სოფონია 2:1—15

  • ეძებეთ იეჰოვა მისი რისხვის დღის დადგომამდე (1—3).

    • ესწრაფეთ სიმართლესა და თვინიერებას (3).

    • „იქნებ თავშესაფარი პოვოთ“ (3).

  • მეზობელი ერებისთვის გამოტანილი განაჩენი (4—15).

2  შეიკრიბე, შეიკრიბე,+ უსირცხვილო ერო!+   ვიდრე აღსრულებულა ბრძანება,ვიდრე ბზესავით ჩაუვლია დღეს,ვიდრე თავს დაგტეხიათ იეჰოვას რისხვა,+ვიდრე თავს დაგტეხიათ იეჰოვას რისხვის დღე,   ეძებეთ იეჰოვა,+ დედამიწის თვინიერნო,მისი სამართლის დამცველნო! ესწრაფეთ სიმართლეს, ესწრაფეთ თვინიერებას, იქნებ თავშესაფარი პოვოთ იეჰოვას რისხვის დღეს.+   მიტოვებული ქალაქი იქნება ღაზა,გაპარტახდება აშკელონი,+ შუადღისას განდევნიან აშდოდს და ამოიძირკვება ეკრონი.+   „ვაი თქვენ, ქერეთელნო,+ ზღვისპირეთის მკვიდრნო! იეჰოვას სიტყვა თქვენ წინააღმდეგაა. შენც გაგანადგურებ, ქანაანო, ფილისტიმელთა მიწავ, გაუკაცრიელდები.   საძოვრებად იქცევა ზღვისპირეთი,მწყემსებს ჭები ექნებათ და ცხვრებს ქვით ნაშენი ფარეხები.   იქაურობა იუდას დარჩენილი ნაწილისა გახდება;+იქ გამოიკვებებიან ისინი. საღამოობით აშკელონის სახლებში დაწვებიან, რადგან იეჰოვა, მათი ღმერთი, მოხედავს მათდა უკან დააბრუნებს დატყვევებულთ“.+   „გავიგონე, რომ შეურაცხყოფდნენ მოაბელები+ ჩემს ხალხს, ლანძღავდნენ ამონელები+ მათ,დასცინოდნენ და გადიდგულებულები ემუქრებოდნენ მათ სამფლობელოს.+   ამიტომ ჩემს თავს ვფიცავ*, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, —მოაბი სოდომს+ დაემსგავსება და ამონი — გომორას,+ჭინჭრიან ადგილს, მარილის ორმოსა და გაუკაცრიელებულ მიწას.+ ჩემი ხალხიდან დარჩენილნი გაძარცვავენ მათ,ჩემი ხალხის დარჩენილი ნაწილი დაეპატრონება მათ. 10  ეს იქნება მათი სიამაყის საზღაური,+რადგან დასცინოდნენ და ედიდგულებოდნენლაშქართა ღვთის, იეჰოვას, ხალხს. 11  იეჰოვა შიშს მოჰგვრის მათ;არარაობად აქცევს დედამიწის ყველა ღმერთს,და მას სცემენ თაყვანს კუნძულებზე მცხოვრები ერები,+თითოეული თავისი სამყოფლიდან. 12  ეთიოპებო, თქვენც გაგავლებთ მუსრს ჩემი მახვილით!+ 13  ის ხელს აღმართავს ჩრდილოეთზე და გაანადგურებს ასურეთს,ნინევეს უდაბნოსავით გაახრიოკებს.+ 14  იქ მოისვენებენ ჯოგები და ყველანაირი მხეცი; მის ბუღაურებს შორის გაათევენ ღამეს ვარხვი და მაჩვზღარბა. სარკმლიდან მათი ხმა შემოვა; ზღურბლთან ნანგრევები ეყრება,რადგან ის გააშიშვლებს კედრის კედლებს. 15  ეს იყო უსაფრთხოდ მცხოვრები მედიდური ქალაქი,გულში რომ ამბობდა, მე ვინ გამიტოლდებაო. მის შემხედვარეთ თავზარი დაეცემათ;მხეცები დაიბუდებენ იქ. გამვლელნი სტვენას მოჰყვებიან და მუშტს მოიღერებენ“.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „ცოცხალი ვარ“.