იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში

ამ პუბლიკაციის საშუალებით იმოგზაურებთ ბიბლიურ დროში შემოქმედებიდან დაწყებული ღვთის სამეფოს მოსვლით დამთავრებული. ამასთანავე გაიგებთ იესოს დედამიწაზე დაბადებისა და მისი მსახურების შესახებ.

წერილი ხელმძღვანელი საბჭოსგან

როგორ გამოვიყენოთ ეს წიგნი?

მოთხრობა 1

ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა

ბიბლია ამბობს, რომ ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა. მაგრამ იცი, რომელი ანგელოზი შექმნა ღმერთმა ყველასა და ყველაფრის შექმნამდე?

მოთხრობა 2

ღმერთმა შექმნა პირველი კაცი და ქალი

ღმერთმა შექმნა პირველი კაცი და ქალი და დაასახლა ედემის ბაღში. ღმერთს უნდოდა, რომ მათ გაეჩინათ შვილები და მთელი დედამიწა სამოთხედ გადაექციათ.

მოთხრობა 3

ადამი და ევა არ დაემორჩილნენ ღმერთს

რატომ იყო ედემის ბაღში არსებული ერთი ხე განსაკუთრებული? რატომ შეჭამა ევამ აკრძალული ნაყოფი?

მოთხრობა 4

განრისხებიდან მკვლელობამდე

ღმერთმა მოიწონა აბელის შესაწირავი, კაენისა — არა. ამის დანახვაზე კაენი ძალიან გაბრაზდა და საშინელი რამ ჩაიდინა.

მოთხრობა 5

ნოეს კიდობანი

როცა ცუდმა ანგელოზებმა ქალები შეირთეს ცოლად, მათ უჩნდებოდათ ბუმბერაზი ვაჟები, რომლებიც მოძალადეები იყვნენ. ირგვლივ ყველგან ძალადობა იყო. თუმცა ნოე ყველასგან განსხვავდებოდა—მას უყვარდა იეჰოვა და ემორჩილებოდა მას.

მოთხრობა 6

წარღვნას რვა ადამიანი გადაურჩა

40 დღე და ღამე გადაუღებლად წვიმდა. ნოე და მისი ოჯახი წელიწადზე მეტ ხანს იყვნენ კიდობანში. ბოლოს ღმერთმა უთხრა მათ, რომ გამოსულიყვნენ კიდობნიდან.

მოთხრობა 7

ბაბილონის კოშკი

ხალხმა გადაწყვიტა ქალაქის და კოშკის აშენება, რომელიც ცას მისწვდებოდა. რატომ აურია ღმერთმა მოულოდნელად ენები ხალხს?

მოთხრობა 8

აბრაამი და სარა დაემორჩილნენ ღმერთს

რატომ გაცვალეს აბრაამმა და სარამ ურში ცხოვრება მომთაბარე ცხოვრებაში?

მოთხრობა 9

დაპირებული ვაჟი

როგორ შეასრულა იეჰოვამ აბრაამთან დადებული დანაპირები? აბრაამის რომელი ვაჟის მეშვეობით შესრულდებოდა დანაპირები, ისაკის თუ ისმაელის?

მოთხრობა 10

გახსოვდეთ ლოტის ცოლი!

ღმერთმა სოდომსა და გომორას ცეცხლი და გოგირდი აწვიმა. რატომ განადგურდა ეს ქალაქები? რატომ უნდა გვახსოვდეს ლოტის ცოლი?

მოთხრობა 11

რწმენის გამოცდა

ღმერთმა უთხრა აბრაამს: გთხოვ, წაიყვანე შენი ვაჟი და ადით მორიას მთაზე. იქ მსხვერპლად შემომწირე ის. როგორ გაუძლებდა აბრაამი რწმენის ამ გამოცდას?

