ფსალმუნები 139:1—24
გუნდის ხელმძღვანელს. დავითის ფსალმუნი. სიმღერა.
139 იეჰოვა, შენ გამომიკვლიე და მიცნობ.+
2 შენ იცი, როდის ვჯდები და როდის ვდგები.+
შორიდან ხვდები ჩემს ფიქრებს.+
3 შენ მაკვირდები, როცა ვწევარ და როცა დავდივარ,შენთვის ცნობილია ჩემი გზები.+
4 ჯერ სიტყვაც არ უთქვამს ჩემს ბაგეს,რომ შენ უკვე ყველაფერი იცი, იეჰოვა!+
5 გალავანივით შემომევლედა ხელი ჩამჭიდე.
6 ამგვარი ცოდნა ჩაუწვდომელია ჩემთვის,
იმდენად აღმატებულია, რომ ვერ ვწვდები.+
7 სად წავუვალ შენს სულსდა სად დავემალები შენს სახეს?!+
8 ზეცაშიც რომ ავიდე, იქაც შენ ხარ,სამარეშიც* რომ გავიშალო საწოლი, იქაც შენ იქნები.+
9 განთიადის ფრთებითაც რომ გადავფრენილიყავიუშორეს ზღვასთან დასამკვიდრებლად,
10 იქაც შენ წამიძღვებოდიდა მარჯვენას ჩამჭიდებდი.+
11 თუკი ვიტყოდი, წყვდიადი დამფარავს-მეთქი,
მაშინ ღამე ჩემ გარშემო სინათლედ იქცეოდა.
12 წყვდიადიც კი არ იქნებოდა შენთვის ძალიან ბნელიდა ღამეც დღესავით ნათელი იქნებოდა;+წყვდიადი ხომ სინათლესავითაა შენთვის!+
13 შენ წარმოქმენი ჩემში თირკმელები;გამოცალკევებული გყავდი* დედის მუცელში.+
14 ხოტბას შეგასხამ, რადგან კრძალვას მგვრის,თუ რა საოცრად ვარ შექმნილი.+
საოცარია შენი საქმენი+და კარგად ვუწყი ეს.
15 შენ ხედავდი ჩემს ძვლებს,როცა დაფარულში მქმნიდი,როცა დედის მუცელში მქსოვდი.+
16 შენმა თვალებმა ჯერ კიდევ ჩემი ჩანასახი იხილადა შენს წიგნში ჩაიწერა იმ დღეების შესახებ,როცა ჩემი სხეულის ნაწილები უნდა ჩამოყალიბებულიყო,მაშინ, როცა ჯერ არცერთი მათგანი არ არსებობდა.
17 რა ძვირფასია შენი აზრები ჩემთვის!+
ღმერთო, რამდენად დიდია მათი რიცხვი!+
18 მათი დათვლა რომ მეცადა, ქვიშაზე მეტი იქნებოდა.+
გავიღვიძებდი და კვლავ შენთან ვიქნებოდი ჩემი ფიქრებით*.+
19 ღმერთო, ნეტავ დახოცავდე ბოროტებს!+
მაშინ განმშორდებოდა სისხლისმღვრელი ხალხი,
20 რომელიც შენზე მზაკვრულად ლაპარაკობს,გმტრობს და შენს სახელს უღირსად ახსენებს.+
21 განა არ მძულს შენი მოძულენი, იეჰოვა,+და განა არ მეზიზღებიან, ვინც შენ გიმხედრდება?!+
22 ძლიერ მძაგს ისინი,+მტრებად მივიჩნევ მათ.
23 გამომიკვლიე, ღმერთო, და შეიცანი ჩემი გული.+
შემამოწმე და ნახე, რა მიფორიაქებს სულს.+
24 ნახე, რაიმე ცუდისკენ ხომ არ მიმიწევს გული,+და წამიძეხი+ მარადიულობის გზაზე!
სქოლიოები
^ ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ან შესაძლოა: „მომქსოვე“.
^ ან შესაძლოა: „კვლავ მათ თვლას მოვყვებოდი“.

