რიცხვები 12:1—16

  • მირიამი და აარონი მოსეს უპირისპირდებიან (1—3).

    • მოსე — უთვინიერესი კაცი (3).

  • იეჰოვა მოსეს იცავს (4—8).

  • მირიამს კეთრი ეყრება (9—16).

12  მირიამი და აარონი მოსეს წინააღმდეგ ალაპარაკდნენ, რადგან მას ქუშელი ცოლი+ ჰყავდა. 2  ამბობდნენ: „მხოლოდ მოსეს მეშვეობით ლაპარაკობს იეჰოვა?! რა, ჩვენი მეშვეობით არ ლაპარაკობს?!“+ იეჰოვა კი უსმენდა.+ 3  მოსე უთვინიერესი კაცი+ იყო მთელი დედამიწის ზურგზე. 4  მაშინ იეჰოვამ მოსეს, აარონსა და მირიამს უთხრა: „სამივენი შეხვედრის კარავთან მოდით“. ისინიც მივიდნენ. 5  ჩამოვიდა იეჰოვა ღრუბლის სვეტში,+ კარვის შესასვლელთან დადგა და აარონსა და მირიამს დაუძახა. ისინიც მივიდნენ. 6  ღმერთმა მათ უთხრა: „მომისმინეთ. იეჰოვას წინასწარმეტყველი რომ იყოს თქვენ შორის, ხილვაში გამოვეცხადებოდი+ ან სიზმარში დაველაპარაკებოდი,+ 7  მაგრამ მოსესთან, ჩემს მსახურთან, სხვაგვარად ვმოქმედებ! მას მთელი ჩემი ხალხი აბარია.+ 8  პირისპირ ველაპარაკები,+ პირდაპირ და არა გამოცანებით. იეჰოვა მას პირისპირ ეცხადება. როგორ არ შეგეშინდათ, როცა ჩემი მსახურის, მოსეს წინააღმდეგ ალაპარაკდით?!“ 9  განურისხდა იეჰოვა მათ და იქაურობას გაეცალა. 10  ღრუბელიც მოსცილდა კარავს და კეთრს თოვლივით თეთრად დაეფარა მირიამი.+ მიბრუნდა აარონი მირიამისკენ და რას ხედავს! კეთრს+ დაუფარავს იგი. 11  აარონმა მოსეს უმალვე უთხრა: „გევედრები, ჩემო ბატონო! ცოდვად ნუ ჩაგვითვლი, უგუნურად მოვიქეცით! 12  ასე ნუ დატოვებ, თორემ მკვდრადშობილს დაემსგავსა, რომელსაც ხორცი ნახევრად შეჭმული აქვს“. 13  მოსემ იეჰოვას შეღაღადა: „ღმერთო, გევედრები! გევედრები,+ განკურნე!“ 14  იეჰოვამ მოსეს უთხრა: „მამამისს სახეში რომ შეეფურთხებინა, შვიდი დღე ხომ იქნებოდა დამცირებული?! შვიდი დღით გაიყვანეთ ბანაკიდან,+ შემდეგ კი დააბრუნეთ“. 15  მირიამი შვიდი დღე ბანაკის გარეთ იყო;+ მის დაბრუნებამდე ხალხი არ დაძრულა. 16  შემდეგ დაიძრა ხალხი ხაცეროთიდან+ და ფარანის უდაბნოში დაბანაკდა.+

სქოლიოები