არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„გალაადის“ სკოლის კურსდამთავრებულები მზად არიან სამკალში გულმოდგინედ მუშაობისთვის

„გალაადის“ სკოლის კურსდამთავრებულები მზად არიან სამკალში გულმოდგინედ მუშაობისთვის

„გალაადის“ სკოლის კურსდამთავრებულები მზად არიან სამკალში გულმოდგინედ მუშაობისთვის

„სამკალი ბევრია, მუშაკნი კი — ცოტა. ამიტომ ევედრეთ სამკლის უფალს, რომ წარმოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში“ (მათე 9:37, 38). ამ სიტყვებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 116-ე გამოსაშვები კლასის სტუდენტებისთვის, რომლებმაც სპეციალური მომზადება გაიარეს მისიონერული მსახურების დასაწყებად.

2004 წლის 13 მარტს, შაბათს, პატერსონში (ნიუ-იორკი) არსებულ „საგუშაგო კოშკის“ საგანმანათლებლო ცენტრსა და სხვა ადგილებში, სადაც პროგრამის ტრანსლაცია მიმდინარეობდა, 6 684 დამსწრემ მოისმინა გამოსაშვები პროგრამა, რომლის განმავლობაშიც კურსდამთავრებულები გამოსამშვიდობებელ რჩევებსა და გამხნევებას იღებდნენ. მათთვის მიცემული რჩევები სასარგებლო იქნება თითოეული ჩვენგანისთვის, რადგან ჩვენც გულმოდგინედ ვმონაწილეობთ სულიერ მკაში.

პროგრამა გახსნა თეოდორ იარაჩმა, რომელიც ხელმძღვანელი საბჭოს წევრი და აგრეთვე „გალაადის“ მეშვიდე კლასის კურსდამთავრებულია. მან ყურადღება გაამახვილა იესოს სიტყვებზე: „წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი“ (მათე 28:19, 20). ეს მართლაც რომ დროული იყო კურსდამთავრებულთათვის, რომლებიც 20 ქვეყანაში იმსახურებენ! იარაჩმა სტუდენტებს შეახსენა, რომ ღვთის სიტყვამ ისინი ყოველმხრივ მოამზადა უმნიშვნელოვანეს სულიერ მკაში გულმოდგინედ მუშაობისთვის (მათე 5:16).

რა უწყობს ხელს სამკალში მუშაობის ეფექტურობას?

პირველი მომხსენებელი იყო რობერტ უოლენი. ის მრავალი წელია, რაც სკოლა „გალაადთან“ თანამშრომლობს. მოხსენებაში „თანაგრძნობა — თვისება, რომელიც ადამიანს ამშვენებს“ მან სტუდენტების საყურადღებოდ აღნიშნა: „თანაგრძნობა ის ენაა, რომელიც ყრუებსაც კი ესმით, ხოლო უსინათლოები ხედავენ“. იესო მთელი გულით თანაუგრძნობდა გასაჭირში მყოფ ხალხს და მათი მდგომარეობის შემსუბუქებას ცდილობდა (მათე 9:36). სტუდენტებსაც მიეცემათ თანაგრძნობის გამოვლენის მრავალი შესაძლებლობა — სამქადაგებლო მსახურებაში, კრებაში, მისიონერთა სახლში და საკუთარ მეუღლეებთან ურთიერთობისას. მომხსენებელმა მათ მოუწოდა: „დაე ცხოვრების მანძილზე სხვებისთვის მსახურებით ყოველთვის ავლენდეთ ამ ლამაზ თვისებას — თანაგრძნობას. მისიონერთა სახლში საცხოვრებლად საუკეთესო ქცევაა საჭირო. ამიტომაც ყოველმხრივ შეეცადეთ თანაგრძნობით შემოსვას (კოლასელთა 3:12, აქ).

შემდეგ ხელმძღვანელი საბჭოს წევრი და „გალაადის“ 41-ე კლასის კურსდამთავრებული, გერიტ ლოში, გამოვიდა მოხსენებით „ხსნის მაუწყებლები“ (ესაია 52:7). ამ სისტემის განადგურებისას გადასარჩენად ადამიანებმა ღვთის სიტყვიდან საფუძვლიანი ცოდნა უნდა მიიღონ, სახალხოდ აღიარონ საკუთარი რწმენა და მოინათლონ (რომაელთა 10:10; 2 ტიმოთე 3:15; 1 პეტრე 3:21). მაგრამ ხსნის შესახებ უწყების მთავარი მიზანი ხალხის გადარჩენა კი არ არის, არამედ ღვთის განდიდებაა. ამიტომაც ძმა ლოშმა მომავალ მისიონერებს მოუწოდა: „მსოფლიოს კიდით კიდემდე იქადაგეთ სამეფოს შესახებ ცნობა და იეჰოვას განსადიდებლად გულმოდგინედ იმსახურეთ ხსნის მაუწყებლებად (რომაელთა 10:18).