მოთხრობა 12

იაკობმა მიიღო მემკვიდრეობა

ისაკსა და რებეკას ჰყავდათ ორი ტყუპი ბიჭი. ვინაიდან ესავი პირველი დაიბადა, მას განსაკუთრებული მემკვიდრეობა ერგებოდა წილად. რატომ გაცვალა მან ის ერთ ჯამ შეჭამანდში?

მოთხრობა 13

იაკობისა და ესავის შერიგება

როგორ მიიღო იაკობმა კურთხევას ანგელოზისგან? როგორ შეირიგა მან ესავი?

მოთხრობა 14

მონა, რომელიც ღმერთს ემორჩილებოდა

იოსები, იმას აკეთებდა, რაც სწორი იყო, მაგრამ მაინც ბევრი ტანჯვა გამოიარა. რატომ?

მოთხრობა 15

იეჰოვას არასდროს დავიწყებია იოსები

მართალია, იოსები შორს იყო თავისი ოჯახისგან, მაგრამ ღმერთს ის არასოდეს მიუტოვებია.

მოთხრობა 16

ვინ იყო იობი?

ის განსაცდელების დროსაც ემორჩილებოდა ღმერთს.

მოთხრობა 17

მოსემ იეჰოვას თაყვანისცემა არჩია

ჩვილი მოსე დედის გონივრულმა მოქმედებამ გადაარჩინა

მოთხრობა 18

ცეცხლმოკიდებული ბუჩქი

რატომ არ დაწვა ცეცხლმა ბუჩქი?

მოთხრობა 19

პირველი სამი სასჯელი

ფარაონმა უბედურება დაატეხა თავის ხალხს იმის გამო, რომ ძალიან ამაყი იყო და უბრალო დათმობაზეც კი არ წავიდა.

მოთხრობა 20

შემდეგი ექვსი სასჯელი

რით განსხვავდებოდა ეს სასჯელები პირველი სამისგან?

მოთხრობა 21

მეათე სასჯელი

ეს სასჯელი იმდენად გამანადგურებელი იყო, რომ ამაყი ფარაონიც კი გატყდა.

მოთხრობა 22

სასწაული წითელ ზღვასთან

ფარაონმა ათ სასჯელს კი დააღწია თავი, მაგრამ გადაურჩა ის ღვთის ამ სასწაულს?

მოთხრობა 23

იეჰოვასთვის მიცემული პირობა

ისრაელებმა განსაკუთრებული აღთქმა დაუდეს ღმერთს, როცა სინას მთასთან იყვნენ დაბანაკებულნი.

მოთხრობა 24

მათ პირობა დაარღვიეს

იმ დროს, როცა ღმერთი მოსეს ათ მცნებას აძლევდა, ხალხი საშინელ ცოდვას სჩადიოდა.

მოთხრობა 25

თაყვანისმცემლობის კარავი

ამ განსაკუთრებულ კარავში ინახებოდა შეთანხმების კიდობანი.

მოთხრობა 26

თორმეტი მზვერავი

იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე განსხვავდებოდნენ დანარჩენი ათი მზვერავისგან.

მოთხრობა 27

ისინი იეჰოვას დაუპირისპირდნენ

კორახი, დათანი, აბირამი და სხვა 250 ადამიანი ვერ აცნობიერებდნენ მეტად მნიშვნელოვან საკითხს იეჰოვას შესახებ.

მოთხრობა 28

ბალაამის ვირი ალაპარაკდა

ვირმა ვიღაც დაინახა, რომელსაც ბალაამი ვერ ხედავდა.

მოთხრობა 29

იეჰოვა ირჩევს იესო ნავეს ძეს

ღმერთმა იესო ნავეს ძეს მისცა მითითებები, რომლებიც დღესაც დიდ დახმარებას გვიწევს.

მოთხრობა 30

რახაბი მალავს მზვერავებს

იერიხონის კედლები დაინგრა, მაგრამ რახაბის სახლი არ დანგრეულა, მიუხედავად იმისა, რომ ის კედელში იყო ჩაშენებული.

