არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

2 ღმერთი არ ზრუნავს ჩვენზე — სიმართლეა ეს?

2 ღმერთი არ ზრუნავს ჩვენზე — სიმართლეა ეს?

2 ღმერთი არ ზრუნავს ჩვენზე — სიმართლეა ეს?

შეიძლება გსმენიათ: „ნამდვილად რომ ზრუნავდეს ღმერთი კაცობრიობაზე, აღმოფხვრიდა მსოფლიოში არსებულ ბოროტებასა და ტანჯვას. სინამდვილეში რომც ზრუნავდეს ადამიანებზე, არა მგონია, მას პირადად ჩემი ბედი აღელვებდეს“.

რას გვასწავლის ბიბლია? იეჰოვა ღმერთს არ მიუძღვის ბრალი ბოროტებაში (იაკობი 1:13). მართალია, მას შეუძლია ნებისმიერ დროს აღმოფხვრას ბოროტება, მაგრამ ის უშვებს ზნედაცემული საზოგადოების არსებობას, რათა მნიშვნელოვანი საკამათო საკითხები გადაიჭრას, რომელიც კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში წამოიჭრა. საბოლოოდ, ის იმოქმედებს ადამიანთა სასარგებლოდ და გაანადგურებს მათ, ვინც უარყოფს მის მმართველობას, და კაცობრიობისთვის მათ მიერ მიყენებულ ყველანაირ ზარალს აანაზღაურებს (დაბადება 3:1—6; ესაია 65:17). *

გარდა იმისა, რომ ღმერთი ზრუნავს ადამიანებზე, იგი თითოეული მათგანით გულწრფელად არის დაინტერესებული. მათეს 10:29—31-დან ჩანს, რომ ღმერთმა ისეთი უმნიშვნელო დეტალებიც კი იცის ჩვენ შესახებ, რაზეც წარმოდგენაც არა გვაქვს: „განა ორ ბეღურას ერთ მონეტად არ ყიდიან? მაგრამ არც ერთი მათგანი არ დაეცემა მიწაზე ისე, რომ მამათქვენმა არ იცოდეს. თქვენს თავზე კი თმაც დათვლილია. ამიტომ, ნუ გეშინიათ: უამრავ ბეღურაზე ძვირფასნი ხართ“.

როგორ დაგეხმარებათ სიმართლის ცოდნა? ჩვეულებრივ, თავს ვარიდებთ უხეშ ან უგულო ადამიანებს. დღეს ბევრს მცდარი შეხედულება აქვს იმის თაობაზე, რომ ღმერთს არ აინტერესებს ადამიანები, რის გამოც თავს იკავებენ ღვთის გაცნობისგან ან მხოლოდ მაშინ მიმართავენ მას, როცა სხვა გამოსავალი არა აქვთ. იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ღმერთი ნამდვილად დაინტერესებულია თქვენით, იმისკენ გიბიძგებთ, რომ უფრო მეტი გაიგოთ მის შესახებ და დაუმეგობრდეთ მას.

მაგალითად, შეიძლება ღმერთს ლოცვით მიმართავთ, მაგრამ არა ხართ დარწმუნებული, რომ გიპასუხებთ. ბიბლია გვარწმუნებს, რომ „ლოცვების მომსმენი“ ნებისმიერ დროს მზად არის, მოუსმინოს მათ, ვინც გულწრფელად მიმართავს (ფსალმუნი 65:2).

ღმერთი მოგიწოდებთ, რომ „ყველა თქვენი საწუხარი მას მიანდოთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7). ჩვენ ყველაზე დიდი გასაჭირის დროსაც შეგვიძლია მივენდოთ ღმერთს, რადგან მის სიტყვაში ნათქვამია: „იეჰოვა ახლოს არის გულმოდრეკილებთან და სულგამწარებულებს იხსნის“ (ფსალმუნი 34:18).

[სქოლიო]

^ აბზ. 3 დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას, იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-11 თავში.

[ჩანართი 5 გვერდზე]

თუ ღმერთი არ ზრუნავს ჩვენზე, მაშ, რატომ მოგვიწოდებს, რომ ლოცვით მივმართოთ?