არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მარადიულად სწავლისთვის შექმნილნი

მარადიულად სწავლისთვის შექმნილნი

მარადიულად სწავლისთვის შექმნილნი

„ყოველი ადამიანის თავში უმძლავრესი კომპაქტური ორგანოა მოთავსებული. და რაც უფრო მეტად შევისწავლით მას, მით უფრო მეტ, უსაზღვრო შესაძლებლობებს აღმოვაჩენთ“ (ტონი ბუზანი და ტერენს დიქსონი, სამეცნიერო სტატიათა ავტორები).

რა მოცულობის ინფორმაციას იტევს ადამიანის ტვინი? ეს კითხვა მოსვენებას არ აძლევს მკვლევართა ცნობისმოყვარეობას. პიტერ რასელი წერს: „რაც უფრო მეტს ვიგებთ ადამიანის ტვინზე, მით უფრო მეტ უნარსა და პოტენციალს ვხედავთ მასში. ეს აღმოჩენები გაცილებით აჭარბებს აქამდე გამოთქმულ ვარაუდებს“.

მაგალითად, ადამიანის ტვინს დამახსოვრების წარმოუდგენელი უნარი აქვს. „არ იქნებოდა სწორი, თუ მეხსიერებას ყუთს შევადარებდით, რომელიც თანდათანობით ივსება, — ამბობს პიტერ რასელი. — ის უფრო ხეს შეგვიძლია შევადაროთ, რომელზეც კაუჭები იზრდება და მათზე ახალ-ახალი ინფორმაცია ეკიდება. ნებისმიერი დამახსოვრებული ინფორმაცია ასეთი კაუჭებისგან შემდგარი ჯაჭვია, რომელსაც ახალ-ახალი აზრები ებმება. ასე რომ, ტვინის მეხსიერების უნარი სულ უფრო და უფრო ფართოვდება. რაც უფრო მეტი იცით, მით უფრო მეტის სწავლა შეგიძლიათ“. ეს კი კვლავ წამოჭრის კითხვას, რომელიც ადრეც დავსვით: რატომ აქვს ადამიანის ტვინს ასეთი უსაზღვრო, უკიდეგანო შესაძლებლობები?

ევოლუციის თეორია ვერ გვაძლევს დამაკმაყოფილებელ პასუხს. თუკი არსებობისთვის ბრძოლაში უძლიერესი იმარჯვებს, რამ განუვითარა ადამიანის ტვინს ასეთი უსაზღვრო უნარი? მოაზროვნე ადამიანებს საგონებელში აგდებს მსგავსი კითხვები. მაგალითად, რა საჭიროა უზარმაზარი სატვირთო მანქანის გამოშვება, თუკი მან მხოლოდ ერთი მუჭა ქვიშა უნდა ზიდოს?

ბიბლია ამ კითხვებზე მარტივ, მაგრამ ლოგიკურ პასუხს გვაძლევს. უპირველესად, ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ჩვენი წინაპრები, ადამი და ევა, ღვთის მსგავსებად იყვნენ შექმნილნი, ამიტომ მათ შეეძლოთ მისი შესანიშნავი თვისებების არეკვლა. გარდა ამისა, ბიბლია გვიხსნის, რომ მათ უნდა ეცხოვრათ — და შესაბამისად ესწავლათ — მარადიულად (დაბადება 1:27; 2:16, 17). ადამიანის ტვინი ღვთის ამ განზრახვის უტყუარობას მოწმობს, თუმცა ახლა ის არასრულყოფილია კაცობრიობის ცოდვილი მდგომარეობის გამო (რომაელები 5:12).

ღვთის თავდაპირველი განზრახვა უეჭველად შესრულდება და სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე იცხოვრებენ სრულყოფილი, ღვთისმოშიში ადამიანები. იეჰოვამ საკუთარი მხოლოდშობილი ძეც კი შემოგვწირა, რომ ჩვენ მარადიულად ვიცხოვროთ (მათე 20:28; იოანე 3:16).

საუკეთესო საზრდო გონებისთვის

იეჰოვამ თავისი სიტყვა, ბიბლიაც მოგვცა (2 ტიმოთე 3:16; 2 პეტრე 1:21). ეს ფასდაუდებელი წიგნი წმინდა სულის ხელმძღვანელობითაა შექმნილი. ამიტომ, სულაც არ იქნება გაზვიადებული, თუ ვიტყვით, რომ ის საუკეთესო სულიერი საზრდოა კაცობრიობისთვის (ფსალმუნები 18:8—11). ამის თაობაზე იესომ თქვა: „კაცმა მხოლოდ პურით კი არ უნდა იცოცხლოს, არამედ იეჰოვას პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით“ (მათე 4:4).

ასე რომ, ახალგაზრდა ხართ თუ ხანდაზმული, მოგიწოდებთ, ყოველდღე ცოტა ხანი მაინც დაუთმოთ ღვთის სიტყვის კითხვას. ისინი, რომლებიც ასე იქცევიან და ნასწავლის თანახმადაც მოქმედებენ, არამარტო ახლა მიაღწევენ კარგ შედეგებს, არამედ ბედნიერი მომავალიც ექნებათ. დიახ, ისინი მარადიულად იცხოვრებენ და ისწავლიან, როგორც ეს თავიდანვე ჩაიფიქრა ღმერთმა. ეს ნამდვილად ბრწყინვალე იმედია! (ეკლესიასტე 3:11; იოანე 17:3).

[სურათი 11 გვერდზე]

ადამიანის ტვინი შექმნილია, რომ მარადიულად ისწავლოს, რაშიც ღვთის განზრახვა ირეკლება.

[სურათები 12 გვერდზე]

ბიბლია საუკეთესო სულიერი საზრდოა ჩვენი გონებისთვის.