არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„მიწა, სადაც რძე და თაფლი მოედინება“

„მიწა, სადაც რძე და თაფლი მოედინება“

„მიწა, სადაც რძე და თაფლი მოედინება“

ეგვიპტიდან გათავისუფლების შემდეგ იეჰოვა ღმერთი ისრაელებს დაჰპირდა, რომ შეიყვანდა „კარგ და ვრცელ მიწაზე, სადაც რძე და თაფლი მოედინება“ (გამოსვლა 3:8).

როცა ისრაელები აღთქმულ მიწაზე დასახლდნენ, მოაშინაურეს ძროხები, ცხვრები, თხები და რძე უხვად ჰქონდათ. თაფლზე რაღას ვიტყვით? ზოგს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულ მუხლში იგულისხმება არა თაფლი, არამედ ფინიკის, ლეღვისა და ყურძნის ტკბილი სიროფი. ბიბლია უმეტესწილად მოიხსენიებს ველურ თაფლს და არა მოშინაურებული ფუტკრის თაფლს (მსაჯულები 14:8, 9; 1 სამუელი 14:27; მათე 3:1, 4). მართლა რძე და თაფლი მოედინებოდა ისრაელის მიწაზე?

არც ისე დიდი ხნის წინ ისრაელის ტერიტორიაზე არქეოლოგიურმა აღმოჩენამ მეტი ნათელი მოჰფინა ამ საკითხს. ამ აღმოჩენის შესახებ ებრაული უნივერსიტეტის პრეს-რელიზში მოყვანილი იყო პროფესორ (ამაჰაი) მაზარის სიტყვები: „ეს არის უძველესი საფუტკრე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად იქნა ნაპოვნი. იგი ძვ. წ. X-IX საუკუნეებით თარიღდება“.

არქეოლოგებმა იპოვეს სამ მწკრივად დალაგებული 30-ზე მეტი სკა და როგორც ვარაუდობენ, იქ საერთო ჯამში დაახლოებით 100 სკა იყო. სკები შეისწავლეს და იპოვეს ფუტკრის სხეულის ნაწილები და ცვილის ნაწილაკები. მეცნიერები ფიქრობენ, რომ იმ ადგილზე „სკებიდან ყოველ წელს ნახევარტონა თაფლს იღებდნენ“.

ძველად თაფლი გემრიელი ნუგბარი იყო, ხოლო მისგან მიღებული ცვილი ლითონისა და ტყავის დასამზადებლად გამოიყენებოდა. მას ასევე საწერ მასალადაც იყენებდნენ. ცვილს ასხამდნენ ხის საწერ დაფაზე, რომელსაც უსწორმასწორო ზედაპირი ჰქონდა. საწერი დაფის ხელახლა გამოყენების მიზნით კი დაფას აცხელებდნენ, რის შედეგადაც ცვილი დნებოდა და დაფის ზედაპირი სწორდებოდა. რა დაასკვნეს არქეოლოგებმა ამ აღმოჩენის შემდეგ?

პრეს-რელიზი დასძენს: «მართალია, ბიბლიაში არაფერია ნათქვამი, მისდევდნენ თუ არა ისრაელში მეფუტკრეობას, მაგრამ თელ-რეხობთან აღმოჩენილი საფუტკრე იმაზე მიანიშნებს, რომ ძველ ისრაელში მეფუტკრეობა კარგად იყო განვითარებული პირველი ტაძრის [სოლომონის მიერ აშენებული] არსებობის პერიოდში. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ბიბლია „თაფლში“ ფუტკრის თაფლს გულისხმობს».

[სურათის საავტორო უფლება 15 გვერდზე]

Institute of Archaeology/Hebrew University © Tel Rehov Excavations