არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

1-ᲚᲘ ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘ

როგორ დაგეხმარებათ ბიბლია?

როგორ დაგეხმარებათ ბიბლია?

ბევრ ჩვენგანს უჩნდება კითხვები: რატომ მოვედით ამქვეყნად? რატომ ვიტანჯებით და ვკვდებით? რა გველის მომავალში? ვინტერესდებით ისეთი საკითხებითაც, რომლებიც თავის რჩენას ან ბედნიერი ოჯახური ცხოვრების მოწყობას უკავშირდება. ბევრმა აღმოაჩინა, რომ ბიბლიას ყველანაირ კითხვაზე გააჩნია პასუხი. გარდა იმისა, რომ მასში ზოგადსაკაცობრიო საკითხებია განხილული, ბიბლია ისეთ რჩევებსაც გვაძლევს, რომლებიც ყოველდღიურ პრობლემებთან გამკლავებაში გვეხმარება. როგორ ფიქრობთ, ყველასთვის გამოსადეგი წიგნია ბიბლია?

1. რომელ კითხვებზე გვპასუხობს ბიბლია?

ბიბლიაში ვხვდებით პასუხებს ისეთ მნიშვნელოვან კითხვებზე, როგორებიცაა: საიდან გაჩნდა სიცოცხლე? რა არის სიცოცხლის აზრი? რატომ იტანჯებიან უდანაშაულო ადამიანები? რა ხდება სიკვდილის შემდეგ? თუკი ყველას მშვიდობა სწადია, რატომაა ამდენი ომები? რა მომავალი ელის დედამიწას? ბიბლიიდან ვიგებთ, რომ კარგია, როცა ასეთ კითხვებზე პასუხებს ვეძებთ. მილიონობით ადამიანმა უკვე მიიღო ამ წიგნიდან ამომწურავი პასუხები.

2. როგორ გვეხმარება ბიბლია, ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიგრძნოთ სიხარული?

ბიბლიაში პრაქტიკული რჩევებია ჩაწერილი. მაგალითად, მასში მოცემულია ბედნიერი ოჯახური ცხოვრებისთვის საჭირო რჩევები. ამასთანავე, ვხვდებით რჩევებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შევიმსუბუქოთ სტრესი და შევიყვაროთ ჩვენი სამუშაო. ბიბლიის შესწავლის შედეგად გაიგებთ, თუ რა რჩევებს შეიცავს ბიბლია როგორც ზემოხსენებულ, ისე სხვა საკითხებზე. შედეგად, თქვენ დარწმუნდებით, რომ „მთელი წმინდა წერილი [ანუ მთელი ბიბლია] . . . სასარგებლოა“ (2 ტიმოთე 3:16).

ეს ბროშურა არ ანაცვლებს ბიბლიას. მისი გამოცემის მიზანია, ბიბლიის უკეთ გაგებაში დაგეხმაროთ. ამიტომ მოგიწოდებთ, გაეცნოთ თითოეულ გაკვეთილში მოყვანილ ბიბლიურ მუხლებს და ისინი ამ ბროშურაში მოცემულ აზრებს დაუკავშიროთ.

ᲒᲐᲘᲦᲠᲛᲐᲕᲔᲗ ᲪᲝᲓᲜᲐ

ქვემოთ შეიტყობთ, როგორ ეხმარება ბიბლია ადამიანებს, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ბიბლიის კითხვა სასიამოვნო იყოს და რატომ იქნება კარგი, თუ მის გასაგებად დახმარებას ვითხოვთ.

3. ბიბლია საუკეთესო ხელმძღვანელობას გვიწევს

ბიბლია სინათლესავითაა — ის ნათელს ჰფენს სხვადასხვა საკითხს, გვიადვილებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას და ბევრ რამეს გვიმჟღავნებს მომავალზე.

წაიკითხეთ ფსალმუნის 119:105 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • რა აზრის იყო ამ ფსალმუნის დამწერი წმინდა წერილებზე?

  • თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ ბიბლიისადმი?

