პირველი წერილი თესალონიკელების მიმართ 5:1—28
5 რაც შეეხება დროებსა და ვადებს, ძმებო, საჭირო არაა, ამაზე რამე მოგწეროთ.
2 თავადაც კარგად იცით, რომ იეჰოვას* დღე+ ზუსტად ისე მოვა, როგორც ქურდი მოდის ღამით.+
3 როცა ილაპარაკებენ, მშვიდობა და უსაფრთხოებაო, მაშინ დაატყდებათ თავს მოულოდნელი განადგურება,+ ისევე როგორც ორსულ ქალს — მშობიარობის ტკივილები, და თავს ვერ დააღწევენ.
4 თქვენ კი, ძმებო, სიბნელეში არ ხართ, რომ იმ დღემ ისე მოგისწროთ, როგორც დილამ — ქურდებს,
5 რადგან თქვენ სინათლის ძეები და დღის ძეები ხართ;+ ჩვენ არ ვართ სიბნელისა და ღამის ძეები.+
6 მაშ, ნუ დავიძინებთ დანარჩენების მსგავსად,+ არამედ გვეღვიძოს+ და ვიფხიზლოთ!+
7 მძინარეს ღამით სძინავს და ვინც სვამს, ღამეს მთვრალი ხვდება.+
8 ჩვენ კი, ვინც დღის ძეები ვართ, ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ რწმენისა და სიყვარულის ჯავშნით, მუზარადად კი ხსნის იმედი გვქონდეს,+
9 ვინაიდან ღმერთს ჩვენთვის რისხვის დატეხა არ სურს; მან იმისთვის აგვირჩია, რომ გვიხსნას+ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მეშვეობით.
10 ის ჩვენთვის მოკვდა,+ რათა, მკვდრები ვართ თუ ცოცხლები, მასთან ერთად ვიცოცხლოთ.+
11 ამიტომ გაამხნევეთ და აღაშენეთ ერთმანეთი,+ რასაც აკეთებთ კიდეც.
12 ახლა გთხოვთ, ძმებო, რომ პატივი სცეთ მათ, ვინც ირჯება თქვენ შორის, ვინც გხელმძღვანელობთ უფლის საქმეში და შეგაგონებთ;
13 დიდად დააფასეთ ისინი და გიყვარდეთ იმ საქმის გამო, რომელსაც აკეთებენ.+ მშვიდობიანად იყავით ერთმანეთთან.+
14 ამასთანავე, გევედრებით, ძმებო, შეაგონეთ ურჩები*,+ ანუგეშეთ გულდამძიმებულნი, მხარი დაუჭირეთ სუსტებს და სულგრძელნი იყავით ყველას მიმართ.+
15 ნურავის გადაუხდით სამაგიეროს;+ ყოველთვის ეცადეთ, რომ კარგი გაუკეთოთ ერთმანეთსაც და სხვებსაც!+
16 ყოველთვის იხარეთ!+
17 განუწყვეტლივ ილოცეთ!+
18 ყველაფრისთვის მადლიერნი იყავით!+ ესაა ღვთის ნება თქვენთვის, ქრისტე იესოს მიმდევრებისთვის.
19 ნუ ჩააქრობთ თქვენში ღვთის სულს!+
20 წინასწარმეტყველებებს უდიერად ნუ მოეკიდებით!+
21 ყოველივე შეამოწმეთ,+ დარწმუნდით, რა არის კარგი და მას ჩაეჭიდეთ;
22 ერიდეთ ყოველგვარ ბოროტებას!+
23 დაე თავად მშვიდობის ღმერთმა განგწმინდოთ სრულად და შეურყვნელი დარჩეს თქვენი ყოველმხრივ ჯანსაღი სულისკვეთება, სული და სხეული, ძმებო, იმ დროისთვის, როცა ჩვენი უფალი იესო ქრისტე მოვა*!+
24 ის, ვინც მოგიწოდათ, ერთგულია თავისი სიტყვის და შეასრულებს კიდეც მას.
25 ძმებო, ნუ შეწყვეტთ ჩვენთვის ლოცვას!+
26 მოიკითხეთ ყველა ძმა წმინდა ამბორით!
27 გავალდებულებთ უფლის წინაშე, რომ ეს წერილი ყველა ძმას წაუკითხოთ!+
28 ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, წყალობა არ მოგკლებოდეთ!
სქოლიოები
^ იხ. დანართი ა5.
^ სიტყვასიტყვით — „უწესრიგონი“.
^ ბერძნ. „პარუსია“. იხ. „ქრისტეს მოსვლა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

