რიცხვები 17:1—13

  • აარონის აყვავებული კვერთხი — ნიშანი (1—13).

17  იეჰოვამ მოსეს უთხრა: 2  „დაელაპარაკე ისრაელებს და თითოეული საგვარეულოს თავკაცს თითო კვერთხი გამოართვი, თითოეულ საგვარეულოზე+ თითო კვერთხი, სულ 12 კვერთხი. თითოეულ კვერთხს მისი მფლობელის სახელი დააწერე. 3  ლევის კვერთხს აარონის სახელი დააწერე, რადგან თითოეული საგვარეულოს თავკაცს თითო კვერთხი აქვს. 4  კვერთხები შეხვედრის კარავში მოწმობის+ კიდობნის წინ დააწყვე, იქ, სადაც გეცხადებით.+ 5  ჩემი რჩეულის+ კვერთხი დაიკვირტება და დავადუმებ ისრაელებს, რომლებიც მეც მიპირისპირდებიან+ და თქვენც“.+ 6  დაელაპარაკა მოსე ისრაელებს და მისცეს მას თავიანთი კვერთხები, თითოეული საგვარეულოს თავკაცმა თითო კვერთხი, სულ 12 კვერთხი. აარონის კვერთხიც ამ კვერთხებს შორის იყო. 7  დააწყო მოსემ კვერთხები მოწმობის კარავში იეჰოვას წინაშე. 8  მეორე დღეს შევიდა მოსე მოწმობის კარავში და რას ხედავს! ლევიანი აარონის კვერთხს კვირტები გამოეღო. კვერთხი დაიკვირტა, გაიფურჩქნა და მწიფე ნუში მოისხა. 9  გამოუტანა მოსემ ისრაელებს კვერთხები, რომლებიც იეჰოვას წინაშე ეწყო. დახედეს კვერთხებს და აიღეს თავ-თავიანთი კვერთხები. 10  იეჰოვამ მოსეს უთხრა: „აარონის კვერთხი+ ისევ მოწმობის კიდობნის წინ დადე როგორც გამაფრთხილებელი ნიშანი+ ურჩთათვის,+ რათა აღარ დამიპირისპირდნენ და არ დაიხოცონ“. 11  მოსეც მაშინვე იეჰოვას ბრძანებისამებრ მოიქცა. ზუსტად ასე გააკეთა. 12  ისრაელებმა მოსეს უთხრეს: „დავიხოცებით, ნამდვილად დავიხოცებით, ყველანი ამოვწყდებით! 13  ვინც იეჰოვას კარავს მიუახლოვდება, ყველა დაიხოცება!+ ნუთუ ყველანი ასე უნდა ამოვწყდეთ?!“+

სქოლიოები