მოთხრობა 31

იესო ნავეს ძე და გაბაონელები

იესო ნავეს ძემ სთხოვა ღმერთს, მზე გაეჩერებინა. უპასუხა ღმერთმა მის ლოცვას?

მოთხრობა 32

ახალი წინამძღოლი და ორი მამაცი ქალი

იესო ნავეს ძის სიკვდილის შემდეგ ისრაელებმა კერპების თაყვანისცემა დაიწყეს. ისრაელები ძალიან იტანჯებოდნენ, მაგრამ მათ მხსნელად მსაჯული ბარაკი, წინასწარმეტყველი ქალი დებორა და იაელი მოევლინენ.

მოთხრობა 33

რუთი და ნაომი

ორი ქალი, რომელთაც ქმრები დაეხოცათ, ისრაელში დაბრუნდა. ერთი მათგანი, სახელად რუთი მინდორში წავიდა სამუშაოდ, სადაც ის ბოაზმა შეამჩნია.

მოთხრობა 34

გედეონი ამარცხებს მიდიანელებს

მას შემდეგ, რაც მიდიანელებმა სიცოცხლე გაუმწარეს ისრაელებს, მათ იეჰოვას სთხოვეს შველა. როგორ დაამარცხა გედეონმა მცირერიცხოვანი ჯარით მტრის 135 000-იანი არმია?

მოთხრობა 35

ხანა ვაჟისთვის ლოცულობს

ელკანას, ხანა, ფენინა და თავისი შვილები შილოში მიჰყავს, რათა იქ იეჰოვას სცენ თაყვანი კარავში. იქ ხანა ვაჟისთვის ლოცულობს. ერთი წლის შემდეგ ხანას სამუელი შეეძინა.

მოთხრობა 36

იფთახის აღთქმა

რა აღთქმა დადო იფთახმა და რატომ? რა რეაქცია ჰქონდა იფთახის ქალიშვილს მამის აღთქმაზე?

მოთხრობა 37

იეჰოვა ესაუბრება სამუელს

მღვდელმთავარ ელის ვაჟები მღვდლებად მსახურობდნენ კარავში, მაგრამ არ ემორჩილებოდნენ ღმერთის კანონებს. სამუელი არ ჰბაძავდა მათ.

მოთხრობა 38

იეჰოვა ძალას აძლევს სამსონს

იეჰოვა ძალას აძლევს სამსონს, რომ შებრძოლებოდა ფილისტიმელებს, მაგრამ როცა სამსონმა შეცდომა დაუშვა, ფილისტიმელებმა შეიპყრეს ის.

მოთხრობა 39

ისრაელის პირველი მეფე

ღმერთმა ისრაელს მსაჯულები დაუყენა წინამძღოლად, მაგრამ მეფე მოითხოვეს. სამუელმა პირველ მეფედ საული სცხო, თუმცა მოგვიანებით იეჰოვამ უარყო ის. რატომ?

მოთხრობა 40

დავითი და გოლიათი

იეჰოვამ დავითი ისრაელის მომდევნო მეფედ აირჩია. დავითმა დაამტკიცა, რომ იეჰოვამ სწორი არჩევანი გააკეთა

მოთხრობა 41

დავითი და საული

რატომ სძულს ამ კაცებიდან ერთს მეორე და როგორ იქცევა მოძულებული?

მოთხრობა 42

მამაცი და ერთგული იონათანი

მეფის ვაჟი დავითის ერთგული მეგობარი ხდება.

მოთხრობა 43

მეფე დავითის ცოდვა

არასწორმა საქციელმა უამრავი პრობლემა გამოიწვია.

მოთხრობა 44

იეჰოვას ტაძარი

ღმერთი იწონებს მეფე სოლომონის თხოვნას და დიდად აჯილდოებს.

მოთხრობა 45

სამეფო გაიყო

მრავალმა ისრაელმა მიატოვა იეჰოვას თაყვანისცემა.

