არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 46

გმადლობთ, იეჰოვა!

გმადლობთ, იეჰოვა!

(1 თესალონიკელები 5:18)

  1. 1. გმადლობთ, იეჰოვა, დღითა და ღამით,

    შენ გვინათებ გზას ჭეშმარიტებით.

    გმადლობთ, რომ გვაქვს ლოცვის შესაძლებლობა;

    გვსურს, შენკენ მოვმართოთ ჩვენი თხოვნა.

  2. 2. გმადლობთ, იეჰოვა, რომ ძე მოგვეცი.

    მან ქვეყნიერებას სძლია რწმენით.

    შენ გვხელმძღვანელობ და სულ გვეხმარები,

    რომ შევასრულოთ ჩვენი აღთქმები.

  3. 3. გმადლობთ პატივისთვის, რომ ვამცნოთ ყველას

    შენი სახელი, ჭეშმარიტება.

    მალე შენი სამეფო მოსპობს გლოვას,

    მას ულევი კურთხევები მოაქვს.

(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 50:14; 95:2; 147:7; კოლ. 3:15)