არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘ 19

სათქმელის გულამდე მიტანა

სათქმელის გულამდე მიტანა

იგავები 3:1

ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲐᲖᲠᲘ: დაეხმარე მსმენელს, დააფასოს მოსმენილი და ნასწავლის თანახმად იმოქმედოს.

ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲝ:

  • აღძარი მსმენელი საკუთარი თავის გამოკვლევისკენ. დასვი რიტორიკული კითხვები, რათა მსმენელმა საკუთარი გული გამოიკვლიოს.

  • გაამახვილე ყურადღება მსმენელის კარგ მოტივებზე. აღძარი მსმენელი, დაფიქრდეს, რატომ აკეთებს კარგ საქმეებს. დაეხმარე მათ, რომ კარგი საქმეები იეჰოვას, მოყვასისა და ბიბლიური სწავლებების სიყვარულით აკეთონ. იმსჯელე აუდიტორიასთან ერთად; ლექციას ნუ წაუკითხავ. ნაცვლად იმისა, რომ თავი უხერხულად აგრძნობინო, გაამხნევე და წაახალისე, საუკეთესო გაიღონ იეჰოვასთვის.

  • იეჰოვასკენ მიმართე მსმენელის ყურადღება. ხაზი გაუსვი იმას, თუ როგორ ირეკლავს ღვთის თვისებებსა და ჩვენდამი სიყვარულს ბიბლიური სწავლებები, პრინციპები და ბრძანებები. აღძარი მსმენელი, დაფიქრდეს იეჰოვას გრძნობებზე და მის მოსაწონად მოქცევის სურვილი გაუჩნდეს.