მათეს სახარება 3:1—17

  • იოანე ნათლისმცემლის ქადაგება (1—12).

  • იესოს ნათლობა (13—17).

3  იმ დროს იუდეის უდაბნოში იოანე+ ნათლისმცემელმა+ დაიწყო ქადაგება: 2  „მოინანიეთ, რადგან მოახლოვდა ზეციერი სამეფო!“+ 3  მასზეა ნათქვამი ესაია წინასწარმეტყველის+ სიტყვები: «უდაბნოში მღაღადებლის ხმა ისმის: „მოამზადეთ იეჰოვას* გზა, მოასწორეთ მისი სავალი!“»+ 4  იოანეს აქლემის ბეწვის სამოსი ეცვა, წელზე ტყავის სარტყელი ერტყა+ და კალიებითა და ველური თაფლით იკვებებოდა.+ 5  მასთან მიდიოდნენ იერუსალიმში, მთელ იუდეასა და იორდანის მიდამოებში მცხოვრებნი,+ 6  საჯაროდ აღიარებდნენ ცოდვებს და ისიც ნათლავდა მათ მდინარე იორდანეში.+ 7  იოანემ მისკენ მიმავალი მრავალი ფარისეველი და სადუკეველი+ რომ დაინახა, უთხრა: „გველგესლათა ნაშიერნო,+ ვინ გითხრათ, რომ თავს დააღწევთ მოსალოდნელ რისხვას?!+ 8  გამოიღეთ მონანიების შესაფერისი ნაყოფი 9  და არ გაბედოთ იმის თქმა, ჩვენი მამა აბრაამიაო,+ რადგან გეუბნებით, ღმერთს ამ ქვებიდანაც შეუძლია აღუდგინოს აბრაამს შვილები. 10  ცულიც უკვე დევს ხის ძირას; ხეს, რომელიც კარგ ნაყოფს არ გამოიღებს, მოჭრიან და ცეცხლში ჩააგდებენ.+ 11  მე წყლით გნათლავთ, რადგან მოინანიეთ,+ მაგრამ ჩემ შემდეგ მომავალი ჩემზე ძლიერია და მე იმის ღირსიც კი არ ვარ, რომ მას სანდლები გავხადო.+ ის წმინდა სულითა+ და ცეცხლით მოგნათლავთ.+ 12  მას ხელში უჭირავს ფიწალი და მთლიანად გაწმენდს თავის კალოს; ხორბალს ბეღელში მოაგროვებს, ბზეს კი ჩაუქრობელ ცეცხლში დაწვავს“.+ 13  მაშინ მივიდა იესო გალილეიდან იორდანის პირას, იოანეს რომ მოენათლა.+ 14  იოანე შეეწინააღმდეგა: „შენ მე უნდა მნათლავდე და შენ ჩემთან მოდიხარ?!“ 15  იესომ მიუგო: „ამჯერად ასე იყოს, რადგან ამგვარად გვმართებს ღვთის ნების შესრულება“. ამის შემდეგ იოანე აღარ შეწინააღმდეგებია. 16  როგორც კი მოინათლა იესო და წყლიდან ამოვიდა, აი, გაიხსნა ცა+ და იოანემ დაინახა, რომ ღვთის სული იესოზე მტრედის სახით ეშვებოდა.+ 17  და აი, ხმაც გაისმა ციდან:+ „ეს არის ჩემი საყვარელი ძე,+ რომელიც მე მოვიწონე!“+

სქოლიოები