არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘ 8

მაგალითებით სწავლება

მაგალითებით სწავლება

მათე 13:34, 35

ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲐᲖᲠᲘ: სწავლებისას მოიყვანე მარტივი მაგალითები, რათა მსმენელისთვის უფრო საინტერესო და სასიამოვნო გახდეს შენი მოსმენა და მნიშვნელოვანი რამ ისწავლოს.

ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲝ:

  • შეარჩიე მარტივი მაგალითები. შეეცადე, რომ მარტივი და უბრალო მაგალითებით რთული და მნიშვნელოვანი საკითხები განმარტო, როგორც ამას იესო აკეთებდა. ნუ გადატვირთავ მაგალითს არასაჭირო დეტალებით. დარწმუნდი, რომ ის, რასაც მაგალითში მოიხსენიებ, ნამდვილად მიესადაგება თემას, რომელზეც საუბრობ. შედეგად, მსმენელს არ გაუჭირდება მაგალითის საკითხთან დაკავშირება.

  • მხედველობაში მიიღე მსმენელი. მოიყვანე მაგალითები, რომლებიც მსმენელის საქმიანობასთან ან მისთვის საინტერესო საკითხებთან იქნება დაკავშირებული. ფრთხილად იყავი, რომ მაგალითმა მსმენელს თავი უხერხულად ან შეურაცხყოფილად არ აგრძნობინოს.

  • დაანახვე მთავარი აზრი. წვრილმანების ნაცვლად, აქცენტი მთავარ აზრზე გააკეთე. შეეცადე, რომ მსმენელს მარტო მაგალითი კი არ დაამახსოვრდეს, არამედ ის აზრი, რომლის თქმაც ამ მაგალითით გსურდა.