არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ასაკიდან შეიძლება მყავდეს შეყვარებული?

რა ასაკიდან შეიძლება მყავდეს შეყვარებული?

ახალგაზრდების შეკითხვები

რა ასაკიდან შეიძლება მყავდეს შეყვარებული?

„თუ არავის ხვდები, სკოლაში ფიქრობენ, რომ არანორმალური ხარ“ (ბრიტანი).

„ყველა იმას მიჩიჩინებს, რომ შეყვარებული მყავდეს. თანაც გარშემო იმდენი სიმპათიური ბიჭია, რომ ძნელია, გულგრილი დარჩე“ (უითნი).

როცა სკოლის დერეფანში მომავალ ხელიხელჩაკიდებულ გოგოსა და ბიჭს ხედავ, რას გრძნობ?

□ სულ ერთია

□ გული გწყდება

□ გშურს

▪ როცა მეგობრებთან ერთად ხარ კინოში და ხედავ, რომ შენ გარდა ყველა დაწყვილებულია. რას გრძნობ?

□ სულ ერთია

□ გული გწყდება

□ გშურს

▪ როცა ერთად ხედავ შენს ძმაკაცს/დაქალს, რომელმაც ურთიერთობა დაიწყო ვინმესთან, რას გრძნობ?

□ სულ ერთია

□ გული გწყდება

□ გშურს

თუ შენც გწყდება გული იმაზე, რომ შეყვარებული არა გყავს, იცოდე, გამონაკლისი არა ხარ. იმ ქვეყნებში, სადაც პაემანზე სიარული ჩვეულებრივი რამ არის, ბევრი ახალგაზრდისთვის ნაცნობია ეს გრძნობა. „როცა ხედავ, რომ თანატოლ გოგონებს შეყვარებულები ჰყავთ, ისეთი გრძნობა გეუფლება, თითქოს, შენ რაღაც გაკლია“, — ამბობს 14 წლის ივეტი.

შეიძლება ძალიან გინდოდეს იმ ადამიანის გვერდით ყოფნა, ვინც გიყვარს და ვისაც უყვარხარ. „ყოველდღე მიძლიერდება იმის სურვილი, რომ შეყვარებული მყავდეს და მიჭირს ამ სურვილის დაძლევა“, — ამბობს, ერთი 16 წლის ბიჭი. ზოგი ძალიან ადრე იწყებს რომანტიკულ ურთიერთობას. მაგალითად, ჟურნალ „ტაიმში“ აღინიშნა, რომ 13 წლის ბავშვების 25 პროცენტი უკვე „პაემანზე დადის“. როგორ ფიქრობ, მზად არიან ისინი ამისთვის? შენ თუ ხარ მზად? ამის გასაგებად, პირველ რიგში, საჭიროა, უფრო მნიშვნელოვან კითხვას გაეცეს პასუხი.

რა იგულისხმება რომანტიკულ ურთიერთობაში?

ხშირად დადიხარ საპირისპირო სქესის წარმომადგენელ ერთსა და იმავე ადამიანთან.

გაქვს რომანტიკული გრძნობა? □ დიახ □ არა

დღეში რამდენჯერმე მობილურით შეტყობინებას უგზავნი შენს რჩეულს ან ხშირად ელაპარაკები ტელეფონით.

გაქვს რომანტიკული გრძნობა? □ დიახ □ არა

შენს რჩეულს მშობლებისგან მალულად ხვდები, რადგან მათი რეაქციის გეშინია.

გაქვს რომანტიკული გრძნობა? □ დიახ □ არა

როცა მეგობრებთან ერთად ხარ, ყოველთვის ერთსა და იმავე ადამიანთან მარტოვდები.

გაქვს რომანტიკული გრძნობა? □ დიახ □ არა

ალბათ, პირველ შეკითხვას ადვილად გასცემ პასუხს, მაგრამ სხვა კითხვებზე პასუხის გაცემისგან, შესაძლოა, თავი შეიკავო. სინამდვილეში რას ნიშნავს რომანტიკური ურთიერთობა? რომანტიკულია ურთიერთობა, როცა საპირისპირო სქესის ადამიანები ერთმანეთისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ავლენენ. თუ შენ და შენს რჩეულს ერთმანეთის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება გაქვთ მეგობრების წრეში თუ განცალკევებით, სახალხოდ თუ ფარულად, ტელეფონით თუ პირისპირ, ეს რომანტიკული ურთიერთობაა.

