არჩეულ მასალაზე გადასვლა

რატომ მოახდინეს ცვლილებები იეჰოვას მოწმეებმა თავიანთ რელიგიურ სწავლებებში?

რატომ მოახდინეს ცვლილებები იეჰოვას მოწმეებმა თავიანთ რელიგიურ სწავლებებში?

 იეჰოვას მოწმეების რელიგიური სწავლებები ბიბლიას ეფუძნება. აქედან გამომდინარე, მათ თავიანთ რელიგიურ სწავლებებში ცვლილებები იმიტომ მოახდინეს, რომ ისინი უკეთ ჩასწვდნენ წმინდა წერილებს. a

 ის, რომ ბიბლიურ საკითხებს თანდათან მოეფინებოდა ნათელი, ამას შემდეგი ბიბლიური მუხლი ადასტურებს: „მართალთა ბილიკი დილის ნათელს ჰგავს, რომელიც უფრო და უფრო კაშკაშა ხდება შუადღის დადგომამდე“ (იგავები 4:18). როგორც ამომავალი მზის სხივი თანდათანობით ჰფენს ნათელს ჩვენ ირგვლივ არსებულ გარემოს, მსგავსად ხდის ღმერთიც გასაგებს ბიბლიურ ჭეშმარიტებას (1 პეტრე 1:10—12). ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ეს პროცესი ბოლო დღეებში დაჩქარდებოდა (დანიელი 12:4).

 ცვლილებებმა არც უნდა გაგვაკვირვოს და არც შეგვაშფოთოს. ძველ დროში მცხოვრებ ზოგ ღვთის მსახურსაც ჰქონდა მცდარი მოლოდინი და არასწორად ესმოდა ესა თუ ის საკითხი.

  •   მოსე შეეცადა ისრაელი ერის დახსნას, თუმცა ამის დრო ჯერ არ იყო დამდგარი — ღმერთს ამის გაკეთება ორმოცი წლის შემდეგ ჰქონდა განზრახული (საქმეები 7:23—25, 30, 35).

  •   იესოს მოციქულებს არ ესმოდათ წინასწარმეტყველება მესიის სიკვდილსა და აღდგომაზე (ესაია 53:8—12; მათე 16:21—23).

  •   პირველ საუკუნეში მცხოვრებ ზოგ ქრისტიანს ეგონა, რომ უკვე დადგა „იეჰოვას დღე“ (2 თესალონიკელები 2:1, 2).

 ღმერთმა მოგვიანებით მათ თვალსაზრისი შეუსწორა; ვლოცულობთ, რომ ღმერთი ჩვენ შემთხვევაშიც ასე მოიქცეს (იაკობი 1:5).

a ჩვენ არ ვცდილობთ დავმალოთ ცვლილებები, რომლებიც ბიბლიური სწავლებების გაგებას ეხება. პირიქით, მათ შესახებ ჩვენს პუბლიკაციებში ვაქვეყნებთ. მაგალითისთვის ონლაინ ბიბლიოთეკის საძიებო ველში ჩაწერეთ „სწავლებებს ნათელი მოეფინა“ და გაეცანით ამ საკითხთან დაკავშირებულ სტატიებს.