4. ბიბლია პასუხობს თქვენს კითხვებს

ერთმა ქალბატონმა ბიბლიიდან მიიღო პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც მას წლების მანძილზე აღელვებდა. ნახეთ ᲕᲘᲓᲔᲝ და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • რა კითხვები აწუხებდა ამ ქალბატონს?

  • როგორ დაეხმარა მას ბიბლიის შესწავლა?

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ კარგია, როცა კითხვებზე პასუხებს ვეძებთ. წაიკითხეთ მათეს 7:7 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რომელ კითხვებზე გსურთ ბიბლიიდან პასუხების მიღება?

5. ისიამოვნეთ ბიბლიის კითხვით

ბევრისთვის ბიბლიის კითხვა სიამოვნების მომგვრელიცაა და უკეთეს პიროვნებებად ჩამოყალიბებაშიც ეხმარება მათ. ნახეთ ᲕᲘᲓᲔᲝ და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • რა დამოკიდებულება ჰქონდათ ვიდეოში ნაჩვენებ ახალგაზრდებს კითხვისადმი?

  • რატომ მოსწონთ ამ ახალგაზრდებს ბიბლიის კითხვა?

ბიბლია შეიცავს მანუგეშებელ და იმედის მომცემ ცნობას. წაიკითხეთ რომაელების 15:4 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • საინტერესოა თქვენთვის ბიბლიური ცნობა, რომელიც ნუგეშისა და იმედის შემცველია?

6. ბიბლიის გასაგებად ითხოვეთ დახმარება

ბევრმა აღმოაჩინა, რომ უკეთესად მაშინ ჩასწვდნენ ბიბლიაში წაკითხულს, როცა მასზე სხვებთან იმსჯელეს. წაიკითხეთ საქმეების 8:26—31 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

ეთიოპ მამაკაცს წმინდა წერილების გასაგებად დახმარება დასჭირდა. მის მსგავსად, ბევრი უკეთესად სწვდება ბიბლიაში წაკითხულს, როცა მასზე სხვებთან მსჯელობს.

ᲖᲝᲒᲘ ᲐᲛᲑᲝᲑᲡ: „ბიბლიის კვლევა დროის ფუჭად კარგვაა და მეტი არაფერი“.

  • თქვენ რა აზრის ხართ? რატომ ფიქრობთ ასე?

ᲨᲔᲯᲐᲛᲔᲑᲐ:

ბიბლია პრაქტიკულ რჩევებს გვთავაზობს, მნიშვნელოვან კითხვებზე გვცემს პასუხს და მანუგეშებელ და დამაიმედებელ ცნობას შეიცავს.

გასამეორებელი კითხვები:

  • რას ეხება ბიბლიაში მოცემული რჩევები?

  • რომელ კითხვებს პასუხობს ბიბლია?

  • რისი გაგება გსურთ ბიბლიიდან?

დავალება:

ᲒᲐᲘᲒᲔᲗ ᲛᲔᲢᲘ:

შეიტყვეთ, რატომაა ბიბლიის რჩევები დღესაც პრაქტიკული.

„ბიბლიური სიბრძნე ფასს არასდროს კარგავს“ („საგუშაგო კოშკი“, №1, 2018)

ნახეთ, როგორ დაეხმარა ბიბლია ერთ მამაკაცს, რომელიც ბავშვობიდან უღირსობის გრძნობას ებრძოდა.

„ასე დავიწყე ახალი ცხოვრება“ (2:53)

გაეცანით პრაქტიკულ რჩევებს ბიბლიიდან, რომლებიც დაგეხმარებათ, გაიხაროთ ბედნიერი ოჯახური ცხოვრებით.

„ბედნიერი ოჯახის 12 საიდუმლო“ („გამოიღვიძეთ!“, №2, 2018)

ნახეთ, როგორ ააშკარავებს ბიბლია, თუ რეალურად ვინ მართავს მსოფლიოს.

„რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?“ (სრული ვერსია) (3:14)