არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

რამდენად „უმძიმს იეჰოვას თავის ერთგულთა სიკვდილი“?

▪ ღვთის შთაგონებით ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „იეჰოვას ძალიან უმძიმს თავის ერთგულთა სიკვდილი“ (ფსალმ. 116:15). თითოეული ჭეშმარიტი თაყვანისმცემლის სიცოცხლე ძალიან ძვირფასია მისთვის. თუმცა 116-ე ფსალმუნში ჩაწერილ ამ სიტყვებში უფრო მეტი იგულისხმება, ვიდრე ცალკეული ადამიანის სიკვდილი.

დაკრძალვის მოხსენების წარმოთქმისას ფსალმუნის 116:15-ის წაკითხვა უადგილო იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ გარდაცვლილი იეჰოვას ერთგული მსახური იყო. რატომ? იმიტომ, რომ ამ სიტყვებს უფრო ფართო მნიშვნელობა აქვს. იეჰოვას იმდენად უმძიმს თავის ერთგულ თაყვანისმცემელთა სიკვდილი, რომ ის არ დაუშვებს მათი, როგორც ჯგუფის განადგურებას (იხილეთ ფსალმუნების 72:14; 116:8).

ფსალმუნის 116:15 გვარწმუნებს, რომ იეჰოვა არ დაუშვებს თავისი ერთგული თაყვანისმცემლების, როგორც მთლიანი ჯგუფის მოსპობას. ჩვენი თანამედროვე ისტორია გვიჩვენებს, რომ არაერთ სირთულესა და საშინელ დევნებს გავუძელით. ეს იმის დასტურია, რომ იეჰოვა არავის მისცემს ნებას, მოსპოს თავისი ხალხი.

იეჰოვას უსაზღვრო ძალა აქვს და ყოველთვის ასრულებს თავის განზრახვებს. ეს იმის საფუძვლიან იმედს გვაძლევს, რომ მისი მსახურები, როგორც ჯგუფი, არ განადგურდება. ეს რომ მომხდარიყო, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნებოდა, თითქოს მისი მტრები მასზე ძლიერნი არიან. ამასთანავე, არ შესრულდებოდა იეჰოვას განზრახვა, რომ დედამიწაზე ერთგულ ადამიანებს ეცხოვრათ, რაც სრულიად წარმოუდგენელია (ეს. 45:18; 55:10, 11). თუ იეჰოვას დიდებული სულიერი ტაძრის მიწიერ ეზოებში არ დარჩებოდნენ მისი თაყვანისმცემლები, დედამიწაზე წმინდა თაყვანისმცემლობა შეწყდებოდა. გარდა ამისა, ვეღარავინ შექმნიდა „ახალ დედამიწას“, ანუ სამართლიან საზოგადოებას, რომელსაც „ახალი ცა“ გაუწევდა ხელმძღვანელობას (გამოცხ. 21:1). არც ქრისტეს ათასწლიანი მმართველობა იარსებებდა მიწიერი ქვეშევრდომების გარეშე (გამოცხ. 20:4, 5).

ღმერთს სხვებისთვის თავისი ხალხის მოსპობის უფლება რომ მიეცა, მისი მდგომარეობა და რეპუტაცია ეჭვქვეშ დადგებოდა. გარდა ამისა, მის, როგორც უზენაესი მმართველის სახელს, ჩირქი მოეცხებოდა. მაგრამ იეჰოვა საკუთარი თავისა და თავისი წმინდა სახელის გულისთვის დაიცავს თავის ერთგულებს, როგორც ჯგუფს. რადგან „უსამართლობა შორს არის ღმერთისგან“, ის ყოველთვის დაიფარავს თავის ერთგულ მსახურებს (კან. 32:4; დაბ. 18:25). უფრო მეტიც, თუკი იეჰოვა თავისი ხალხის განადგურებას დაუშვებდა, ეს ბიბლიაში ჩაწერილი შემდეგი სიტყვების საპირისპირო იქნებოდა: „არ მიატოვებს იეჰოვა თავის ხალხს თავისი დიდებული სახელის გამო“ (1 სამ. 12:22). ნამდვილად, „იეჰოვა არ მიატოვებს თავის ხალხს, არ დატოვებს თავის მემკვიდრეობას“ (ფსალმ. 94:14).

რაოდენ მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვას ხალხი არასოდეს „გაქრება“ დედამიწიდან! მაშ, ყოველთვის უერთგულეთ ღმერთს და ენდეთ მის დაპირებას: „არც ერთ იარაღს, რომელიც შენ წინააღმდეგ შეიქმნება, არ ექნება წარმატება, და ყველა ენას, რომელიც შენ წინააღმდეგ აღსდგება სასამართლოში, შენ დასდებ მსჯავრს. ეს არის იეჰოვას მსახურთა მემკვიდრეობა, მათი სიმართლე ჩემგან არის“ (ეს. 54:17).

[ჩანართი 22 გვერდზე]

ღმერთი არასოდეს დაუშვებს თავისი ხალხის განადგურებას