მოთხრობა 46

გამოცდა ქარმელის მთაზე

ვინ არის ჭეშმარიტი ღმერთი? იეჰოვა თუ ბაალი?

მოთხრობა 47

იეჰოვამ გააძლიერა ელია

როგორ ფიქრობ, შენი გაძლიერებაც შეუძლია ღმერთს?

მოთხრობა 48

ქვრივის ვაჟი გაცოცხლდა

ორი სასწაული ერთ სახლში!

მოთხრობა 49

ბოროტი დედოფალი დაისაჯა

იზებელი ნაბოთის მოკვლის გეგმას ადგენს, რათა მის ნაკვეთს დაეპატრონოს. მისი ბოროტი საქციელი იეჰოვას შეუმჩნეველი არ დარჩენია

მოთხრობა 50

იეჰოვა იცავს იეჰოშაფატს

როცა იუდას მტერი ემუქრებოდა, მეფე იეჰოშაფატმა ღმერთს მიმართა ლოცვით.

მოთხრობა 51

მეომარი და პატარა გოგონა

ახალგაზრდა ებრაელი გოგონა ქალბატონს ესაუბრება იეჰოვას დიდებული ძალის შესახებ. ამან დიდებული შედეგი გამოიღო.

მოთხრობა 52

იეჰოვას ცეცხლოვანი ჯარი

როგორ დაინახა ელისეს მსახურმა, რომ მათთან უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე სირიელებთან?

მოთხრობა 53

გაბედული იეჰოიადა

ერთგული მღვდელი უპირისპირდება ბოროტ დედოფალს.

მოთხრობა 54

იეჰოვამ მოთმინება გამოავლინა იონას მიმართ

როგორ გადაყლაპა დიდმა თევზმა ღვთის ერთ-ერთი წინასწარმეტყველი? როგორ გადარჩა იონა? რა ასწავლა იეჰოვამ იონას?

მოთხრობა 55

იეჰოვას ანგელოზმა დაიცვა ხიზკია

იუდას მტრები ამბობენ, იეჰოვა არ დაიცავსო თავის ხალხს, მაგრამ ისინი ცდებიან!

მოთხრობა 56

იოშიას უყვარდა ღვთის კანონი

იოშია რვა წლის ასაკში ხდება მეფე და ეხმარება თავის ხალხს იეჰოვას თაყვანისცემაში.

მოთხრობა 57

იეჰოვა იერემიას საქადაგებლად გზავნის

ახალგაზრდა იერემიას ნათქვამმა ძალიან გააბრაზა იუდას უხუცესები.

მოთხრობა 58

იერუსალიმის განადგურება

იეჰოვა ტოვებს იუდეველებს, რადგან ისინი აგრძელებენ ცრუ ღმერთების თაყვანისცემას.

მოთხრობა 59

იეჰოვას ერთგული ოთხი ბიჭი

ახალგაზრდა იუდეველებს გადაწყვეტილი აქვთ, დარჩნენ იეჰოვას ერთგულები ბაბილონის სამეფო კარზე მსახურების დროსაც კი.

მოთხრობა 60

სამეფო, რომელიც მარადიულად იარსებებს

დანიელი ხსნის ნაბუქოდონოსორის უცნაური სიზმრის მნიშვნელობას.

მოთხრობა 61

მათ თაყვანი არ სცეს ქანდაკებას

შადრაქი, მეშაქი და აბედნეგო უარს ამბობენ ბაბილონის მეფის მიერ აღმართული ოქროს ქანდაკების თაყვანისცემაზე.

მოთხრობა 62

სამეფო, რომელიც დიდ ხეს ჰგავს

ნაბუქოდონოსორის სიზმარი მის მომავალს წინასწარმეტყველებს.

მოთხრობა 63

წარწერა კედელზე

როდის გამოჩნდა კედელზე წარწერა და რას ნიშნავდა ეს?

მოთხრობა 64

დანიელი ლომების ორმოში

დანიელის მსგავსად, ყოველდღე მიმართე იეჰოვას ლოცვით!