მზად ხარ ამისთვის? სამ კითხვაზე დაფიქრება დაგეხმარება პასუხის პოვნაში.

რა მიზანი გაქვს?

ბევრ კულტურაში მიღებულია ქალ-ვაჟის ურთიერთობა ერთმანეთის უკეთ გასაცნობად. მაგრამ ამ დროს წყვილს კეთილშობილური მიზანი უნდა ამოძრავებდეს; ამგვარი ურთიერთობა დაანახვებს მათ, რამდენად შეეფერებიან ერთმანეთს. როგორ?

ბიბლიაში გამოყენებული ფრაზა „ახალგაზრდული ვნებები“ დროის იმ პერიოდს ახლავს, როცა ყმაწვილში ვნება და საპირისპირო სქესისადმი ძლიერი გრძნობაა მოზღვავებული (1 კორინთელები 7:36). თუ ახლო ურთიერთობა გექნება საპირისპრო სქესის წარმომადგენელთან იმ პერიოდში, როცა „ახალგაზრდული ვნებები“ გეძალება, ლტოლვას ვეღარ დაიოკებ და მწარე გაკვეთილის ფასად დარწმუნდები გალატელების 6:7-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტებაში — „კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის“.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგ შენს თანატოლს შეიძლება ახლო ურთიერთობა ჰქონდეს ვინმესთან, მაგრამ არ აპირებდეს მასზე დაქორწინებას. თავიანთ რჩეულს ისინი ისე უყურებენ, როგორც „ნადავლს“, ან იმიტომ სურთ ვინმესთან ურთიერთობა, რომ სხვების თვალში ღირსების გრძნობა აიმაღლონ. სხვის გრძნობებზე თამაში სისასტიკეა; გასაკვირი არ არის, რომ ასეთი ურთიერთობა, ხშირ შემთხვევაში, ხანმოკლეა. „ბევრი ახალგაზრდა ერთ ან ორ კვირაშივე წყვეტს ამ ურთიერთობას, — ამბობს ჰეთერი. — ისინი დროებით ერთობიან, რაც საბოლოოდ განშორებით დასრულდება და არა ქორწინებით“.

თუ ვინმესთან ახლო ურთიერთობას მხოლოდ გართობის მიზნით ან იმიტომ იწყებ, რომ სხვების თვალში ამაღლდე, შეიძლება მას ძალიან ატკინო გული. განვიხილოთ ერიკის შემთხვევა: მან 18 წლის ასაკში სერიოზული განზრახვის გარეშე ახლო ურთიერთობა დაიწყო ერთ გოგონასთან; მოგვიანებით ერიკი მიხვდა, რომ ეს გოგონა ამ ურთიერთობისგან უფრო მეტს ელოდა. „მიკვირს, ასე სწრაფად როგორ შევუყვარდი! მეგონა, მხოლოდ მეგობრები ვიყავით!“ — ამბობს ერიკი.

ცხადია, ცუდი არაფერია იმაში, თუ ახალგაზრდები უფროსებთან ერთად გაერთობიან. მაგრამ, რაც შეეხება საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან ახლო ურთიერთობას, უკეთესია, მოიცადო იმ დრომდე, სანამ „ახალგაზრდული ვნებები“ არ დაგიცხრება და ქორწინებისადმი სერიოზული დამოკიდებულება არ გექნება. სწორედ ასეთ სწორ დასკვნამდე მივიდა ერთი ახალგაზრდა, სახელად ჩელსი: „ზოგჯერ ვფიქრობდი, რომ მხოლოდ გართობის მიზნით უნდა შევხვედროდი ვინმეს, მაგრამ არ შეიძლება გართობა უწოდო იმას, რასაც მეორე მხარე სიერიოზულად მიიჩნევს“.

რამდენი წლის ხარ?

