არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

ვარსკვლავობას ღვთის მსახურება ვარჩიე (იანვარი, 2010) უზომოდ მადლიერი ვარ ამ სტატიისთვის. 39 წლისა ვარ და 3 შვილს მარტო ვზრდი. რუსეთის იმ მხარეში, სადაც მე ვცხოვრობ, რთულია სამუშაოს შოვნა. მარტა ტერესა მარკესის ისტორიამ მოქმედებისკენ აღმძრა. როგორც სტატიაში ეწერა, სრული დროით რომ ემსახურა, მარტა ტამალებს აკეთებდა და ქუჩაში ყიდდა. გადავწყვიტე, მეც გამომეცხო რუსული ღვეზელი და გამეყიდა. საქმე კარგად წამივიდა. დღეს ეს ჩვენი ოჯახის ბიზნესია. მას მერე ჩემი შვილები ისეთ რაღაცებს სწავლობენ, რაც ცხოვრებაში გამოადგებათ და უფრო მეტ პასუხისმგებლობასაც გრძნობენ.

გ. მ. (რუსეთი).

ენის ბორძიკით ლაპარაკი — როგორ შეგიძლიათ მეტყველების გაუმჯობესება? (მაისი, 2010) გმადლობთ ამ თემაზე ზუსტი ინფორმაციის მოწოდებისთვის. ჩვენ დაუღალავად ვშრომობთ, რომ მათ, ვინც ენის ბორძიკით ლაპარაკობს, გავაცნოთ ის უამრავი ეფექტური საშუალება, რომლებიც მეტყველების გასაუმჯობესებლად არსებობს.

ჯ. ფ. დეფექტური მეტყველების ფონდის პრეზიდენტი (შეერთებული შტატები).

ახალგაზრდების შეკითხვები . . . როგორ ავუხსნა სხვას ბიბლიის თვალსაზრისი ჰომოსექსუალიზმზე? (დეკემბერი, 2010) 10 წელია დაქორწინებული ვარ და შვილიც მყავს. ყოველდღიურად ვებრძვი „სხეულში ეკალს“. ჰომოსექსუალური გადახრა მაქვს. ქორწინებამაც კი ვერ მიშველა. იმედი გადაწურული მქონდა, რადგან ჩემს ხორციელ სურვილებს ვერა და ვერ ვძლევდი. ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ხელახლა გამიჩნდა ბრძოლის სურვილი. დღეს უკვე შემიძლია არ ავყვე ამ სურვილს (2 კორინთელები 12:7).

ანონიმურია (შეერთებული შტატები).

ჰომოსექსუალიზმთან დაკავშირებული პრობლემა 5 წლიდან მაწუხებს. ახლა 61 წლისა ვარ და ამ დაავადებას დღემდე ვებრძვი. თქვენს სტატიაში განსაკუთრებით მომეწონა ის აზრი, რომ ჰეტეროსექსუალიც (ნორმალური ორიენტაციის მქონე ადამიანი) კი უნდა გაექცეს სიძვას და, რომ „დაუქორწინებლებს და იმ დაქორწინებულებს, რომელთა მეუღლეებსაც დაკარგული აქვთ სქესობრივი ურთიერთობის უნარი“, არ აკლიათ სიხარული, მიუხედავად იმისა, რომ ვერ იკმაყოფილებენ სექსუალურ მოთხოვნილებებს. აქედან გამომდინარე, ჰომოსექსუალიზმისკენ მიდრეკილებსაც შეუძლიათ ზნეობრივად სუფთად იცხოვრონ, თუ ნამდვილად სურთ, ღმერთს ასიამოვნონ. გმადლობთ, რომ ჩემნაირ ადამიანებს ასე ამხნევებთ.

ანონიმურია (შეერთებული შტატები).