პეტრეს პირველი წერილი 5:1—14

  • მწყემსეთ ღვთის სამწყსო (1—4).

  • იყავით თავმდაბალნი და იფხიზლეთ (5—11).

    • ყველა საწუხარი ღმერთს მიანდეთ (7).

    • ეშმაკი მბრდღვინავი ლომივითაა (8).

  • გამოსამშვიდობებელი სიტყვა (12—14).

5  უხუცესებო, როგორც თანაუხუცესი, იესო ქრისტეს ტანჯვის მოწმე და იმ დიდების მოზიარე,+ რომელიც გამოცხადდება, მოგიწოდებთ: 2  როგორც ზედამხედველებმა, მწყემსეთ თქვენთვის მობარებული ღვთის სამწყსო,+ ოღონდ არა იძულებით, არამედ ხალისით, როგორც ღმერთს სურს,+ არა გამორჩენის მიზნით,+ არამედ მზადყოფნით. 3  ნუ იბატონებთ მათზე, ვინც ღმერთს ეკუთვნის.+ მაგალითი მიეცით სამწყსოს,+ 4  და, როცა უფროსი მწყემსი გამოცხადდება,+ დიდების უჭკნობ გვირგვინს მიიღებთ.+ 5  თქვენც, ახალგაზრდებო, დაემორჩილეთ უხუცესებს+ და თავმდაბლად მოექეცით ერთმანეთს, რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი სწყალობს.+ 6  ამიტომ დაიმდაბლეთ თავი ძლევამოსილი ღვთის წინაშე*, რათა თავის დროზე აგამაღლოთ,+ 7  და ყველა თქვენი საწუხარი მას მიანდეთ,+ რადგან ის ზრუნავს თქვენზე.+ 8  იფხიზლეთ და გეღვიძოთ!+ თქვენი მტერი, ეშმაკი, დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ გადაყლაპოს.+ 9  წინ აღუდექით მას მტკიცე რწმენით!+ მსგავს სატანჯველს თქვენი საძმოც ხვდება ქვეყნიერებაში.+ 10  მცირე ხნით თქვენი ტანჯვის შემდეგ კი გულმოწყალე ღმერთი, რომელმაც მოგიხმოთ,+ რომ ქრისტესთან ერთობაში ყოფილიყავით და დიდება მიგეღოთ, თავად დაასრულებს თქვენს მომზადებას. ის გაგამხნევებთ,+ განგამტკიცებთ+ და გაგაძლიერებთ. 11  მას ეკუთვნის ძლევამოსილება მარადიულად! ამინ! 12  სილვანუსის*+ ხელით, რომელსაც ერთგულ ძმად ვთვლი, ორიოდე სიტყვა მოგწერეთ გასამხნევებლად და იმაში დასარწმუნებლად, რომ ღმერთი გწყალობთ. ჩაეჭიდეთ ღვთის წყალობას! 13  მოკითხვას გითვლიან ბაბილონიდან ის*, ვინც თქვენსავით რჩეულია, და ჩემი შვილი მარკოზი.+ 14  მოიკითხეთ ერთმანეთი სიყვარულის ამბორით. მშვიდობა არ მოგკლებოდეთ ქრისტესთან ერთობაში მყოფთ!

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „ღვთის ძლევამოსილი ხელის ქვეშ“.
იგივე სილა.
დედანში გამოყენებულია მდედრობითი სქესის ნაცვალსახელი, რომელშიც, სავარაუდოდ, კრება იგულისხმება.