მიქა 7:1—20

  • ისრაელის ზნეობრივი დაცემა (1—6).

    • მტრობა ოჯახში (6).

  • „მოთმინებით დაველოდები“ (7).

  • ღვთის ხალხის გამარჯვება (8—13).

  • მიქას ლოცვა და ღვთის განდიდება (14—20).

    • იეჰოვას პასუხი (15—17).

    • არავინაა იეჰოვას მსგავსი (18).

7  ვაიმე! მას დავემსგავსე, ვინცზაფხულის ხილის დაკრეფისადა ყურძნის მომცვრევის შემდეგერთ მტევან ყურძენსაც კი ვერ პოულობს, რომ ჭამოს,და ვეღარც — საადრეო ლეღვს, ასე რომ ნატრობს!   აღარ დარჩა დედამიწაზე ერთგული ადამიანი;კაცთა შორის არავინაა მართალი.+ ყველანი სისხლის დასაღვრელად არიან ჩასაფრებულნი;+ თითოეული თავის მოძმეზე ნადირობს ბადით.   გაწაფული აქვთ ხელი ბოროტების ჩასადენად;+მთავარი ძღვენს ითხოვს,მოსამართლე — საჩუქარს,+დიდებული თავის გულის წადილზე ლაპარაკობს;+ყველანი შეთანხმებულად მოქმედებენ.   მათ შორის საუკეთესო ეკალივითაა,მათ შორის ყველაზე მართალი ეკლის ღობეზე უარესია. დადგება გუშაგების მიერ ნათქვამი მათი განკითხვის დღე.+ თავზარი დაეცემათ მათ.+   ნუ დაუჯერებ მოძმეს,ნუ ენდობი მეგობარს.+ დაუფიქრდი, რას ეტყვი მას, ვინც გვერდზე გიწევს.   ვაჟი არაფრად აგდებს მამას,ასული დედას უპირისპირდება+და რძალი — დედამთილს;+კაცს თავისი ოჯახის წევრები ემტერებიან.+   მე კი კვლავაც იეჰოვასკენ მექნება მიპყრობილი მზერა.+ მოთმინებით დაველოდები ჩემი ხსნის ღმერთს.+ მომისმენს ჩემი ღმერთი.+   ნუ ხარობ ჩემზე, ჩემო მტერო! დავეცი, მაგრამ წამოვდგები,სიბნელეში ვცხოვრობ, მაგრამ იეჰოვა იქნება ჩემი სინათლე.   ავიტან იეჰოვას მრისხანებას —რადგან შევცოდე მას+ —სანამ არ განიხილავს ჩემს სასამართლო საქმეს და არ გამიჩენს სამართალს. სინათლეზე გამომიყვანს ის;დავინახავ მის სამართლიანობას. 10  ამას ჩემი მტერიც დაინახავსდა შერცხვება ის, ვინც მეუბნებოდა, სად არისო შენი ღმერთი იეჰოვა.+ საკუთარი თვალით ვიხილავ მტრის უბედურებას; ქუჩის ტალახივით გაითელება ის. 11  იმ დღეს აიგება შენი გალავანი;იმ დღეს გაფართოვდება შენი საზღვარი. 12  იმ დღეს ჩამოვლენ შენთანასურეთიდან და ეგვიპტის ქალაქებიდან,ეგვიპტიდან მოყოლებული მდინარემდე*,ზღვიდან ზღვამდე და მთიდან მთამდე.+ 13  გაპარტახდება მიწა მის მკვიდრთა გამო,მათ საქმეთა გამო. 14  მწყემსე შენი ხალხი შენი კვერთხით,შენი ფარა, შენი საკუთრება,+ მარტო რომ იყო ტყეში, შუა ხილნარში. მოძოვონ მათ ბაშანსა და გალაადში,+ როგორც ძველად. 15  „გიჩვენებთ გასაოცარ საქმეებს,+როგორც ეგვიპტიდან თქვენი გამოსვლის დღეს გიჩვენეთ. 16  დაინახავენ ძლევამოსილი ერები და შერცხვებიან.+ პირზე ხელს აიფარებენ და დაყრუვდებიან. 17  გველებივით ალოკავენ მტვერს,+დედამიწის ქვეწარმავლებივით კანკალით გამოვლენ თავიანთი ციხესიმაგრეებიდან. მოწიწებით მივლენ იეჰოვასთან, ჩვენს ღმერთთან,და მისი შიში ექნებათ“.+ 18  რომელი ღმერთი პატიობს შენსავით დანაშაულს+და გვერდს უვლის თავისი ხალხისდარჩენილი ნაწილის+ ცოდვას?! მარადიულად არ იქნები განრისხებული,რადგან სიკეთის* ქმნა გახარებს.+ 19  კვლავაც შეგვიწყალებ+ და გვაპატიებ დანაშაულს. ზღვის სიღრმეებში მოისვრი ჩვენს ცოდვებს.+ 20  შენ უერთგულებ იაკობს,სიკეთეს* გაუკეთებ აბრაამს, რაც ჩვენს მამა-პაპას დიდი ხნის წინათ შეჰფიცე.+

სქოლიოები

იგულისხმება ევფრატი.
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).