწმინდურდნენ თავიანთი საქმეებით;ორგულობდნენ ღმერთს*.+
40 განრისხდა იეჰოვა თავის ხალხზედა შეიძულა თავისი საკუთრება.
41 სხვა ხალხების ხელში ყრიდა მათ,+რათა მოძულენი გაბატონებულიყვნენ მათზე.+
42 ჩაგრავდნენ მათ მტრებიდა იმორჩილებდნენ.
43 ბევრჯერ დაიხსნა,+მაგრამ ისინი კვლავ უმხედრდებოდნენ და ეურჩებოდნენ მას,+შედეგად კი დამცირებას იმკიდნენ თავიანთი დანაშაულის გამო;+
44 ის კი ხედავდა მათ გასაჭირს+და უსმენდა, როცა შველას შესთხოვდნენ.+
45 მათი გულისთვის არ ივიწყებდა თავის შეთანხმებასდა თავისი უსაზღვრო სიყვარულის*+ გამო ებრალებოდა ისინი.
46 მათდამი სიბრალულს აღუძრავდამათ დამატყვევებელთ.+
47 გვიხსენი, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო,+გამოგვიყვანე ხალხებიდან და ერთად შეგვკრიბე,+რათა ვმადლობდეთ შენს წმინდა სახელსდა სიხარულით გიძღვნიდეთ ქებას.+
48 იდიდოს იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა,მარადიულად!+
ყველა ხალხმა თქვას: ამინ!
ადიდეთ იაჰი*!
სქოლიოები
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ იხ. „სიკარგე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ სხვაგვარად — „ალილუია“. „იაჰი“ არის ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ იგულისხმება მიცვალებულებისთვის ან უსიცოცხლო ღვთაებებისთვის შეწირული მსხვერპლი.
^ ნიშნავს „დავას“.
^ სიტყვასიტყვით — „გარყვნილებას სჩადიოდნენ“.
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ სხვაგვარად — „ალილუია“. „იაჰი“ არის ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.

