ფსალმუნები 12:1—8
-
იეჰოვა საშველად წამოიმართება.
-
ღვთის სიტყვები წმინდაა (6).
-
გუნდის ხელმძღვანელს: შემინითში* აწყობილი საკრავების თანხლებით. დავითის საგალობელი.
12 მიხსენი, იეჰოვა, რადგან აღარ დარჩა ერთგული;სადღაა სანდო კაცი ადამიანთა შორის?!
2 ერთმანეთს ატყუებენ;ქლესა ბაგეებით ორპირულად ლაპარაკობენ.+
3 მოსპობს იეჰოვა დათაფლულ ბაგეებსადა მკვეხარა ენას,+
4 მათ, ვინც ამბობს: ჩვენი ენით გავიმარჯვებთ,
რასაც გვინდა, იმას ვიტყვით ჩვენი ბაგეებით,ვინ გაგვიბატონდებაო.+
5 „საწყალთა ჩაგვრისადა საბრალოთა ოხვრის გამო+მათ საშველად წამოვიმართები, — ამბობს იეჰოვა. —
ვიხსნი მათ მოძულეთაგან“.
6 წმინდაა იეჰოვას სიტყვები,+თიხის ქურაში შვიდჯერ გაწმენდილი ხალასი ვერცხლივითაა.
7 შენ დაიცავ მათ, იეჰოვა,+სამარადისოდ დაიფარავ თითოეულს ამ მოდგმისგან.
8 თავის ნებაზე დადიან ბოროტები,რადგან უზნეობას განადიდებს ხალხი.+
სქოლიოები
^ იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.