მოთხრობა 65

ესთერმა თავისი ხალხი გადაარჩინა

მიუხედავად იმისა, რომ ესთერი უცხოელი და ობოლი იყო, ის დედოფალი გახდა.

მოთხრობა 66

ეზრა ღვთის კანონს ასწავლის

მას შემდეგ, რაც ისრაელებმა ეზრას მოუსმინეს, ღმერთს განსაკუთრებული პირობა დაუდეს.

მოთხრობა 67

იერუსალიმის გალავანი

ნეემიამ შეიტყო, რომ მტრებმა იერუსალიმზე თავდასხმა დაგეგმეს. რატომ არ შეეშინდა მას?

მოთხრობა 68

ელისაბედს შვილი შეეძინა

რატომ დამუნჯდა ელისაბედის ქმარი ბავშვის დაბადებამდე?

მოთხრობა 69

გაბრიელი ეცხადება მარიამს

მისმა ნათქვამმა მარიამის ცხოვრება შეცვალა.

მოთხრობა 70

ანგელოზები იესოს დაბადებას აცხადებენ

მწყემსები, რომლებმაც სასიხარულო ამბავი მოისმინეს, სწრაფად იმოქმედეს.

მოთხრობა 71

იეჰოვამ დაიცვა იესო

ბოროტ მეფეს უნდოდა იესოს მოკვლა.

მოთხრობა 72

იესო მოზარდობის ასაკში

როგორ გააოცა მან მასწავლებლები ტაძარში?

მოთხრობა 73

იოანე ამზადებს გზას

იოანე იზრდება და წინასწარმეტყველი ხდება. ის ასწავლის, რომ მესია მალე მოვა. როგორ ეხმაურება ხალხი მის ქადაგებას?

მოთხრობა 74

იესო ხდება მესია

რას გულისხმობდა იოანე, როცა იესოს ღვთის კრავი უწოდა?

მოთხრობა 75

ეშმაკი სცდის იესოს

ეშმაკი სამჯერ სცდის იესოს. რა სამ გამოცდას უწყობს ეშმაკი იესოს? როგორ პასუხობს მას იესო?

მოთხრობა 76

იესო წმენდს ტაძარს

რატომ ყრის იესო ცხოველებს ტაძრიდან და რატომ აყირავებს ფულის გადამცვლელთა მაგიდებს?

მოთხრობა 77

ქალი ჭასთან

იაკობის ჭასთან მისული ქალი გაკვირვებული დარჩა, როცა მას იესო დაელაპარაკა. რატომ? რა უთხრა იესომ მას ისეთი, რაც მანამდე არავისთვის ჰქონდა ნათქვამი?

მოთხრობა 78

იესო ქადაგებს სამეფოს შესახებ

იესო იწვევს თავის ზოგ მოწაფეს, რომ გახდნენ ადამიანთა მებადურები. მოგვიანებით ის ამზადებს 70 მოწაფეს სასიხარულო ცნობის საქადაგებლად.

მოთხრობა 79

იესო ახდენს მრავალ სასწაულს

ავადმყოფები მიდიან იესოსთან და ისიც კურნავს მათ. ის პატარა გოგონას სიცოცხლესაც კი უბრუნებს

მოთხრობა 80

იესო ირჩევს თორმეტ მოციქულს

რომელი საქმის შესასრულებლად ირჩევს მათ? გახსოვს მათი სახელები?

მოთხრობა 81

მთაზე ქადაგება

იესო მნიშვნელოვან რამეს ასწავლის ერთად შეკრებილ ხალხს.

მოთხრობა 82

იესო თავის მოწაფეებს ლოცვას ასწავლის

იესოს ნათქვამის თანახმად, რის შესახებ უნდა ელოცათ მის მოწაფეებს?

მოთხრობა 83

იესო ათასობით ადამიანს აპურებს

რას გვეუბნება ეს სასწაული იესოსა და იეჰოვას შესახებ?

