ფსალმუნები 132:1—18

  • ღმერთმა ამოირჩია დავითი და სიონი.

    • „ნუ უარყოფ შენს ცხებულს“ (10).

    • ხსნით შემოსილი სიონის მღვდლები (16).

აღსავალი სიმღერა. 132  იეჰოვა, ნუ დაივიწყებ დავითსდა მთელ მის ტანჯვას.+  2  ნუ დაივიწყებ, იეჰოვა, როგორ შემოგფიცადა რა აღგითქვა შენ, იაკობის ძლევამოსილ ღმერთს:+  3  „არ შევალ ჩემს კარავში, ჩემს სახლში,+ არ დავწვები ტახტზე, ჩემს საწოლზე,  4  თვალს არ მოვხუჭავ და არ ჩავთვლემ,  5  სანამ არ ვიპოვი ადგილს იეჰოვასთვის,დიდებულ სამკვიდროს — იაკობის ძლევამოსილი ღვთისთვის“.+  6  ეფრათაში+ მოვისმინეთ მის* შესახებ,ტყიან მხარეში მივაკვლიეთ მას!+  7  მივიდეთ მის სამკვიდროში+და დავემხოთ მის ფეხსადგამთან.+  8  წამოიმართე, იეჰოვა, შენს დასავანებელ ადგილზე მისასვლელად,+შენ და შენთან ერთად შენი ძლიერების კიდობანიც!+  9  სიმართლით შეიმოსონ შენი მღვდლებიდა სიხარულით შესძახონ შენმა ერთგულებმა. 10  შენი მსახურის, დავითის გულისთვისნუ უარყოფ შენს ცხებულს.+ 11  იეჰოვამ შეჰფიცა დავითსდა უკან არ წაიღებს თავის სიტყვას: „შენს შთამომავალსდავსვამ შენს ტახტზე.+ 12  თუ დაიცავენ შენი შთამომავლები ჩემს შეთანხმებასდა მათთვის მიცემულ ჩემს მითითებებს*,+მათი შთამომავლებიც მარადიულად ისხდებიან შენს ტახტზე“.+ 13  იეჰოვამ ამოირჩია სიონი,+იქ მოისურვა დამკვიდრება:+ 14  „მარადიულად აქ დავივანებ,აქ დავმკვიდრდები,+ რადგან ასე ვისურვე. 15  ვაკურთხებ ამ ქალაქს და არ მოაკლდება საზრდო,პურით გავაძღებ მის ღარიბებს.+ 16  ხსნით შევმოსავ მის მღვდლებს+და სიხარულით იყიჟინებენ მისი ერთგულები.+ 17  იქ შევმატებ ძალას დავითს. ლამპარი გავმართე ჩემი ცხებულისთვის.+ 18  მის მტრებს სირცხვილით შევმოსავ,მისი გვირგვინი კი იბრწყინებს“.+

სქოლიოები

შესაძლოა იგულისხმებოდეს კიდობანი.
დედანში ეს სიტყვა ნათქვამის გამეორების, შეხსენების აზრს ატარებს.