მიქა 2:1—13

  • ვაი მჩაგვრელთ! (1—11).

  • ისრაელის შეკრება და გაერთიანება (12, 13).

    • ხალხის სიმრავლით ახმაურდება მიწა (12).

2  «ვაი მათ, ვინც ავს იზრახავსდა ბოროტების ჩადენას გეგმავს საწოლში! გამთენიისას ახორციელებენ ჩანაფიქრს,რადგან შესწევთ საამისო ძალა.+  2  მოუნდებათ მინდვრები და იტაცებენ;+მოუნდებათ სახლები და ისაკუთრებენ;კაცს მოტყუებით ართმევენ სახლს,+ართმევენ კაცს მემკვიდრეობას!  3  ამიტომ აი, რას ამბობს იეჰოვა: „უბედურებას ვიზრახავ თქვენთვის,+რასაც თავს ვერ დააღწევთ.+ ვეღარ ივლით ამპარტავნულად,+ რადგან უბედურება გეწევათ.+  4  იმ დღეს თქვენზე ხალხი ანდაზას წარმოთქვამს,და დაგიტირებენ.+ იტყვიან, განადგურებულნი ვართ,+ ჩვენი ხალხის წილს სხვას აძლევს, როგორ წაგვართვაო!+ ჩვენს მინდვრებს ორგულთ აძლევსო!  5  ამიტომ არ გეყოლებათ მიწის გამზომავი,იეჰოვას ხალხში მიწები რომ დაანაწილოს.  6  ისინი ამბობენ, შეწყვიტეთ წინასწარმეტყველებაო,ისინი ამას არ უნდა წინასწარმეტყველებდნენო;არ დავმცირდებითო.  7  იაკობის შთამომავლებო, ჩემზე ამბობენ, განა იეჰოვა სულმოკლე გახდაო?! განა ის ასე მოქმედებსო?! ჩემს სიტყვებს სიკეთე მხოლოდ მათთვის მოაქვს,ვინც სიმართლით დადის.  8  ბოლო დროს ჩემი ხალხი გადამემტერა. ართმევთ ტანსაცმელს და საუცხოო მორთულობას*ბრძოლიდან დაბრუნებულებივით თამამად მავალთ.  9  ჩემი ხალხიდან ქალებს თავიანთი სანუკვარი სახლებიდან აძევებთდა მათ შვილებს სამუდამოდ ართმევთ ჩემს კურთხევას. 10  ადექით და წადით, მანდ ვეღარ მოისვენებთ! უწმინდურების გამო+ ნადგურდება მანდაურობა;საშინლად ნადგურდება.+ 11  როცა კაცი ქარს და სიცრუეს დასდევს და იტყუება, ღვინოზე და სხვა მათრობელ სასმელზე გიწინასწარმეტყველებო, ის მხოლოდ ხალხის ყურის საამებლად მოლაპარაკე წინასწარმეტყველი იქნება.+ 12  შეგკრებთ ყველას, იაკობ,თავს მოვუყრი ისრაელის დარჩენილ ნაწილს;+ გავაერთიანებ მათ, როგორც ცხვარს ფარეხში,როგორც ფარას საძოვარზე.+ხალხის სიმრავლის გამო ახმაურდება მანდაურობა“.+ 13  კედლის გამრღვევი გაუძღვებათ;გაარღვევენ კარიბჭეს, გაივლიან და გარეთ გავლენ.+ მეფე წაუძღვებათდა სათავეში იეჰოვა ეყოლებათ».+

სქოლიოები

ან შესაძლოა: „ტანსაცმლიდან გლეჯთ საუცხოო მორთულობას“.