არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ეწევით მისიონერულ მსახურებას?

ეწევით მისიონერულ მსახურებას?

რა თქმა უნდა. სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ, ყველა იეჰოვას მოწმეს მისიონერული სულისკვეთება ამოძრავებს, რადგან ისინი ყოველთვის მზად არიან, თავიანთი მრწამსი სხვებს გაუზიარონ (მათე 28:19, 20).

უფრო მეტიც, ზოგი მოწმე გადადის ისეთ ტერიტორიაზე, სადაც ბევრს ჯერ კიდევ არა აქვს მოსმენილი სასიხარულო ცნობა ბიბლიიდან. ზოგი სხვა ქვეყანაში გადადის, რათა გააფართოოს მსახურება. მათ უხარიათ, რომ თავიანთი წვლილი შეაქვთ იესოს მიერ წარმოთქმული წინასწარმეტყველების შესრულებაში: „იქნებით ჩემი მოწმეები ... დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქმეები 1:8).

1943 წელს მოწმეებმა დააარსეს სკოლა, რათა ზოგ მოწმეს სწავლების სპეციალური კურსი გაევლო და მისიონერი გამხდარიყო. მას შემდეგ 8 000-ზე მეტმა მოწმემ დაამთავრა ეს სკოლა, რომელიც „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ სახელითაა ცნობილი.