ესაია 53:1—12
53 ვინ ერწმუნა ჩვენს ნათქვამს*?+
ვის ეჩვენა+ იეჰოვას მკლავი?+
2 ყლორტივით ამოვა+ ის მის* წინაშე, ფესვივით — გადახრუკული მიწიდან.
არც შესახედაობით იქნება გამორჩეული და არც დიდებულებით;+როცა დავინახავთ, თავისი გარეგნობით არ მიიპყრობს ჩვენს ყურადღებას.
3 ათვალწუნებული ჰყავდათ და თავს არიდებდნენ კაცს,+რომელსაც უნდა განეცადა ტკივილი და სნეულება.
მისი სახე თითქოს დაფარული იყო ჩვენგან*.
ათვალწუნებული იყო და არაფრად ვაგდებდით.+
4 საკუთარ თავზე აიღო ჩვენი სნეულებები,+იტვირთა ჩვენი ტკივილები.+
ჩვენ კი გვეგონა, რომ ის ღვთისგან იყო ნატანჯი, დასჯილი და ჩაგრული;
5 არადა, ჩვენი ცოდვებისთვის+ განიგმირა,+ჩვენი დანაშაულისთვის შეიმუსრა.+
ჩვენი მშვიდობისთვის დაისაჯა+და მისმა ჭრილობებმა განგვკურნა.+
6 ყველანი ცხვრებივით დავეხეტებოდით,+თითოეული ჩვენ-ჩვენს გზას ვადექით,იეჰოვამ კი მას ატვირთვინა თითოეული ჩვენგანის დანაშაული.+
7 შევიწროებული იყო,+ თავი დააჩაგვრინა+და ხმა არ დაუძრავს.
ისე წაიყვანეს, როგორც ცხვარი მიჰყავთ დასაკლავად.+ისიც ისე დუმდა,როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე.+
8 ჩაგვრისა და უსამართლო მსჯავრის გამო გამოასალმეს სიცოცხლეს.ვინ დაინტერესდება მისი წარმოშობით?!
მეტად აღარ იყო ცოცხალთა შორის.+ჩემი ხალხის დანაშაულის გამო მიიღო სასიკვდილო დარტყმა.+
9 ბოროტებთან გაუმზადეს სამარხი+და, როცა მოკვდა, მდიდრებთან დაიკრძალა;+თუმცა არაფერი დაუშავებიადა მის ბაგეს სიცრუე არ დასცდენია.+
10 იეჰოვას ნება იყო მისი შემუსვრა და დასნეულება.
თუ მის სიცოცხლეს დანაშაულის შესაწირავად გაიღებ, ღმერთო,+მას შთამომავალი ეყოლება, გაუხანგრძლივდება დღეები+და მისით შესრულდება იეჰოვას ნება.+
11 მთელი ამ ტანჯვის შემდეგ, იხილავს შედეგს და გაიხარებს.
ჩემი მართალი მსახური თავისი ცოდნით+გაამართლებს მრავალს+და თვითონ იტვირთებს მათ დანაშაულს.+
12 ამიტომ წილს მივცემ მას მრავალთა შორის,ნადავლს გაინაწილებს ძლიერებთან ერთად,რადგან სიკვდილს გადასცა თავისი სიცოცხლე+და შემცოდველად ჩაითვალა.+მან მრავალთა ცოდვა იტვირთა+და შემცოდველებს უშუამდგომლა.+