შენი აზრით, რა ასაკიდან შეუძლია ქალ-ვაჟს ურთიერთობის დაწყება? —

▪ ახლა იგივე კითხვა მშობლებს დაუსვი და პასუხები ჩაიწერე. —

თუ შენს პასუხს მშობლების პასუხს შეადარებ, მათი თვალსაზრისი, ალბათ, რადიკალურად განსხვავებული იქნება. თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ შენი თვალსაზრისი მშობლებისას დაემთხვას. შესაძლოა, შენც იმ ახალგაზრდებს შორის იყო, რომლებიც გონიერებას ავლენენ და არავისთან იწყებენ ურთიერთობას, სანამ არ დასერიოზულდებიან და საკუთარ თავს კარგად არ გაიცნობენ. ასე იქცევა ახალგაზრდა ქრისტიანი, სახელად სანდრა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე სრულწლოვანია. ის ამბობს: „რომანტიკული ურთიერთობისას გსურს, ვიღაცამ ახლოს გაგიცნოს; მაგრამ თუ საკუთარ თავს კარგად არ იცნობ, სხვა როგორ გაგიცნობს?“

17 წლის დანიელაც ასე ფიქრობს: „ორი წლის წინ სულ სხვაზე შევაჩერებდი არჩევანს, რაც დღეს სანანებელი გამიხდებოდა. დღემდე არა მაქვს ჩემი თავის იმედი, რომ სწორ გადაწყვეტილებას მივიღებ. როდესაც დავინახავ, რომ პიროვნულად ჩამოვყალიბდი, მხოლოდ მაშინ ვიფიქრებ ვინმესთან ახლო ურთიერთობის დაწყებაზე“.

ხარ მზად ქორწინებისთვის?

რომანტიკული ურთიერთობის დაწყება სერიოზული ნაბიჯია, რასაც ქორწინება უნდა მოჰყვეს. ასე რომ, კარგი იქნებოდა, დაფიქრებულიყავი, რამდენად ხარ მზად მეუღლისა და მშობლის პასუხისმგებლობის შესასრულებლად. როგორ გაიგებ, ხარ თუ არა მზად?

ურთიერთობები. როგორ ეპყრობი მშობლებსა და დედმამიშვილებს? მათთან ურთიერობისას ხშირად კარგავ კონტროლს, რაც შეიძლება იმით გამოიხატოს, რომ უხეშად ან სარკასტულად მიმართავ? როგორ გახასიათებენ ისინი? როგორც ოჯახის წევრებს ექცევი, ისევე მოექცევი მეუღლესაც (ეფესოელები 4:31, 32).

ფულთან დამოკიდებულება. რა დამოკიდებულება გაქვს ფულთან? ყოველთვის ვალი ხომ არა გაქვს? ხშირად იცვლი სამუშაო ადგილს? თუ დიახ, რა არის ამის მიზეზი? ის საქმე ხომ არა, რასაც აკეთებ? იქნებ უფროსია ამის მიზეზი? ან იქნებ შენი ხასიათი გიშლის ხელს სამუშაოს შენარჩუნებაში? თუ საკუთარი თავს ვერ უზრუნველყოფ, ოჯახს როგორღა უზრუნველყოფ ფინანურად? (1 ტიმოთე 5:8).

სულიერობა. თუ იეჰოვას მოწმე ხარ, მოწმობს შენი საქმეები შენს მოწიფულობაზე? ყოველდღე კითხულობ ბიბლიას? ქადაგებ? აქტიურობ კრების შეხვედრებზე? თუ თავად არ ისწრაფვი მოწიფულობისკენ, მეუღლეს როგორღა წაახალისებ ამისკენ? (2 კორინთელები 13:5).

დაფიქრდი ამ საკითხებზე, თუ რომანტიკული ურთიერთობის დაწყებასა და დაქორწინებას აპირებ. კარგი იქნება, არაოფიციალურ გარემოში შენი რჩეულის ოჯახის წევრები გაგეცნო. ამგვარად, საკუთარ თავსაც უკეთ გაიცნობ და ისიც გეცოდინება, გაგიმართლებს თუ არა მოლოდინს შენი რჩეული.

ოჯახური ბედნიერების საიდუმლო

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული ეს წიგნი, გვერდები 13—26.

რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ სხვა სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ელექტრონულ მისამართზე: www.watchtower.org/ype

დაფიქრდი

▪ რა ვითარებაში შეიძლება შენი რჩეულის ოჯახის წევრების გაცნობა?

▪ ყველაზე მეტად რომელი თვისება უნდა გამოიმუშაო, მზად რომ იყო ქორწინებისთვის?

[ჩარჩო/სურათები 28 გვერდზე]

რას ამბობენ შენი თანატოლები

„ზოგჯერ მშურს, როცა შეყვარებულებს ან დაქორწინებულებს ვუყურებ. მაგრამ მესმის, რომ ამგვარი ურთიერთობა გართობა არ არის. ის, ვინც გართობად მიიჩნევს, სხვის გრძნობებზე თამაშობს. ჩემი აზრით, ამ ურთიერთობის მიზანია, დაინახო, რომ შენი რჩეული სწორედ ის ადამიანია, რომელზეც დაქორწინებას ისურვებდი“ (17 წლის ბლაინი).