„რამდენად ძლიერად ანათებთ?“ — ასეთი კითხვა დასვა სკოლა „გალაადის“ მასწავლებელმა ლორენს ბოუენმა. მან ყურადღება გაამახვილა იესოს სიტყვებზე, რომლებიც მათეს 6:22-შია ჩაწერილი და სტუდენტებს თვალის „სუფთად“ შენახვისკენ მოუწოდა „სულიერი სინათლის ასარეკლად, რაც იეჰოვას განადიდებს და სარგებლობას მოუტანს ადამიანებს“. მსახურების დაწყებისთანავე იესომ ამ მხრივ სრულყოფილი მაგალითი მოგვცა — მას ყურადღება ღვთის ნების შესრულებაზე ჰქონდა მიპყრობილი. იმ სასწაულებრივ ცოდნაზე დაფიქრება, რომელიც ზეცაში მამისგან მიიღო, იესოს დაეხმარა, უდაბნოში სატანის გამოცდებისთვის გაეძლო (მათე 3:16; 4:1—11). იესომ იეჰოვასადმი სრული ნდობა გამოხატა იმის შესრულებით, რაც მისგან ჰქონდა დავალებული. იესოს მსგავსად, მომავალი სირთულეების გადასატანად მისიონერები რეგულარულად უნდა სწავლობდნენ ბიბლიას და იეჰოვაზე სავსებით უნდა იყვნენ მინდობილნი.

მოხსენებათა ეს სერია დაასრულა სკოლა „გალაადის“ ერთ-ერთმა მასწავლებელმა და ამავე სკოლის 77-ე კლასის კურსდამთავრებულმა, მარკ ნიუმარმა, თემით „აჰა, ახლა შენს ხელთა ვართ“ (იესო ნავეს ძე 9:25). მან სტუდენტებს მოუწოდა, ძველ დროში მცხოვრები გაბაონელებისთვის მიებაძათ. მიუხედავად იმისა, რომ „დიდი ქალაქი იყო გაბაონი . . . და ყველა მისი კაცი მამაცი იყო“, გაბაონელები დიდებისკენ და საკუთარი სურვილისამებრ ცხოვრებისაკენ არ ისწრაფოდნენ (იესო ნავეს ძე 10:2). ისინი მზად იყვნენ, ლევიანთა ხელმძღვანელობით იეჰოვას თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად „შეშის მჭრელებად და წყლის მხაპავებად“ ემსახურათ (იესო ნავეს ძე 9:27). შეიძლება ითქვას, რომ სკოლა „გალაადის“ კურსდამთავრებულებმა დიდ იესო ნავეს ძეს, იესო ქრისტეს, უთხრეს: „აჰა, ახლა შენს ხელთა ვართ“. როცა ისინი უცხო ქვეყანაში მსახურებას შეუდგებიან, მათ ნებისმიერი დავალება უნდა მიიღონ დიდი იესო ნავეს ძისგან.

შემთხვევები და ინტერვიუები

„ახსენით წერილები“ — ასეთ თემაზე იმსჯელა სტუდენტების ჯგუფთან სკოლა „გალაადის“ ერთ-ერთმა მასწავლებელმა უოლეს ლივერანსმა, რომელიც ამავე სკოლის 61-ე კლასის კურსდამთავრებულია. სტუდენტებმა გაიხსენეს სამქადაგებლო მსახურებაში მომხდარი შემთხვევები, რომლებიც „გალაადში“ სწავლის პერიოდში ჰქონდათ და ინსცენირებების სახით წარმოადგინეს. აშკარა იყო, რომ ხუთი თვის განმავლობაში წმინდა წერილების გამოკვლევამ გავლენა მოახდინა მათ გულებზე და ნასწავლის სხვებისთვის გაზიარებისკენ აღძრა (ლუკა 24:32). ხუთთვიანი კურსის განმავლობაში ერთ სტუდენტს შესაძლებლობა ჰქონდა, საკუთარი ძმისთვის გაეზიარებინა ის, რასაც სწავლობდა. ამან კი მისი ძმა აღძრა, კრება მოეძებნა და ბიბლიის შესწავლა დაეწყო. ამჟამად ის მზად არის, გახდეს მოუნათლავი მაუწყებელი.

ამ შემთხვევების შემდეგ რიჩარდ ეშმა და ჯონ გიბარდმა ინტერვიუები აიღეს ძმებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებიან იეჰოვას. მათ შორის რამდენიმე მიმომსვლელი ზედამხედველიც იყო, რომლებმაც სპეციალური მომზადება გაიარეს „საგუშაგო კოშკის“ საგანმანათლებლო ცენტრში. ეს ძმები სკოლა „გალაადის“ წინა კლასებში სწავლობდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა გაიხსენა, თუ რა უთხრა ძმა ნორმა მის კლასს: „გალაადში ბევრ რამეს ისწავლით. მაგრამ აქედან თუ თვითკმაყოფილები გახვალთ, შრომა წყალში ჩაგვეყრება. ჩვენ გვინდა აქედან სავსე თავებით კი არა, სავსე მოსიყვარულე გულებით გახვიდეთ“. ძმებმა, რომლებიც მიმომსვლელ ზედამხედველებად მსახურობენ, სტუდენტებს ურჩიეს, ყურადღება ხალხზე და მათ საჭიროებებზე გადაიტანონ, ისევე მოექცნენ ადამიანებს, როგორც ქრისტე ექცეოდა და თავმდაბლურად მიიღონ ნებისმიერი დავალება. ამ რჩევის გამოყენება უეჭველად დაეხმარება ახალ მისიონერებს ეფექტურად მსახურებაში.

