არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„თითქოს შექმნილს ჰგავს“?

„თითქოს შექმნილს ჰგავს“?

„თითქოს შექმნილს ჰგავს“?

გინახავთ ოდესმე ღამის ცა ტელესკოპით? ბევრმა, ვინც ნახა, შეიძლება გითხრათ, რომ კვლავაც ახსოვთ, როგორ დაინახეს პირველად პლანეტა სატურნი. ეს საოცარი სანახაობაა. უსაზღვრო შავ ფონზე მტვრის ნაწილაკებივით მიმოფანტულ უამრავ მბრწყინავ ვარსკვლავთა შორის გამოკრთის მანათობელი სფერო, რომელსაც ბრტყელი, ელეგანტური რგოლები აქვს შემოვლებული.

რა არის ეს რგოლები? მოდი გადავინაცვლოთ XVII საუკუნეში, როცა ასტრონომმა გალილეომ პირველად დაინახა სატურნი თავისი ხელნაკეთი ტელესკოპით; ხედი იმდენად ბუნდოვანი იყო, რომ სატურნი ყურებიან პლანეტას ჰგავდა — ცენტრალური სფეროს გვერდებს ორი პატარა სფერო ამშვენებდა. როდესაც წლების შემდეგ ტელესკოპი გააუმჯობესეს, ასტრონომებმა უფრო ნათლად დაინახეს რგოლები, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ კამათობდნენ მათ შედგენილობაზე. ბევრი მათგანი ამბობდა, რომ რგოლები უდრეკი, მყარი დისკოები იყო. ასტრონომებს 1895 წლამდე არ ჰქონდათ იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ რგოლები ქვისა და ყინულის უამრავი ნატეხისგან შედგებოდა.

წიგნ „შორეულ პლანეტებში“ აღნიშნულია, რომ „სატურნის რგოლები — ყინულის უამრავი ნატეხისგან წარმოქმნილი წვრილი ზოლები — მზის სისტემაში ყველაზე დიდ საოცრებად ითვლება. უზარმაზარი მქრქალი შარავანდედი 400 000 კმ სიგრძისაა და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მისი შიდა კიდე ოდნავ ეხება პლანეტის ატმოსფეროს გარეთა კიდეს. ის აგრეთვე საოცრად თხელია — მისი სიგანე 30 მეტრზე ნაკლებია“. 2004 წლის ივნისში, როდესაც კასინი-ჰიუგენსის კოსმოსურმა ხომალდმა სატურნამდე მიაღწია და მისი მონაცემები და სურათები დედამიწაზე გამოგზავნა, მეცნიერებმა უფრო მეტი გაიგეს ამ ასობით რგოლის რთული შემადგენლობის შესახებ.

ჟურნალ „სმითსონიენში“ ახლახან გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამი იყო: „სატურნი თითქოს შექმნილს ჰგავს — ის ისეთივე სრულყოფილია, როგორც მათემატიკა“. შესაძლოა, ვეთანხმებით მწერლის აზრს, მაგრამ შეიძლება გაგვაოცოს იმან, რომ მან სიტყვა „თითქოს“ გამოიყენა. სინამდვილეში, ეს მშვენიერი პლანეტა მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვან ციურ სხეულთა შორის, რომლებზეც ათასობით წლის წინ ღვთის შთაგონებით დაიწერა: „ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო“ (ფსალმუნები 18:2).

[სურათის საავტორო უფლებები 11 გვერდზე]

Background: NASA, ESA and E. Karkoschka (University of Arizona); insets: NASA and The Hubble Heritage Team (STScl/AURA)