მიქა 1:1—16
1 იეჰოვას სიტყვა, რომელიც მორეშეთელ მიქას*+ იუდას მეფეების,+ იოთამის,+ ახაზისა+ და ხიზკიას,+ დროს სამარიისა და იერუსალიმის შესახებ ხილვაში ეუწყა:
2 „ისმინეთ, ხალხებო!
სმენად იქცეს დედამიწა და ყოველივე, რაც მასზეა!უზენაესმა უფალმა იეჰოვამ დაამოწმოს თქვენ წინააღმდეგ,+იეჰოვამ დაამოწმოს თავისი წმინდა ტაძრიდან.
3 გამოდის იეჰოვა თავისი სამყოფლიდან.ჩამოვა ის და გათელავს დედამიწის მაღლობებს.
4 მის ფეხქვეშ მთები დადნება+და ველები ისე დასკდება,როგორც ცვილი ცეცხლზე,როგორც წყალი ციცაბო ფერდობზე.
5 ეს ყველაფერი იაკობის ურჩობის გამო მოხდება,ისრაელის ცოდვების გამო.+
ვის მიუძღვის ბრალი იაკობის ურჩობაში?
განა სამარიას არა?!+
ვის მიუძღვის ბრალი, იუდაში მაღლობები რომ არის?+
განა იერუსალიმს არა?!
6 სამარიას მინდორში დახვავებულ ნანგრევების გროვად ვაქცევ, სავენახე მიწად.ველად მიმოვფანტავ მის ქვებსდა გავაშიშვლებ მის საძირკვლებს.
7 გაცამტვერდება მისი ქანდაკებები+და ცეცხლში დაიწვება მისი მრუშობით მოპოვებული საჩუქრები;+
გავანადგურებ მის კერპებს.
რაც მრუშობის გასამრჯელოთი დააგროვა,ისევ მრუშების გასამრჯელოდ იქცევა.
8 ამის გამო ვიგლოვებ და ვიღმუვლებ,+ფეხშიშველი და ტანშიშველი ვივლი,+
ტურასავით ვიკივლებ და სირაქლემასავით ვიკვნესებ.
9 უკურნებელია მისი ჭრილობა,+ის იუდასაც მიადგა;+
წყლულმა ჩემი ხალხის კარიბჭემდეც, იერუსალიმამდეც, მიაღწია.+
10 „არ გააცხადოთ ეს გათში, არ იტიროთ!ბეთ-აფრის მკვიდრნო, მტვერში იგორავეთ.
11 შაფირის მკვიდრნო, სირცხვილნაჭამნი და შიშველნი წადით!
არ გამოსულან ცაანანის მკვიდრნი.
ბეთ-ეცელში მოთქმას მოჰყვებიან და ვეღარ დაგეხმარებიან.
12 კარგს ელოდნენ მაროთის მკვიდრნი,მაგრამ ცუდი ეწია იეჰოვასგან იერუსალიმის კარიბჭეს.
13 ლაქიშის+ მკვიდრნო, ბედაურები შეაბით ეტლში!
თქვენ გახვიეთ სიონის ასული ცოდვაში,თქვენ მიგიძღვით ბრალი ისრაელის ურჩობაში.+
14 ამიტომ განშორებისას ძღვენს მისცემთ მორეშეთ-გათს.
მოატყუეს აქციბის+ მკვიდრებმა ისრაელის მეფეები.
15 მარეშას მკვიდრნო,+ დამპყრობლებს მოგისევთ.+
ისრაელის დიდება ადულამამდე+ მიაღწევს.
16 თავი გადაიპარსე და თმა მოიპარსეშენი ნალოლიავები შვილების გამო;
არწივივით გაიქაჩლე თავი,
რადგან ტყვედ წაასხეს ისინი“.+
სქოლიოები
^ „მიქაელის“ ან „მიქაიას“ შემოკლებული ფორმა, ნიშნავს: „ვინ არის იეჰოვას მსგავსი?“