გულმოდგინედ იმუშავეთ სამკალში!

აუდიტორიას საშუალება მიეცა, მოესმინა ხელმძღვანელი საბჭოს კიდევ ერთი წევრისთვის, სტივენ ლეტისთვის. მან წარმოთქვა პროგრამის მთავარი მოხსენება, სათაურით „გულმოდგინედ იმუშავეთ სამკალში“ (მათე 9:38). მკისას მოსავლის აღების დრო შეზღუდულია. მუშებს გულმოდგინედ შრომა სჭირდებათ. მაშ, რამდენად უფრო მნიშვნელოვანია ეს ამ სისტემის აღსასრულისას! ამ დიდი სულიერი მკისას ადამიანების სიცოცხლეა საფრთხეში (მათე 13:39). ძმა ლეტმა კურსდამთავრებულებს მოუწოდა, ‘არ დაიღალონ’, არამედ ‘სულით აღიგზნონ და ემსახურონ უფალს’ მკის დროს, რომელიც აღარასოდეს განმეორდება (რომაელთა 12:11). მომხსენებელმა მოიყვანა იესოს სიტყვები: „აახილეთ თვალები და შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან სამკალად“ (იოანე 4:35). შემდეგ მან სტუდენტებს მოუწოდა, ერთგულება და მონდომება გამოავლინონ მკის საქმეში და ყველანაირად შეეცადონ ადამიანებს ესაუბრონ იმ დროს, როცა ეს შესაძლებელია და იმ ადგილებში, სადაც ისინი არიან. აგრეთვე ურჩია, გამოიყენონ არაფორმალურად ქადაგების შესაძლებლობები. მოსახერხებელი სიტუაციების შექმნის მცდელობა ხელს შეუწყობს ეფექტურად ქადაგებას. იეჰოვა გულმოდგინე ღმერთია და ჩვენგანაც მოელის, რომ მივბაძავთ მას და სულიერ მკაში გულმოდგინედ ვიშრომებთ (4 მეფეთა 19:31; იოანე 5:17, აქ).

პროგრამის დასასრულს თავმჯდომარემ, ძმა იარაჩმა, სხვადასხვა ფილიალიდან მიღებული მოკითხვები წაიკითხა და სტუდენტებს დიპლომები გადასცა. ამის შემდეგ ერთ-ერთმა კურსდამთავრებულმა წაიკითხა კლასის წერილი, რომელშიც სტუდენტების მადლიერება იყო გამოხატული. 116-ე კლასის გამოშვებამ ყველა დამსწრე უფრო მეტად აღძრა სამკალში გულმოდგინედ მუშაობისკენ.

[ჩარჩო 25 გვერდზე]

კლასის სტატისტიკური მონაცემები

წარმოდგენილი ქვეყნების რაოდენობა: 6

ქვეყნების რაოდენობა, სადაც მისიონერები დაინიშნენ: 20

სტუდენტების რაოდენობა: 46

საშუალო ასაკი: 34, 2

ჭეშმარიტებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა: 17, 2

სრული დროით მსახურებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა: 13, 9

[სურათი 26 გვერდზე]

„საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 116-ე კლასი

რიგები დანომრილია ქვემოდან ზემოთ, გვარები კი მოცემულია მარცხნიდან მარჯვნივ.

1) რ. ჩანსუ, ტ. სპარკსი, კ. პინია, პ. ტერნერი, ლ. ჩეინი; 2) მ. სუარდი, ო. შეკვისტი, ლ. ამადორი, ნ. სმითი, ე. ჯორდანი, ლ. ბუასონო; 3) ჯ. მეტლოკი, კ. რუისი, ლ. დულარი, მ. ვინიერონი, კ. ჰენრი; 4) ჰ. შეკვისტი, ჯ. ლოქსი, ჯ. რუზო, კ. გუსტაფსონი, რ. ბუასონო, მ. ჯორდანი; 5) დ. ჰენრი, დ. ტერნერი, ს. კერვინი, კ. ფლორიტი, ს. ჩანსუ; 6) ს. ამადორი, ჯ. ჩეინი, რ. როსი, ჯ. ნელსონი, ხ. რუისი, მ. ვინიერონი; 7) ხ. ფლორიტი, დ. მეტლოკი, ბ. როსი, კ. ლოქსი, ტ. რუზო, დ. დულარი, ნ. კერვინი; 8) ა. გუსტაფსონი, დ. ნელსონი, უ. სუარდი, მ. პინია, კ. სმითი, ტ. სპარკსი.