მიქა 5:1—15

  • მმართველის დიდება მთელ დედამიწაზე გავრცელდება (1—6).

    • მმართველი ბეთლემიდან გამოვა (2).

  • დარჩენილი ნაწილი ნამივით და ლომივით იქნება (7—9).

  • გაიწმინდება მიწა (10—15).

5  „ახლა თავს ისერავ,ალყაში მოქცეულო ასულო,მტერი გარს შემოგვერტყა.+ ჯოხს ურტყამენ სახეში+ ისრაელის მსაჯულს.  2  ეფრათის ბეთლემო,+ძალიან პატარა ხარ საიმისოდ, რომ იუდას ათასთა შორის იყო,მაგრამ შენგან გამომივა მმართველი ისრაელში;+მისი დასაბამი ძველი, უხსოვარი დროიდანაა.  3  მას მიტოვებული ეყოლება ისინი,სანამ არ შობს ის, ვინც უნდა შობოს. მისი დანარჩენი ძმები ისრაელებს დაუბრუნდებიან.  4  ადგება ის და დამწყემსავს იეჰოვას ძალით,+თავისი ღვთის, იეჰოვას, სახელის სიდიადით. უსაფრთხოდ იცხოვრებენ,+რადგან მისი დიდება დედამიწის კიდეებს მისწვდება.+  5  ის მოიტანს მშვიდობას.+ როცა ჩვენს მიწაზე ასურელი შემოიჭრება და გამაგრებულ კოშკებს გათელავს,+მის წინააღმდეგ შვიდ მწყემსს გამოვიყვანთ, რვა მთავარს ადამიანთა მოდგმიდან.  6  მახვილით დამწყემსავენ ისინი ასურეთის მიწას+და ნიმროდის+ მიწის შესასვლელებს; ის გვიხსნის ასურელისგან,+როცა შემოიჭრება ჩვენს მიწაზე და გათელავს ჩვენს სამფლობელოს.  7  იაკობის დარჩენილი ნაწილი მრავალ ხალხს შორის იქნება,როგორც ნამი იეჰოვასგან,როგორც შხაპუნა წვიმა მცენარეთათვის,კაცზე რომ არ არის დაიმედებული,ადამიანებს რომ არ ელოდება.  8  იაკობის დარჩენილი ნაწილი ერებს შორის,მრავალ ხალხს შორის იქნება,როგორც ლომი ტყის მხეცებს შორის,როგორც ლომი ცხვრის ფარაში,ჩავლისას რომ ეცემა და გლეჯს,მხსნელი კი არავინაა.  9  შენი ხელი შენს მოწინააღმდეგეებზე აღიმართებადა მოისპობიან შენი მტრები“. 10  „იმ დღეს, — ამბობს იეჰოვა, —დაგიხოცავ ცხენებს და გაგინადგურებ ეტლებს, 11  მიწასთან გავასწორებ შენი ქვეყნის ქალაქებსდა დავანგრევ შენს ციხესიმაგრეებს, 12  ბოლოს მოვუღებ შენს ჯადოქრობასდა აღარ გეყოლება ჯადოქრები,+ 13  გავანადგურებ შენს ქანდაკებებსა და სვეტებსდა აღარ დაემხობი შენი ნახელავის წინაშე,+ 14  ამოვძირკვავ შენს სათაყვანო ბოძებს+და გავაცამტვერებ შენს ქალაქებს. 15  რისხვითა და მრისხანებით ვიძიებ შურსდაუმორჩილებელ ერებზე“.

სქოლიოები