ეკლესიასტე 3:1—22

  • „ყველაფერს თავისი დრო აქვს“ (1—8).

  • დატკბი სიცოცხლით, ღვთისგან ბოძებული ძღვნით (9—15).

    • ადამიანის გულში მარადიულობა დევს (11).

  • ღმერთი სამართლიანად ასამართლებს (16, 17).

  • ადამიანებიც კვდებიან და ცხოველებიც (18—22).

    • ყველა მტვერს უბრუნდება (20).

3  ყველაფერს თავისი დრო აქვს; ყველა საქმეს თავისი დრო აქვს ამ ცისქვეშეთში.  2  არის შობის დრო და სიკვდილის დრო,დარგვის დრო და დარგულის ამოძირკვის დრო,  3  მოკვლის დრო და განკურნების დრო,ნგრევის დრო და შენების დრო,  4  ტირილის დრო და სიცილის დრო,მოთქმის დრო და ცეკვის დრო,  5  ქვების გადაყრის დრო და ქვების შეგროვების დრო,ხვევნის დრო და ხვევნისგან თავის შეკავების დრო,  6  ძებნის დრო და დაკარგვასთან შეგუების დრო,შენახვის დრო და გადაგდების დრო,  7  დახევის დრო+ და დაკერების დრო,დუმილის დრო+ და ლაპარაკის დრო,+  8  სიყვარულის დრო და სიძულვილის დრო,+ომის დრო და მშვიდობის დრო. 9  რას არგებს მშრომელს გარჯა?+ 10  ვნახე, რა საქმეებშიც ჩააბა ღმერთმა კაცთა მოდგმა. 11  მან თავის დროზე ყველაფერი მშვენივრად შექმნა;+ მარადიულობაც კი ჩადო ადამიანთა გულებში; თუმცა ისინი თავიდან ბოლომდე ვერასოდეს ჩასწვდებიან ღვთის საქმეებს. 12  მივხვდი, რომ არაფერია კაცისთვის იმაზე კარგი, რომ იხაროს და სიკეთე აკეთოს მთელი სიცოცხლე.+ 13  ყოველმა კაცმა უნდა ჭამოს, სვას და სიამე ნახოს თავის გარჯაში. ეს ღვთისგან ნაბოძები ძღვენია.+ 14  მივხვდი, რომ ყველაფერი, რასაც ღმერთი აკეთებს, მარადიულად გასტანს. მის ნამოქმედარს ვერც ვერაფერს დაუმატებ და ვერც ვერაფერს მოაკლებ; ეს ყველაფერი ღმერთმა ასე იმიტომ მოაწყო, რომ ხალხს მისი შიში ჰქონოდა.+ 15  რაც დღეს ხდება, ადრეც მომხდარა, და რაც მომავალში იქნება, უკვე იყო.+ რასაც კაცი ელტვის, ღმერთი მოიძიებს*. 16  ისიც ვიხილე ცისქვეშეთში, რომ სამართლიანობის ადგილიც და სიმართლის ადგილიც ბოროტებას დაუკავებია.+ 17  გულში ვთქვი: „ღმერთი გაასამართლებს მართალსაც და ბოროტსაც,+ რადგან ყველაფერს, ყველა საქმეს, თავისი დრო აქვს“. 18  გულში ისიც ვთქვი, რომ ღმერთი სცდის კაცთა მოდგმას და ანახვებს, რომ ცხოველებივით არიან. 19  ადამიანებსაც და ცხოველებსაც ერთი ბოლო აქვთ.+ როგორც ერთი კვდება, ისე კვდება მეორეც; ყველას ერთი სული* უდგას;+ ასე რომ, ადამიანი ცხოველზე არაფრით უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა. 20  ყველა ერთსა და იმავე ადგილას მიდის;+ მტვრისგან არიან შექმნილნი+ და მტვერსვე უბრუნდებიან.+ 21  ვინ იცის, მართლა ადის ადამიანის სული მაღლა ან მართლა ჩადის ცხოველის სული დაბლა მიწაში?+ 22  დავინახე, რომ კაცისთვის იმაზე კარგი არაფერია, რომ სიამე ნახოს თავის გარჯაში,+ რადგან ეს არის მისი ჯილდო; თორემ ვინ ანახვებს მას, რაც მისი სიკვდილის შემდეგ მოხდება?!+

სქოლიოები

ან შესაძლოა: „გარდასულს ღმერთი მოიძიებს“.
ებრ. „რუახ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).