არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნაწილი 14 — ქრისტიანობა ვრცელდება

ნაწილი 14 — ქრისტიანობა ვრცელდება

პირველმა ქრისტიანებმა სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა დედამიწის თითქმის ყველა კუთხეში გაავრცელეს. იესო აძლევდა მათ მითითებებს, თუ სად უნდა წასულიყვნენ საქადაგებლად. მან მოწაფეებს სასწაულებრივი უნარი მისცა, რომ ადამიანებისთვის მშობლიურ ენებზე გადაეცათ სასიხარულო ცნობა. იეჰოვამ მისცა მათ გაბედულება და ძალა, აეტანათ ძლიერი დევნები.

იესომ მოციქულ იოანეს ხილვაში აჩვენა იეჰოვას დიდება. მან ასევე იხილა, როგორ ანადგურებს ზეციერი სამეფო სატანასა და მის მმართველობას სამუდამოდ. იოანემ იხილა გამეფებული იესო 144 000 თანამმართველთან ერთად. მან აგრეთვე ნახა, როგორ იქცევა მთელი დედამიწა სამოთხედ, სადაც ყველა გაერთიანებულად სცემს იეჰოვას თაყვანს მშვიდობიან გარემოში.

ამ განყოფილებაში

მოთხრობა 94

მოწაფეებმა წმინდა სული მიიღეს

რის ძალა მისცა წმინდა სულმა მათ?

მოთხრობა 95

ისინი ვერაფერმა შეაჩერა

რელიგიური წინამძღოლები, რომელთაც იესო მოკლეს, ახლა მოწაფეების დადუმებას ცდილობენ, მაგრამ ამაოდ.

მოთხრობა 96

იესო ირჩევს სავლეს

სავლე ქრისტიანების დაუძინებელი მტერია, მაგრამ ის მალე შეიცვლება.

მოთხრობა 97

კორნელიუსმა წმინდა სული მიიღო

რატომ გაგზავნა ღმერთმა პეტრე არაიუდეველი კაცის სახლში?

მოთხრობა 98

ქრისტიანობა მრავალ ერში ვრცელდება

მოციქული პავლე და მისი თანამსახური მისიონერები ქადაგებენ შორეულ მხარეებში.

მოთხრობა 99

საპყრობილის ზედამხედველმა ჭეშმარიტება მიიღო

რატომ არის მოხსენიებული ამ მოთხრობაში დემონი, მიწისძვრა და მახვილი?

მოთხრობა 100

პავლე და ტიმოთე

ორი მამაკაცი წლების განმავლობაში მსახურობდა ერთად; ისინი კარგი მეგობრები იყვნენ.

მოთხრობა 101

პავლე რომში გაგზავნეს

მოგზაურობა ათასგვარი ხიფათით იყო სავსე, მაგრამ ვერანაირმა სირთულემ ვერ შეაჩერა მოციქული.

მოთხრობა 102

იოანეს გამოცხადება

იესომ არაერთი ხილვა აჩვენა მას მომავალთან დაკავშირებით.

მოთხრობა 103

„მოვიდეს შენი სამეფო“

იოანეს გამოცხადებიდან ჩანს, თუ როგორ შეცვლის ღვთის სამეფო დედამიწაზე ცხოვრებას.