ლევიანები 1:1—17

  • დასაწვავი მსხვერპლი (1—17).

1  მოუხმო იეჰოვამ მოსეს შეხვედრის კარვიდან+  და უთხრა: «გადაეცი ისრაელებს: „თუ რომელიმე თქვენგანი ცხოველს შესწირავს იეჰოვას, ცხვარ-ძროხიდან შესწიროს.+  თუ დასაწვავ მსხვერპლს საქონლიდან შესწირავს, მამრი მიიყვანოს, საღი.+ ნებაყოფლობით მიიყვანოს+ ის იეჰოვას წინაშე შეხვედრის კარვის შესასვლელთან.  დაადოს თავზე ხელი დასაწვავ მსხვერპლს, ღმერთი მიიღებს მას და შემწირველს ცოდვები ეპატიება*.  დაიკლას მოზვერი იეჰოვას წინაშე; მიიტანონ აარონის ვაჟებმა, მღვდლებმა,+ სისხლი და ყველა მხრიდან მიასხურონ სამსხვერპლოს,+ რომელიც შეხვედრის კარვის შესასვლელთან დგას.  დასაწვავი მსხვერპლი უნდა გატყავდეს და დაიჭრას.+  აარონის ვაჟებმა, მღვდლებმა, ცეცხლმოკიდებული ნაკვერჩხალი მიიტანონ სამსხვერპლოზე და ზედ შეშა დააწყონ.+  შეშაზე აარონის ვაჟებმა, მღვდლებმა, დააწყონ ნაჭრები+ თავთან და ქონთან ერთად.  მისი ნაწლავები და კიდურები გაირეცხოს; დაწვას მღვდელმა ეს ყველაფერი სამსხვერპლოზე, რომ აბოლდეს. ეს არის დასაწვავი მსხვერპლი, ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, საამო* სურნელება იეჰოვასთვის.+ 10  თუ ის დასაწვავ მსხვერპლს ფარიდან შესწირავს,+ საღი მამალი თოხლი ან თხა მიიყვანოს.+ 11  დაიკლას ის იეჰოვას წინაშე სამსხვერპლოს ჩრდილოეთით და აარონის ვაჟებმა, მღვდლებმა, მისი სისხლი სამსხვერპლოს ყველა მხრიდან მიასხურონ.+ 12  დაჭრას ის მღვდელმა ნაჭრებად და თავთან და ქონთან ერთად სამსხვერპლოზე, ცეცხლზე დალაგებულ შეშაზე დააწყოს. 13  გარეცხოს ნაწლავები და კიდურები, მიიტანოს ეს ყველაფერი და დაწვას სამსხვერპლოზე, რომ აბოლდეს. ეს არის დასაწვავი მსხვერპლი, ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, საამო სურნელება იეჰოვასთვის. 14  ვინც დასაწვავ მსხვერპლად ფრინველს შესწირავს იეჰოვას, ან გვრიტი შესწიროს, ან ხუნდი.+ 15  მიიყვანოს ის მღვდელმა სამსხვერპლოსთან, მოაგლიჯოს თავი და დაწვას სამსხვერპლოზე; მისი სისხლი სამსხვერპლოს გვერდზე ჩამოიწრიტოს. 16  მოაცალოს ჩიჩახვი და ბუმბული და სამსხვერპლოს გვერდით დაყაროს, აღმოსავლეთით, ნაცრისთვის განკუთვნილ ადგილას.+ 17  ფრთებამდე გახლიჩოს და არა ბოლომდე. დაწვას ის მღვდელმა სამსხვერპლოზე, რომ აბოლდეს. ეს არის დასაწვავი მსხვერპლი, ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, საამო სურნელება იეჰოვასთვის“».

სქოლიოები

სხვაგვარად — „მისთვის გამოსყიდვის წესი შესრულდება“.
სიტყვასიტყვით — „დამამშვიდებელი“.