წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

თავიანთ რწმენას მოარგეს იეჰოვას მოწმეებმა ბიბლია?

თავიანთ რწმენას მოარგეს იეჰოვას მოწმეებმა ბიბლია?

რა თქმა უნდა, არა. როცა აღმოვაჩინეთ, რომ ის, რაც გვწამდა, არ ეთანხმებოდა ბიბლიას, შევიცვალეთ შეხედულება.

ბიბლიას დიდი ხანი ვიკვლევდით, სანამ 1950 წელს „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“ გამოვცემდით; მანამდე ვიყენებდით იმ დროისთვის ხელმისაწვდომ თარგმანებს და მათ საფუძველზე ვივითარებდით რწმენას. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი იმისა, თუ რა სწამთ იეჰოვას მოწმეებს; შემდეგ თავად გამოიტანეთ დასკვნა, ეთანხმება თუ არა მათი რწმენა ბიბლიურ სწავლებებს.

  1. რა გვწამს: ღმერთი არ არის სამება.

    1882 წლის ივლისის „სიონის საგუშაგო კოშკში“ ეწერა: „ჩვენმა მკითხველებმა კარგად იციან, რომ ჩვენ გვწამს იეჰოვა, იესო და წმინდა სული, მაგრამ სავსებით არ ვეთანხმებით არაბიბლიურ სწავლებას, რომ თითქოს ეს სამი ღმერთი ერთარსია, ან როგორც ზოგი ამბობს, ერთი ღმერთი სამპიროვანია“.

    რას ამბობს ბიბლია. „უფალი, ჩვენი ღმერთი, ერთი უფალია“ (კანონი 6:4, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა) „მაგრამ ჩვენ ერთი გვყავს მამა ღმერთი, ვისგანაც არის ყოველი, და ვისთვისაც ვართ ჩვენ; და ერთი გვყავს უფალი იესო ქრისტე, ვის მიერაც არის ყოველი, და ვის მიერაც ვართ ჩვენ“ (1 კორინთელები 8:6, სსგ). იესომ თავადაც თქვა: „მამა ჩემზე უმეტესია“ (იოანე 14:28, სსგ).

  2. რა გვწამს: არ არსებობს ცეცხლოვან ჯოჯოხეთი, სადაც ადამიანი მარადიულად იტანჯება. „სიონის საგუშაგო კოშკის“ 1882 წლის ივნისის გამოცემაში, სათაურით „ცოდვის საზღაური სიკვდილია“, ბიბლიის „მეფე ჯეიმზის თარგმანიდან“ ციტირებული იყო რომაელების 6:23 და შემდეგი რამ იყო აღნიშნული: „რა მარტივად და გასაგებად წერია. უცნაური ის არის, რომ ბევრი, ვინც ბიბლიას ღვთის სიტყვად მიიჩნევს, ჯიუტად ეწინააღმდეგება ამ მუხლში ჩაწერილ აზრს; ირწმუნება, რომ ცოდვის საზღაური მარადიული ტანჯვაა და ამას ბიბლიურ სწავლებას უწოდებს“.

    რას ამბობს ბიბლია. „ცოდვილი სული უნდა მოკვდეს“ (ეზეკიელი 18:4, 20, სსგ). საბოლოო სასჯელი ღვთის მოწინააღმდეგეთათვის არის „საუკუნო სიკვდილი“ და არა მარადიული ტანჯვა (2 თესალონიკელები 1:9, სსგ).

  3. რა გვწამს: ღვთის სამეფო არის რეალური მთავრობა და არა გულის მდგომარეობა. 1881 წლის დეკემბრის „სიონის საგუშაგო კოშკში“ ღვთის სამეფოსთან დაკავშირებით ნათქვამი იყო: „ღვთის სამეფოს დამყარება გულისხმობს დედამიწაზე არსებული ყველა სამეფოს განადგურებას“.

    რას ამბობს ბიბლია. „იმ მეფეთა დღეებში ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა, და ეს სამეფო სხვა ხალხის ხელში არ გადავა. იგი შემუსრავს და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება“ (დანიელი 2:44, საქართველოს ბიბლიური საზოგადოება).

თავიანთი რწმენის დასამტკიცებლად იეჰოვას მოწმეები მხოლოდ „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“ იყენებენ?

არა, რადგან ჩვენ დღესაც მივმართავთ ბიბლიის სხვადასხვა თარგმანს. უფრო მეტიც, მართალია, ყველას უფასოდ ვთავაზობთ „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“, მაგრამ, ამავე დროს, სიამოვნებით ვატარებთ ბიბლიის შესწავლას მათთანაც, ვისაც ბიბლიის სხვა თარგმანების გამოყენება ურჩევნია.

გაიგეთ მეტი

ბიბლიური მოძღვრებაა სამება?

რელიგიების უმეტესობას სწამს, რომ ღმერთი სამებაა. ასწავლის ბიბლია სამების მოძღვრებას?

მარადიული საწამებელია ჯოჯოხეთი?

იტანჯებიან ბოროტები ცეცხლოვან ჯოჯოხეთში? ცოდვის გამო ჯოჯოხეთში ხვდებიან ადამიანები? გაიგეთ ბიბლიური პასუხები ამ კითხვებზე.

როგორ მოეფინა კვლავ ნათელი ბიბლიურ ჭეშმარიტებას?

როგორ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ სწორედ ის გვწამს, რასაც სინამდვილეში ბიბლია ასწავლის?