არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 4

განრისხებიდან მკვლელობამდე

განრისხებიდან მკვლელობამდე

ედემის ბაღის დატოვების შემდეგ ადამსა და ევას ბევრი შვილი შეეძინათ. მათი პირველი ვაჟი, კაენი, მიწათმოქმედი იყო, ხოლო მეორე ვაჟი — მეცხვარე. მას აბელი ერქვა.

ერთხელ კაენმა და აბელმა იეჰოვა ღმერთს შესაწირავი მიუტანეს. იცი, რა არის შესაწირავი? ეს არის განსაკუთრებული საჩუქარი. იეჰოვამ მოიწონა აბელის შესაწირავი, კაენისა კი — არა. ამაზე კაენი ძალიან გაბრაზდა. იეჰოვამ გააფრთხილა იგი, რომ გაბრაზება ცუდ რამეს ჩაადენინებდა, მაგრამ კაენმა არ დაუჯერა ღმერთს.

მან თავის ძმას უთხრა: წამო, მინდორში წავიდეთ. როცა მინდორში მარტონი იყვნენ, კაენი თავს დაესხა აბელს და მოკლა. ამის გამო ღმერთმა დასაჯა კაენი; მან ის თავისი ოჯახიდან ძალიან შორს გააძევა. იგი ვეღარასოდეს დაბრუნდებოდა უკან.

რას გვასწავლის ეს შემთხვევა? შეიძლება ჩვენც გავბრაზდეთ, როცა რაღაც ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. მაგრამ თუ ბრაზს ვერ ვერევით ან თუ ამას სხვებიც ამჩნევენ და გვაფრთხილებენ, მალევე უნდა მივხვდეთ, რომ ცუდად ვიქცევით და დავმშვიდდეთ.

აბელს უყვარდა იეჰოვა და ცდილობდა, სწორად მოქცეულიყო. ამიტომ იეჰოვას ყოველთვის ემახსოვრება იგი. როდესაც ღმერთი დედამიწაზე სამოთხეს აღადგენს, აბელს სიცოცხლეს დაუბრუნებს.

„წადი, ჯერ შენს ძმას შეურიგდი და, როცა დაბრუნდები, მერე შესწირე შენი ძღვენი“ (მათე 5:24)