არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გამოიღვიძეთ! № 2, 2018 | ბედნიერი ოჯახის 12 საიდუმლო

ბედნიერი ოჯახის 12 საიდუმლო

დღეს ბევრს მსჯელობენ იმაზე, თუ რა იწვევს ოჯახების ნგრევას. მაგრამ საინტერესოა, მათი ბედნიერების საიდუმლო რა არის, ვისაც მტკიცე ოჯახები აქვთ?

  • საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 1995—2014 წლებში 5-ჯერ გაიზარდა განქორწინებათა რიცხვი იმ წყვილებს შორის, რომლებიც 20 წელზე მეტი ხნის დაქორწინებულები იყვნენ.

  • მშობლები გაურკვევლობაში არიან, რადგან ზოგი სპეციალისტის აზრით, შვილების გამუდმებით შექებაა საჭირო, ზოგი კი მკაცრი აღზრდის მომხრეა.

  • ახალგაზრდები სრულწლოვანებას ისე აღწევენ, რომ არ არიან მომზადებული დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.

მაგრამ ერთი რამ დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ:

  • დაქორწინებულ წყვილებს შეუძლიათ ბედნიერები იყვნენ და მათი კავშირი მუდმივი იყოს.

  • მშობლებს შეუძლიათ შვილები ისე აღზარდონ, რომ არც სიყვარული და რჩევა-დარიგება მოაკლონ და, საჭიროების შემთხვევაში, დასაჯონ კიდეც.

  • ახალგაზრდებს შეუძლიათ საჭირო უნარ-ჩვევები შეიძინონ, რომლებიც მაშინ გამოადგებათ, როცა სრულწლოვანების ასაკს მიაღწევენ.

„გამოიღვიძეთ!“-ის ამ ნომერში განიხილება, რა არის ბედნიერი ოჯახის 12 საიდუმლო.

 

1. ერთგულება

სამი რჩევა, რომლებიც წყვილებს ეხმარება, ერთმანეთის ერთგული დარჩნენ.

2. შეთანხმებულობა

მეზობლებივით ხომ არ ცხოვრობთ თქვენ და თქვენი მეუღლე?

3. პატივისცემა

ამ სტატიიდან გაიგებთ, როგორი სიტყვები და საქციელი იქნება თქვენი მხრიდან მეუღლისადმი პატივისცემის მაჩვენებელი.

4. პატიება

რა დაგეხმარებათ, რომ ყურადღება არ გაამახვილოთ მეუღლის ნაკლოვანებებზე?

5. კომუნიკაცია

ამ სტატიაში მოყვანილია სამი რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ, სრულფასოვანი ურთიერთობა გქონდეთ შვილებთან.

6. აღზრდა

შვილს ღირსების გრძნობას შეულახავთ, თუ აღმზრდელობით ზომებს მიმართავთ?

7. ფასეულობები

რა ფასეულობები უნდა ჩაუნერგოთ შვილებს?

8. პირადი მაგალითი

მშობლებო, თქვენს სიტყვას ძალა არ ექნება, თუ საპირისპიროდ იქცევით.

9. მეობა

რა დაეხმარება ახალგაზრდებს, თავიანთი პრინციპების ერთგულნი დარჩნენ?

10. სანდოობა

თუ გინდა, რომ მოწიფულ ადამიანად ჩამოყალიბდე, მშობლების ნდობა უნდა მოიპოვო.

11. შრომისმოყვარეობა

თუ ბავშვობიდანვე შეიყვარებ შრომას, ეს მთელი ცხოვრება გამოგადგება.

12. მიზნები

როცა მიზნებს აღწევ, თვითრწმენა გემატება, მეგობრებთან ურთიერთობა გიმტკიცდება და თავს უფრო ბედნიერად გრძნობ.

დამატებითი რჩევები ოჯახებისთვის

ბიბლიური რჩევების გათვალისწინება ხელს უწყობს ბედნიერ ქორწინებასა თუ ოჯახურ ცხოვრებას.