არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა იგულისხმება ღვთის სახელის ცოდნაში?

რა იგულისხმება ღვთის სახელის ცოდნაში?

რა იგულისხმება ღვთის სახელის ცოდნაში?

აქვს თქვენს სახელს რაიმე მნიშვნელობა? ზოგ ქვეყანაში, ჩვეულებრივ, ბავშვს რაიმე მნიშვნელობის მქონე სახელს არქმევენ. შესაძლოა, ეს სახელი მშობლებმა თავიანთი რწმენისა და ფასეულობების მიხედვით დაარქვან ან ის შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, თუ როგორი მომავალი სურთ თავიანთი შვილისთვის.

რაიმე მნიშვნელობის მქონე სახელის დარქმევას დიდი ისტორია აქვს. ბიბლიურ დროში სახელებს მნიშვნელობის მიხედვით არქმევდნენ. ზოგჯერ ადამიანის სახელი იმაზე მიუთითებდა, თუ როგორი პიროვნება იქნებოდა ის და როგორი ცხოვრებით იცხოვრებდა. მაგალითად, როდესაც იეჰოვა დავითს მისი ვაჟის, სოლომონის, მომავალზე ელაპარაკებოდა, ასეთი სიტყვები უთხრა: „სოლომონი [ნაწარმოებია სიტყვა „მშვიდობიდან“] ერქმევა მას და მშვიდობასა და სიმშვიდეს ვუბოძებ ისრაელს მის დროს“ (1 მატიანე 22:9).

ზოგჯერ იეჰოვა ახალ სახელს აძლევდა მას, ვისაც რაიმე ახალ მისიას აკისრებდა. მან აბრაამის ცოლს, რომელსაც შვილი არ უჩნდებოდა, სარა დაარქვა, რაც „დიდგვაროვან ქალბატონს“ ნიშნავს. იეჰოვამ აბრაამს აუხსნა ამის მიზეზი: „ვაკურთხებ მას და ძეს მოგცემ მისგან; ვაკურთხებ მას და მრავალ ერად იქცევა იგი; ხალხთა მეფეები გამოვლენ მისგან“ (დაბადება 17:16). ესე იგი, იმისათვის, რომ გავიგოთ, რატომ დაერქვა სარას ეს სახელი, ისიც უნდა გვესმოდეს, თუ რა ახალი მისია დაეკისრა მას.

რის თქმა შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვან სახელზე — იეჰოვაზე? რას ნიშნავს ის? როდესაც მოსემ ღმერთს სახელი ჰკითხა, მან უპასუხა: „მე ვიქცევი იმად, რადაც ვიქცევი“ (გამოსვლა 3:14). როდერემის თარგმანში ეს სიტყვები შემდეგნაირად არის გადმოცემული: „მე ვიქცევი იმად, რადაც მსურს“. იეჰოვას სახელიდან ჩანს, რომ ის თავისი განზრახვის შესასრულებლად უამრავ როლს ასრულებს. მაგალითისთვის: დღის განმავლობაში დედამ შვილებზე ზრუნვისას შეიძლება სხვადასხვა როლი შეასრულოს; შეიძლება ის იყოს ექთანი, მზარეული და მასწავლებელი, იმისდა მიხედვით, თუ რა სჭირდება მის შვილებს. იმავეს თქმა შეიძლება იეჰოვაზეც, ოღონდ გაცილებით დიდებული სახით. იეჰოვას შეუძლია იქცეს იმად, რადაც სურს და საჭიროების მიხედვით შეასრულოს ნებისმიერი როლი, რათა კაცობრიობის მიმართ თავისი განზრახვა განახორციელოს. ასე რომ, ვიცნობდეთ იეჰოვას სახელით გულისხმობს იმას, რომ გვესმოდეს და ვაფასებდეთ მის ათასგვარ როლს.

სამწუხაროდ, მათთვის, ვინც ღმერთს სახელით არ იცნობს, დაფარულია ღვთის შესანიშნავი თვისებები. ბიბლიის შესწავლა დაგეხმარებათ, დააფასოთ იეჰოვა როგორც ბრძენი მრჩეველი, ძლიერი მხსნელი, ჩვენი გულუხვი მარჩენალი და ასე შემდეგ. იეჰოვას მრავლის მთქმელი სახელი მოწიწებას გვინერგავს.

მიუხედავად ამისა, არ არის ადვილი გაიცნოთ ღმერთი სახელით. ამის მიზეზს შემდეგი სტატიიდან გავიგებთ.