მოთხრობა 84

იესომ წყალზე გაიარა

წარმოგიდგენია, რა რეაქცია ექნებოდათ მოციქულებს ამ სასწაულის დანახვაზე?!

მოთხრობა 85

იესო ავადმყოფს კურნავს შაბათს

რატომ არ უხარია ყველას ის, რასაც იესო აკეთებს?

მოთხრობა 86

იესომ გააცოცხლა ლაზარე

როდესაც იესომ დაინახა, როგორ ტიროდა მარიამი, ისიც ატირდა. მაგრამ მალე მათი მწუხარების ცრემლები სიხარულის ცრემლებად იქცა.

მოთხრობა 87

იესოს ბოლო ვახშამი

იესო ბოლო ვახშმის დროს მნიშვნელოვან მითითებებს აძლევს თავის მოციქულებს.

მოთხრობა 88

იესო შეიპყრეს

იუდა გეთსემანეს ბაღში წინ მიუძღვის მახვილებითა და ხელკეტებით შეიარაღებული ხალხის დიდ ჯგუფს, რომელსაც იესოს შეპყრობა სურს.

მოთხრობა 89

პეტრე უარყოფს იესოს

რა ხდება კაიაფას სახლის ეზოში? როგორ ეპყრობიან იესოს კაიაფას სახლში?

მოთხრობა 90

იესოს კლავენ გოლგოთაზე

რატომ ბრძანა პილატემ იესოს მოკვლა?

მოთხრობა 91

იესო აღდგა

რა გასაოცარი რამ მოხდა იესოს სიკვდილის შემდეგ?

მოთხრობა 92

იესო მეთევზეებს ეცხადება

რას აკეთებს ის მათი ყურადღების მისაპყრობად?

მოთხრობა 93

იესო ზეცაში ბრუნდება

ზეცად ამაღლებამდე იესო ძალიან მნიშვნელოვან მითითებებს აძლევს მოწაფეებს.

მოთხრობა 94

მოწაფეებმა წმინდა სული მიიღეს

რის ძალა მისცა წმინდა სულმა მათ?

მოთხრობა 95

ისინი ვერაფერმა შეაჩერა

რელიგიური წინამძღოლები, რომელთაც იესო მოკლეს, ახლა მოწაფეების დადუმებას ცდილობენ, მაგრამ ამაოდ.

მოთხრობა 96

იესო ირჩევს სავლეს

სავლე ქრისტიანების დაუძინებელი მტერია, მაგრამ ის მალე შეიცვლება.

მოთხრობა 97

კორნელიუსმა წმინდა სული მიიღო

რატომ გაგზავნა ღმერთმა პეტრე არაიუდეველი კაცის სახლში?

მოთხრობა 98

ქრისტიანობა მრავალ ერში ვრცელდება

მოციქული პავლე და მისი თანამსახური მისიონერები ქადაგებენ შორეულ მხარეებში.

მოთხრობა 99

საპყრობილის ზედამხედველმა ჭეშმარიტება მიიღო

რატომ არის მოხსენიებული ამ მოთხრობაში დემონი, მიწისძვრა და მახვილი?

მოთხრობა 100

პავლე და ტიმოთე

ორი მამაკაცი წლების განმავლობაში მსახურობდა ერთად; ისინი კარგი მეგობრები იყვნენ.

მოთხრობა 101

პავლე რომში გაგზავნეს

მოგზაურობა ათასგვარი ხიფათით იყო სავსე, მაგრამ ვერანაირმა სირთულემ ვერ შეაჩერა მოციქული.

მოთხრობა 102

იოანეს გამოცხადება

იესომ არაერთი ხილვა აჩვენა მას მომავალთან დაკავშირებით.

მოთხრობა 103

„მოვიდეს შენი სამეფო“

იოანეს გამოცხადებიდან ჩანს, თუ როგორ შეცვლის ღვთის სამეფო დედამიწაზე ცხოვრებას.