მიქა 6:1—16
6 ყური დაუგდე, რას ამბობს იეჰოვა!
ადექი და წარადგინე სასამართლო საქმე მთების წინაშე.დაე ისმინონ შენი ხმა გორებმა!+
2 ისმინეთ იეჰოვას სასამართლო საქმე, მთებო,დედამიწის მტკიცე საფუძვლებო!+იეჰოვა უჩივის თავის ხალხს;იდავებს იგი ისრაელთან:+
3 „ჩემო ხალხო, ისეთი რა გაგიკეთეთ?!
რით დაგღალეთ?!+
გამეცით პასუხი!
4 ეგვიპტიდან გამოგიყვანეთ,+გამოგისყიდეთ იმ ქვეყნიდან, სადაც მონები იყავით;+წინ წაგიმძღვარეთ მოსე, აარონი და მირიამი.+
5 ჩემო ხალხო, გაიხსენეთ, რა ჰქონდა განზრახული მოაბის მეფე ბალაკს,+რა უპასუხა მას ბალაამმა, ბეორის ძემ,+და რა მოხდა შიტიმიდან+ გილგალამდე,+
რათა იცოდეთ, რომ იეჰოვა სამართლიანად მოქმედებს“.
6 რით წარვდგე იეჰოვას წინაშე?
რით ვცე თაყვანი მაღალ ღმერთს?
წარვდგე მის წინაშე მთლიანად დასაწვავი მსხვერპლით,ერთწლიანი ხბოებით?+
7 ესიამოვნება კი იეჰოვას ათასობით ვერძი,ათობით ათასი ზეთის მდინარე?!+
გავიღო ჩემი პირველი ძე ჩემი ურჩობის გამოსასყიდად,ჩემი მუცლის ნაყოფი — ჩემი ცოდვის გამოსასყიდად?!+
8 მან გითხრა, ადამიანო, რა არის კარგი.
რას ითხოვს იეჰოვა შენგან?
მხოლოდ სამართლის ქმნას,+ სიკეთის* სიყვარულსა+და მოკრძალებულად სიარულს+ შენი ღვთის წინაშე!+
9 იეჰოვა უხმობს ქალაქს;ბრძენთ შეეშინდებათ შენი სახელის.
ყური დაუგდეთ კვერთხს და მას, ვინც ის დანიშნა.+
10 არის კიდევ ბოროტის სახლში ბოროტების საგანძურიდა საძულველი, დაპატარავებული ეფის საწყაო?
11 განა ვიქნები სუფთა არაზუსტი სასწორით,და აბგით, რომელშიც მატყუარა ქვის საწონებია?!+
12 იქ მცხოვრები მდიდრები დღემუდამ ძალადობენ;მისი მკვიდრნი სიცრუეს ლაპარაკობენ,+მზაკვარი ენები აქვთ.+
13 „ამიტომ დაგკრავ და დაგასახიჩრებ,+ბოლო მოგეღება შენი ცოდვების გამო.
14 შეჭამ, მაგრამ ვერ გაძღები,მუცელი მაინც ცარიელი გექნება.+
რასაც გადაინახავ, არ შეგრჩება,რასაც წაიღებ, მტერს ჩავუგდებ ხელში.
15 თესლს დათესავ, მაგრამ ვერ მოიმკი;
ზეთისხილს დაწურავ, მაგრამ ზეთს ვერ მოიხმარ;ღვინოს დააყენებ, მაგრამ ვერ დალევ,+
16 რადგან ომრის წესებს იცავ და ახაბის სახლეულობის გზით დადიხარ.+
შენც მათ რჩევებს მიჰყვები.ამიტომ შენ შემხედვარეთ თავზარი დაეცემათ
და შენს მკვიდრთ სტვენას დაუწყებენ;+ერების დასაცინი გახდები“.+
სქოლიოები
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

