მატიანე — წიგნი პირველი 22:1—19

  • დავითი ტაძრის ასაშენებლად თადარიგს იჭერს (1—5).

  • დავითი არიგებს სოლომონს (6—16).

  • დავითი მოუწოდებს ისრაელის მთავრებს, დაეხმარონ სოლომონს (17—19).

22  თქვა დავითმა: „აქ იქნება ღვთის, იეჰოვას, ტაძარი და ეს არის დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლო ისრაელისთვის!“+  დავითმა ბრძანა, თავი მოეყარათ ისრაელის მიწაზე მცხოვრები უცხოელებისთვის+ და დააყენა ისინი ქვის მჭრელებად, რათა ღვთის ტაძრის ასაშენებლად მოეჭრათ და გაეთალათ ქვები.+  დავითმა მოიმარაგა დიდი რაოდენობით რკინა კარიბჭეთა კარების ლურსმნებისა და სამაგრებისთვის, დიდძალი სპილენძი+  და უამრავი კედრის მორი,+ დიდი რაოდენობით რომ მოჰქონდათ მისთვის სიდონელებსა+ და ტვიროსელებს.+  თქვა დავითმა: „ჩემი ვაჟი სოლომონი ახალგაზრდა და გამოუცდელია,+ იეჰოვას ტაძარი კი ყველაზე დიდებული და სილამაზით+ გამორჩეული+ უნდა იყოს მთელ ქვეყანაზე.+ ამიტომ ყველაფერს მოვუმზადებ მას“. ასე რომ, სიკვდილამდე დავითმა ყველაფერი დიდი რაოდენობით მოიმარაგა.  მოუხმო დავითმა თავის ვაჟს, სოლომონს, და იეჰოვასთვის, ისრაელის ღვთისთვის, ტაძრის აგება დაავალა.  უთხრა დავითმა თავის ვაჟს, სოლომონს: «გულით მსურდა ჩემი ღვთის, იეჰოვას, სახელზე ტაძრის აგება,+  მაგრამ იეჰოვას სიტყვა მეუწყა: „ბევრი სისხლი გაქვს დაღვრილი და დიდი ომები გაქვს გადახდილი. შენ არ ააშენებ ტაძარს ჩემს სახელზე,+ რადგან ბევრი სისხლი გაქვს დაღვრილი ქვეყნად.  აი, შეგეძინება ძე,+ ის მშვიდობისმოყვარე კაცი იქნება და მე მოვასვენებ მას გარშემომყოფი ყველა მტრისგან;+ სოლომონი*+ ერქმევა მას და მშვიდობასა და სიმშვიდეს ვუბოძებ ისრაელს მის დროს.+ 10  ის ააშენებს ტაძარს ჩემს სახელზე;+ ის ჩემი ძე იქნება, მე კი — მისი მამა.+ მარადიულად განვამტკიცებ მის სამეფო ტახტს ისრაელში“.+ 11  ახლა კი, ჩემო შვილო, იეჰოვა იყოს შენთან, რათა ხელი მოგემართოს და ააშენო შენი ღვთის, იეჰოვას, ტაძარი, როგორც მან თქვა შენზე.+ 12  იეჰოვამ მოგცეს წინდახედულობა და გონიერება,+ როცა გიბოძებს ძალაუფლებას ისრაელზე, რათა დაიცვა იეჰოვას, შენი ღვთის, კანონი.+ 13  ხელი მოგემართება, თუ გულდასმით შეასრულებ იმ წესებსა+ და კანონებს, რომლებიც ისრაელს გადასცა იეჰოვამ მოსეს პირით.+ გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი, ნუ შეგეშინდება და ნუ შეძრწუნდები!+ 14  ყველაფერი გავაკეთე, რომ იეჰოვას ტაძრისთვის შემეგროვებინა 100 000 ტალანტი* ოქრო, 1 000 000 ტალანტი ვერცხლი და აუწონელი სპილენძი და რკინა.+ მორებიცა და ქვებიც მოვიმარაგე,+ თუმცა შენც მოგიწევს დამატება. 15  მუშახელიც ბევრი გყავს: ქვის მჭრელები,+ კალატოზები, დურგლები და ყველანაირი საქმის ოსტატები.+ 16  ოქრო-ვერცხლს, სპილენძსა და რკინას თვლა არა აქვს.+ ადექი და საქმეს შეუდექი, იეჰოვა იყოს შენთან!»+ 17  დავითმა ისრაელის მთავრებს უბრძანა, რომ მხარში ამოსდგომოდნენ მის ვაჟს, სოლომონს: 18  „განა თქვენი ღმერთი იეჰოვა არ არის თქვენთან?! ხომ მოგასვენათ ირგვლივ მყოფი მტრებისგან?! მან ჩამიგდო ხელში ამ მიწის მკვიდრნი და მათი მიწა იეჰოვასა და მისი ხალხისა გახდა. 19  მაშ, გულითა და სულით მოიწადინეთ, რომ ემსახუროთ იეჰოვას, თქვენს ღმერთს,+ და ააშენოთ ღვთის, იეჰოვას, ტაძარი,+ რათა იეჰოვას შეთანხმების კიდობანი და ღვთის მსახურებისთვის განკუთვნილი წმინდა ნივთები+ იეჰოვას სახელზე აშენებულ ტაძარში გადმოიტანოთ!“+

სქოლიოები

ნაწარმოებია ებრაული სიტყვიდან, რომელიც ნიშნავს „მშვიდობას“.
ტალანტი უდრიდა 34,2 კგ-ს. იხ. დანართი ბ14.