არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა


როგორ შეისწავლოთ საფუძვლიანად ამ ბროშურაში მოცემული ბიბლიური გაკვეთილები

როგორ შეისწავლოთ საფუძვლიანად ამ ბროშურაში მოცემული ბიბლიური გაკვეთილები

ითხოვეთ დახმარება: შეგიძლიათ მასთან ერთად შეისწავლოთ ბიბლია, ვინც ეს ბროშურა გადმოგცათ ან შეავსოთ ვებგვერდზე jw.org ბიბლიის შესწავლის მსურველთათვის მოცემული ანკეტა.

ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘᲡ ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲜᲐᲬᲘᲚᲘ

წაიკითხეთ აბზაცები, მსხვილი შრიფტით დაბეჭდილი კითხვები (Ა) და ბიბლიური მუხლები (Ბ), რომლებიც ხაზს უსვამს ძირითად აზრებს. ზოგ მუხლთან მოცემულია მითითება „წაიკითხეთ“.

ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘᲡ ᲛᲔᲝᲠᲔ ᲜᲐᲬᲘᲚᲘ

მეორე ნაწილში „გაიღრმავეთ ცოდნა“ (Გ) მოკლედაა აღწერილი განსახილველი მასალა. ქვესათაურები (Დ) ხაზს უსვამს მთავარ აზრებს. წაიკითხეთ ბიბლიური მუხლები, უპასუხეთ კითხვებს და უყურეთ ვიდეოებს (Ე).

იმსჯელეთ სურათებზე და თანდართულ წარწერებზე (Ვ). უპასუხეთ გაკვეთილის მეორე ნაწილის ბოლოს დასმულ კითხვას (Ზ).

ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘᲡ ᲛᲔᲡᲐᲛᲔ ᲜᲐᲬᲘᲚᲘ

გაკვეთილის დასასრულს მოცემულია შეჯამება და დასმულია გასამეორებელი კითხვები (Თ). მიუთითეთ გაკვეთილის დასრულების თარიღი. გაკვეთილის ბოლოში მოცემულია დავალება ან მიზანი (Ი). ჩარჩო „გაიგეთ მეტი“ (Კ) შეიცავს დამატებით მასალას.

როგორ მოძებნოთ ბიბლიური მუხლები

ბიბლიური მუხლები მითითებულია შემდეგნაირად: ბიბლიის წიგნის სახელწოდება (Ა), თავი (Ბ) და მუხლი ან მუხლები (Გ). მაგალითად, იოანეს 17:3 მიუთითებს იოანეს სახარების მე-17 თავის მე-3 მუხლზე.