არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

წერილი ხელმძღვანელი საბჭოსგან

წერილი ხელმძღვანელი საბჭოსგან

„მასწავლებლები უნდა იყოთ“ (ებრ. 5:12). წარმოიდგინეთ, სამყაროში საუკეთესო მასწავლებელი, იეჰოვა ღმერთი გვიწვევს, რომ სხვებს მის შესახებ ვასწავლოთ! იეჰოვას შესახებ ჭეშმარიტების სწავლება ოჯახში, კრებასა თუ მსახურებაში ჩვენთვის დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა. რა უნდა გავაკეთოთ, რომ კარგად გავართვათ თავი ამ დავალებას?

ამ კითხვაზე პასუხი პავლე მოციქულის სიტყვებში ჩანს. მან ტიმოთეს მისწერა: „მთელი გულმოდგინებით უკითხე ხალხს, შეაგონე და ასწავლე“. შემდეგ კი დასძინა: „ასე მოიქეცი და შენს თავსაც იხსნი და მსმენელებსაც“ (1 ტიმ. 4:13, 16). ცნობა, რომელსაც თქვენ ქადაგებთ, ადამიანების ხსნას ემსახურება. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ გაიუმჯობესოთ კითხვისა და სწავლების უნარი. ეს ბროშურა სწორედ ამ მიზანს ემსახურება. გავეცნოთ რამდენიმე თავისებურებას:

თითოეულ გაკვეთილში მოყვანილია ბიბლიური მუხლი, რომელშიც დანახვებულია პრინციპი ან მაგალითი.

იეჰოვა დიდებული მოძღვარია (ეს. 30:20). მართალია, ეს ბროშურა კითხვისა და სწავლების უნარის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ, მაგრამ არასოდეს დაივიწყოთ, რომ ყველაფერი, რასაც ვასწავლით, იეჰოვასგან მომდინარეობს და ის იზიდავს ადამიანებს (იოან. 6:44). ამიტომ გამუდმებით ილოცეთ წმინდა სულისთვის. ხშირად გამოიყენეთ ღვთის სიტყვა. მსმენელს ყოველთვის იეჰოვას თვალსაზრისი დაანახვეთ და არა საკუთარი. შეეცადეთ, რომ მათ იეჰოვა შეაყვაროთ.

თქვენ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ცნობის გადაცემა და სწავლება მოგენდოთ. დარწმუნებულნი ვართ, რომ ღვთის ძალაზე დაიმედება წარმატებას მოგიტანთ (1 პეტ. 4:11).

თქვენი თანამსახურები,

იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭო