არჩეულ მასალაზე გადასვლა

რას მოიცავს იეჰოვას მოწმეების მიერ შემოთავაზებული ბიბლიის სასწავლო კურსი?

რას მოიცავს იეჰოვას მოწმეების მიერ შემოთავაზებული ბიბლიის სასწავლო კურსი?

 იეჰოვას მოწმეების მიერ შემოთავაზებული ბიბლიის სასწავლო კურსის მეშვეობით გაიგებთ, თუ რას ასწავლის ბიბლია. ეს პროგრამა დაგეხმარებათ, რომ

  •   იყოთ ბედნიერი

  •   დაუმეგობრდეთ ღმერთს

  •   გაიგოთ მომავალთან დაკავშირებული ღვთის დაპირებები

ამ სტატიაში პასუხი გაეცემა შემდეგ კითხვებს?

 რა ხდება ბიბლიის შესწავლის დროს?

 მასწავლებელი დაგეხმარებათ, გაეცნოთ ბიბლიას თემატურად. ბიბლიის ინტერაქტიული სასწავლო კურსის გავლისას გაეცნობით ბიბლიურ სწავლებებს და გაიგებთ, თუ როგორ შეუძლია ბიბლიას თქვენი დახმარება. შესწავლა მიმდინარეობს პუბლიკაციის, „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“ გამოყენებით. დამატებითი ინფორმაციისთვის უყურეთ ამ ვიდეოს.

 უნდა გადავიხადო სწავლის საფასური?

 არა. ჩვენ მივყვებით იესოს მითითებას, რომელიც მან თავის მოწაფეებს მისცა: „უსასყიდლოდ გაქვთ მიღებული და უსასყიდლოდვე გაეცით“ (მათე 10:8). ჩვენი მასწავლებლები მსურველებს უსასყიდლოდ ეხმარებიან; ფულის გადახდა არ მოგიწევთ არც ბიბლიაში და არც სასწავლო სახელმძღვანელოში, „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“.

 რა ხანგრძლივობისაა შესასწავლი კურსი?

 სრულ კურსში 60 გაკვეთილი შედის. ტემპი თქვენზეა დამოკიდებული. ბევრი შემსწავლელი ამჯობინებს კვირაში ერთი ან ორი გაკვეთილის გავლას.

 როგორ დავიწყო შესწავლა?

  1.  1. შეავსეთ ვებგვერდზე მოცემული ანკეტა. თქვენს პირად ინფორმაციას მხოლოდ იმ მიზნით გამოვიყენებთ, რომ თქვენი მოთხოვნის თანახმად, დაგაკავშიროთ ვინმესთან, ვინც დაგეხმარებათ შესწავლაში.

  2.  2. მასწავლებელი დაგიკავშირდებათ. მასწავლებელი აგიხსნით, რისი მოლოდინი უნდა გქონდეთ ბიბლიის ინტერაქტიული კურსის დროს და უპასუხებს ნებისმიერ თქვენს შეკითხვას.

  3.  3. შესწავლის განრიგზე უშუალოდ თქვენ და მასწავლებელმა უნდა მოილაპარაკოთ. შესწავლა შეიძლება როგორც პირისპირ, ისე ტელეფონით, ვიდეო ზარით, წერილებით ან იმეილებით. შესწავლა, როგორც წესი, ერთ საათამდე გრძელდება, მაგრამ თქვენი განრიგის გათვალისწინებით, დროის შემცირებაც შეიძლება და გაზრდაც.

 შეიძლება თავიდან უბრალოდ ვცადო შესწავლის დაწყება?

 დიახ. ამისათვის შეავსეთ ვებგვერდზე მოცემული ანკეტა. როცა მასწავლებელი დაგიკავშირდებათ, უთხარით, რომ უბრალოდ გინდათ, სცადოთ შესწავლის დაწყება. ამ შემთხვევაში მასწავლებელი გამოიყენებს ბროშურას, „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“, რომელშიც მხოლოდ პირველი სამი გაკვეთილია განხილული.

 თუ ბიბლიის შესწავლას დავიწყებ, ხომ არ დამაძალებენ, რომ იეჰოვას მოწმე გავხდე?

 არა. იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით ეხმარებიან ადამიანებს ბიბლიის შესწავლაში, მაგრამ არავის აძალებენ, გახდეს ჩვენი რელიგიის მიმდევარი. ჩვენ პატივისცემით გადავცემთ ადამიანებს ბიბლიურ ცნობას და ამავდროულად გვესმის, რომ თითოეულ ადამიანს აქვს უფლება, აირჩიოს, რა იწამოს და რა — არა (1 პეტრე 3:15).

 შეიძლება, რომ ჩემი ბიბლია გამოვიყენო?

 დიახ, შეგიძლიათ ბიბლიის ნებისმიერი თარგმანი გამოიყენოთ. თუმცა ჩვენ სიამოვნებას გვანიჭებს „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოყენება, რადგან მასში აზრები გასაგებად და ზუსტადაა გადმოცემული. ისიც გვესმის, რომ ბევრს ურჩევნია თავისი ბიბლია გამოიყენოს.

 შეიძლება შესწავლაზე სხვებიც დავპატიჟო?

 დიახ. შეგიძლიათ დაპატიჟოთ ოჯახის წევრები ან მეგობრები.

 თუ ადრე ვსწავლობდი ბიბლიას იეჰოვას მოწმეებთან, შეიძლება, რომ შესწავლა განვაახლო?

 დიახ. შესწავლა შეიძლება ახლა უფრო მოგეწონოთ, რადგან პროგრამა განახლებულია და დღევანდელ საჭიროებებს არის მორგებული. შესწავლა ინტერაქტიულია; პროგრამაში შესულია ვიდეოები და სხვა თვალსაჩინოებები.

 გაქვთ თუ არა შესწავლის ისეთი მეთოდები, რომელთა მეშვეობითაც დამოუკიდებლად შევძლებ ბიბლიის შესწავლას?

 დიახ. მართალია, უმეტესობა მასწავლებლის დახმარებით სწავლობს ბიბლიას, მაგრამ ზოგი ამის გაკეთებას თავიდან დამოუკიდებლად ამჯობინებს. აპლიკაცია JW ბიბლიოთეკის მთავარ გვერდზე, განყოფილებაში „სწავლებაში დამხმარე საშუალებები“, ჩამოთვლილია უფასო საკვლევი საშუალებები, რომელთა დახმარებითაც შეგიძლიათ დამოუკიდებლად ჩაიტაროთ შესწავლა. შეიძლება თქვენთვის დამხმარე აღმოჩნდეს შემდეგი საშუალებები:

  •   ბიბლიის ონლაინშესწავლა. (ხელმისაწვდომია სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ინგლისურზე). ეს ინტერაქტიული გაკვეთილები პასუხს სცემს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებს, მაგალითად: ვინ არის ღმერთი? რა იწვევს ბოროტებასა და ტანჯვას? მოუღებს ღმერთი ბოლოს ადამიანთა ტანჯვას?

  •   ბიბლიური ვიდეოები. ამ პატარა ვიდეოებით მნიშვნელოვანი ბიბლიური სწავლებები იხსნება.

  •   პასუხები ბიბლიურ კითხვებზე. ეს სტატიები პასუხს სცემს უამრავ ბიბლიურ კითხვას.

  •   ბიბლიური მუხლების ახსნა. ეს რუბრიკა ხსნის ცნობილი ბიბლიური მუხლებისა და გამონათქვამების მნიშვნელობებს.