იოანეს სახარება 16:1—33

  • იესოს მოწაფეები შეიძლება მოკლან კიდეც (1—4ა).

  • რას გააკეთებს წმინდა სული (4ბ—16).

  • მოწაფეებს მწუხარება სიხარულად ექცევათ (17—24).

  • იესომ სძლია ქვეყნიერებას (25—33).

16  „ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ არ დაბრკოლდეთ.  სინაგოგიდან მოგკვეთენ;+ მოვა დრო, როცა ყველა თქვენს მკვლელს+ ეგონება, რომ ამით ღმერთს ემსახურება.  მაგრამ ასე იმიტომ მოიქცევიან, რომ არც მამას იცნობენ და არც მე.+  ამას იმიტომ გეუბნებით, რომ გაგახსენდეთ ჩემი ნათქვამი, როცა ყოველივე ეს მოხდება.+ ეს ყველაფერი თავიდანვე არ გითხარით, რადგან თქვენთან ვიყავი.  ახლა კი ჩემს გამომგზავნელთან მივდივარ,+ თუმცა არცერთი თქვენგანი არ მეკითხებით, სად მიდიხარო.  თუმცა კი დაგამწუხრათ ჩემმა ნათქვამმა.+  ჭეშმარიტებას გეუბნებით: თქვენი გულისთვის მივდივარ. თუ არ წავედი, დამხმარე+ ვერ მოვა თქვენთან, ხოლო, თუ წავალ, გამოგიგზავნით მას.  როცა მოვა, დამაჯერებელ მტკიცებულებას წარუდგენს ქვეყნიერებას ცოდვის, სიმართლისა და ღვთის განაჩენის შესახებ:  უპირველეს ყოვლისა, ცოდვის+ შესახებ, რადგან მათ არ ვწამვარ;+ 10  შემდეგ სიმართლის შესახებ, რადგან მამასთან მივდივარ და ვეღარ მიხილავთ; 11  ბოლოს კი ღვთის განაჩენის შესახებ, რადგან ამ ქვეყნიერების მმართველი გასამართლებულია.+ 12  კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ამჯერად ვერ ჩასწვდებით. 13  ხოლო, როცა მოვა ჭეშმარიტების სული,+ გასწავლით ყოველივე იმას, რაც ჭეშმარიტია, რადგან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ იტყვის იმას, რასაც ისმენს, და გაუწყებთ მომავალს.+ 14  ის განმადიდებს,+ რადგან გაუწყებთ ჩემგან მოსმენილს.+ 15  ყველაფერი, რაც მამას აქვს, ჩემია.+ ამიტომაც გითხარით, ის იმას გაუწყებთ, რასაც ჩემგან ისმენს-მეთქი. 16  ცოტა ხანში ვეღარ მიხილავთ,+ მაგრამ კიდევ ცოტაც და მიხილავთ“. 17  ზოგიერთმა მოწაფემ ერთმანეთს გადაულაპარაკა: „რას გულისხმობს, ცოტა ხანში ვეღარ მიხილავთ, კიდევ ცოტაც და მიხილავთ, და მამასთან მივდივარო?“ 18  იმასაც ამბობდნენ: „რას გულისხმობს, ცოტა ხანშიო? ვერ ვხვდებით, რაზე ლაპარაკობს!“ 19  იესომ იცოდა, რომ მათ კითხვის დასმა უნდოდათ, ამიტომ ჰკითხა: „იმაზე ეკითხებით ერთმანეთს, რომ ვთქვი, ცოტა ხანში ვეღარ მიხილავთ, კიდევ ცოტაც და მიხილავთ-მეთქი? 20  ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: თქვენ იტირებთ და მოთქმას მოჰყვებით, ქვეყნიერება კი გაიხარებს. დამწუხრდებით, მაგრამ მწუხარება სიხარულად გექცევათ.+ 21  ქალი წუხს მშობიარობისას, რადგან მოსულია მისი მშობიარობის დრო, მაგრამ ბავშვს რომ გააჩენს, გასაჭირს სიხარული ავიწყებს, რადგან ადამიანი მოევლინა ქვეყნიერებას. 22  ახლა თქვენც წუხხართ, მაგრამ კვლავ გნახავთ და გაიხარებთ,+ და ვერავინ წაგართმევთ სიხარულს. 23  იმ დღეს აღარაფერს მკითხავთ. ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: თუკი რამეს სთხოვთ მამას ჩემი სახელით,+ ის მოგცემთ.+ 24  აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით. ითხოვეთ და მიიღებთ, და აივსებით სიხარულით! 25  ეს ყველაფერი იგავებით გითხარით. მოვა დრო, როცა იგავებით აღარ დაგელაპარაკებით, არამედ პირდაპირ გეტყვით ყველაფერს მამის შესახებ. 26  იმ დღეს ჩემი სახელით სთხოვთ მამას; ამით იმას არ გეუბნებით, რომ მე ვთხოვ მამას თქვენთვის. 27  მამას უყვარხართ, რადგან მე შემიყვარეთ+ და ირწმუნეთ, რომ მამისგან ვარ გამოგზავნილი.+ 28  მე მამამ გამომგზავნა და ქვეყნიერებაში მოვედი. ახლა კი ვტოვებ ქვეყნიერებას და მამასთან მივდივარ“.+ 29  მოწაფეებმა უთხრეს: „ახლა პირდაპირ ლაპარაკობ, იგავების გარეშე. 30  ახლა ვიცით, რომ ყველაფერი იცი და აღარ გვჭირდება კითხვის დასმა. ამიტომაც ვირწმუნეთ, რომ ღვთისგან ხარ!“ 31  იესომ ჰკითხა: „ახლა გწამთ? 32  მოდის დრო და მოვიდა კიდეც, როცა ყველანი დაიფანტებით, თქვენ-თქვენს სახლებს დაუბრუნდებით და მარტოს დამტოვებთ.+ თუმცა მარტო არ ვარ, რადგან მამა ჩემთანაა.+ 33  ეს ყოველივე გითხარით, რათა ჩემით მშვიდობა გქონდეთ.+ ქვეყნიერებაში გასაჭირს შეხვდებით, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე ქვეყნიერებას!“+

სქოლიოები