„ვფიქრობ, პაემანზე გამოცდილების მისაღებად არ უნდა იარო მომავალში სერიოზული ურთიერთობისთვის რომ მოემზადო. ამას გულისტკენის მეტი არაფერი მოჰყვება“ (17 წლის ჩელსი).

„დარწმუნებული ვარ, რომ განსაკუთრებული ურთიერთობის დასაწყებად შესაფერისი ასაკი უნდა გქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იმის მსგავსი იქნებოდა, ჯერ კიდევ სკოლის მოწაფეს, სრული განაკვეთით მუშაობა მოგეწადინებინა“ (21 წლის სანდრა).

[ჩარჩო 30 გვერდზე]

მშობლების საყურადღებოდ

ადრე თუ გვიან თქვენი შვილიც დაიწყებს ვინმესთან ახლო ურთიერთობას. „გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, — ამბობს ფილიპი. — გოგონებმა სტუმრად დამპატიჟეს. იქ მისულმა გავიფიქრე: ეს სად შევყავი თავი, ახლა ამ ლამაზმანებს უარი როგორ ვუთხრა?!“

მშობლებისგან საუკეთესო დახმარება ის იქნება, რომ შვილს ქალ-ვაჟის ურთიერთობაზე ესაუბრონ. განიხილეთ ეს სტატია მათთან ერთად. გაარკვიეთ, როგორ უმკლავდება თქვენი შვილი ამგვარ სირთულეებს სკოლასა თუ ქრისტიანულ კრებაში. ამ საკითხებზე საუბარი შეგიძლიათ არაოფიციალურ გარემოში, მაგალითად „სახლში ჯდომისას [და] გზაზე სიარულისას“ (მეორე კანონი 6:6, 7). ნებისმიერ სიტუაციაში — ‘სწრაფი იყავით მოსმენაში და ნელი — სიტყვაში’ (იაკობი 1:19).

თუ თქვენი ვაჟი ან ქალიშვილი ვინმეს მიმართ რომანტიკულ ინტერესს ავლენს, ნუ აღშფოთდებით. „მამა ძალიან გაბრაზდა, როცა გაიგო, რომ შეყვარებული მყავდა, — ამბობს ერთი გოგონა. — ის ჩემ დაშინებას ცდილობდა და უამრავ კითხვას მისვამდა, რათა დამენახა, მზად ვიყავი თუ არა ქორწინებისთვის; ამგვარმა მოპყრობამ შეიძლება მოზარდი უფრო გააჯიუტოს და მაინც განაგრძოს ურთიერთობა, რითაც იმის დამტკიცებას შეეცდება, რომ მშობლები ცდებიან“.

თუ შვილებმა იციან, რომ თქვენთან გაუჭირდებათ ამ თემაზე საუბარი, შედეგები შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს; შესაძლოა, თქვენმა შვილმა ფარულად დაიწყოს ვინმესთან ურთიერთობა. „როდესაც მშობლები მწვავედ რეაგირებენ, — ამბობს ერთი გოგონა. — შვილებს უფრო მეტად უჩნდებათ იმის სურვილი, რომ მშობლებს სიმართლე დაუმალონ. ისინი ფარულად აგრძელებენ ურთიერთობას“.

გაცილებით უკეთესია, თუ შვილებს გულახდილად დაელაპარაკებით. 20 წლის გოგო ამბობს: „მშობლები ყოველთვის თავისუფლად მესაუბრებოდნენ ამ თემაზე. მათთვის მნიშვნელოვანი იყო იმის ცოდნა, ვისთან ვმეგობრობდი. მშობლების ასეთი დამოკიდებულება ძალიან მომწონდა. მამა პირადად ეცნობოდა ჩემს მეგობარს. თუ მასში რაიმე საეჭვოს აღმოაჩენდა, არ მიმალავდა. ბოლოს, მივხდვი, რომ, სანამ სწორი არჩევნის გასაკეთებლად მზად არ ვიქნებოდი, ამ საკითხზე არ უნდა მეფიქრა“.

[სურათი 29 გვერდზე]

არაოფიციალურ გარემოში შენი რჩეულის ოჯახის წევრების გაცნობა ბევრ რამეს დაგანახვებს.