კანონი 6:1—25

  • გიყვარდეს იეჰოვა მთელი გულით (1—9).

    • „ისმინე, ისრაელო“ (4).

    • მშობლებმა შვილებს უნდა ასწავლონ (6, 7).

  • არ დაივიწყოთ იეჰოვა (10—15).

  • არ გამოსცადოთ იეჰოვა (16—19).

  • უამბეთ შემდეგ თაობებს (20—25).

6  «ესაა მცნებები, წესები და სამართალი, რომლებიც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, მიბრძანა, რომ თქვენთვის მესწავლებინა, რათა დაიცვათ იმ მიწაზე, რომლის დასაპატრონებლადაც გადადიხართ,  და გეშინოდეთ იეჰოვასი, თქვენი ღვთისა, დაიცვათ მისი წესები და მცნებები, რომლებსაც გიბრძანებთ თქვენ, თქვენს შვილებსა და შვილიშვილებს,+ მთელი თქვენი სიცოცხლე, რათა დღეგრძელნი იყოთ.+  ისმინე, ისრაელო, და გულდასმით დაიცავი ეს ყველაფერი, რათა ხელი მოგემართოს და გამრავლდე იმ მიწაზე, სადაც რძე და თაფლი მოედინება, როგორც იეჰოვამ, შენი მამა-პაპის ღმერთმა, აღგითქვა.  ისმინე, ისრაელო! ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა.+  გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით+ და მთელი ძალით.+  გულში ჩაიბეჭდე სიტყვები, რომლებსაც დღეს გიბრძანებ;  ჩააგონე შენს ვაჟს+ და ელაპარაკე ამაზე სახლში ყოფნისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას;+  ხელზე შეიბი ის და შუბლზე გაიკეთე, რომ ყოველთვის გახსოვდეს.+  დააწერე სახლის კარის წირთხლებსა და ჭიშკრებს. 10  როცა იეჰოვა, შენი ღმერთი, მოგცემს იმ მიწას, რომელიც შენს მამა-პაპას, აბრაამს, ისაკსა და იაკობს, ფიცით აღუთქვა+ — კარგ ქალაქებს, რომლებიც შენ არ აგიშენებია,+ 11  დოვლათით სავსე სახლებს, რისთვისაც არ გიშრომია, ჭებს, რომლებიც შენ არ ამოგითხრია, ვენახებსა და ზეთისხილის ხეებს, რომლებიც შენ არ ჩაგიყრია, როცა შეჭამ და გაძღები,+ 12  იცოდე, არ დაივიწყო იეჰოვა,+ რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტიდან, სადაც მონა იყავი. 13  გეშინოდეს იეჰოვასი, შენი ღვთისა,+ მას ემსახურე+ და მისი სახელი დაიფიცე.+ 14  არ სცე თაყვანი სხვა ღმერთებს, მეზობელი ხალხების ღმერთებს,+ 15  რადგან იეჰოვა, თქვენ შორის მყოფი ღმერთი, არ იწყნარებს ორგულობას,+ თორემ განგირისხდებათ იეჰოვა,+ თქვენი ღმერთი, და აღგგვით მიწის პირიდან.+ 16  არ გამოსცადოთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი,+ როგორც მასასთან გამოსცადეთ.+ 17  ზედმიწევნით დაიცავით იეჰოვას, თქვენი ღვთის, მცნებები, მითითებები* და წესები, რომელთა დაცვაც მან გიბრძანათ. 18  ის გააკეთეთ, რაც იეჰოვას თვალში სწორი და მოსაწონია, რათა ხელი მოგემართოთ და დაიმკვიდროთ მადლიანი მიწა, რომლის მიცემაც იეჰოვამ თქვენს მამა-პაპას ფიცით აღუთქვა,+ 19  და განდევნოთ თქვენი მტრები, როგორც აღგითქვათ იეჰოვამ.+ 20  თუ შენი ვაჟი გკითხავს, რატომ გადმოგცათ ჩვენმა ღმერთმა იეჰოვამ ეს მითითებები, წესები და სამართალიო, 21  უთხარი: „ფარაონის მონები გავხდით ეგვიპტეში, მაგრამ იეჰოვამ თავისი ძლიერი ხელით გამოგვიყვანა ეგვიპტიდან. 22  ჩვენ თვალწინ მოუვლინა იეჰოვამ ეგვიპტეს, ფარაონსა და მთელ მის სახლეულობას დიდი და გამანადგურებელი სასწაულები.+ 23  გამოგვიყვანა იქიდან, რათა აქ მოვეყვანეთ და მოეცა მიწა, რაც ჩვენს მამა-პაპას ფიცით აღუთქვა.+ 24  იეჰოვამ გვიბრძანა, რომ დაგვეცვა ყველა ეს წესი, ყოველთვის გვქონოდა იეჰოვასადმი, ჩვენი ღვთისადმი, შიში ჩვენსავე საკეთილდღეოდ,+ რათა გვეცოცხლა.+ 25  თუ გულდასმით დავიცავთ ამ მცნებებს იეჰოვას, ჩვენი ღვთის წინაშე, როგორც მან გვიბრძანა, მართლები ვიქნებით“».+

სქოლიოები

დედანში ეს სიტყვა ნათქვამის გამეორების, შეხსენების აზრს ატარებს.