არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნაწილი 2 — ადამიდან წარღვნამდე

ნაწილი 2 — ადამიდან წარღვნამდე

რატომ მოავლინა ღმერთმა წარღვნა იმდროინდელი მსოფლიოს გასანადგურებლად? კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში დაიწყო ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის. ზოგმა ადამიანმა, მაგალითად, ადამმა, ევამ და მათმა ვაჟმა, კაენმა, ბოროტის მხარე დაიკავა. ზოგმა კი, მაგალითად, აბელმა და ნოემ, სიკეთის მხარეს დგომა არჩია. ადამიანთა უმეტესობა ისე გაბოროტდა, რომ იეჰოვამ გაანადგურა მაშინდელი ბოროტი ქვეყნიერება. ამ ნაწილში დავინახავთ, რომ იეჰოვას შეუმჩნეველი არ რჩება ის, თუ რომელ მხარეს ვიკავებთ. აგრეთვე გავიგებთ, რომ ის არასოდეს დაუშვებს იმას, რომ ბოროტმა სძლიოს კეთილს.

ამ განყოფილებაში

მოთხრობა 3

ადამი და ევა არ დაემორჩილნენ ღმერთს

რატომ იყო ედემის ბაღში არსებული ერთი ხე განსაკუთრებული? რატომ შეჭამა ევამ აკრძალული ნაყოფი?

მოთხრობა 4

განრისხებიდან მკვლელობამდე

ღმერთმა მოიწონა აბელის შესაწირავი, კაენისა — არა. ამის დანახვაზე კაენი ძალიან გაბრაზდა და საშინელი რამ ჩაიდინა.

მოთხრობა 5

ნოეს კიდობანი

როცა ცუდმა ანგელოზებმა ქალები შეირთეს ცოლად, მათ უჩნდებოდათ ბუმბერაზი ვაჟები, რომლებიც მოძალადეები იყვნენ. ირგვლივ ყველგან ძალადობა იყო. თუმცა ნოე ყველასგან განსხვავდებოდა—მას უყვარდა იეჰოვა და ემორჩილებოდა მას.

მოთხრობა 6

წარღვნას რვა ადამიანი გადაურჩა

40 დღე და ღამე გადაუღებლად წვიმდა. ნოე და მისი ოჯახი წელიწადზე მეტ ხანს იყვნენ კიდობანში. ბოლოს ღმერთმა უთხრა მათ, რომ გამოსულიყვნენ კიდობნიდან.